პუტინმა ხმების 100 % პროცენტი ჩეჩნეთიდან და ფსიქიატრიული კლინიკებიდან (პუტინისგან განსხვავებით ის ხალხი მკურნალობს მაინც) მიიღო. მოკავშირე დიქტატორთა და ტირანთა ერთი ყველაზე ოდიოზური და გავლენიანი ნაწილი სახლში, ციხეში ან საფლავშია (თუმცა ავანსცენაზე რჩება ჩავესი, აზიელი ლიდერები, ისლამურ რესპუბლიკებს შორის ყველაზე ძლიერი მხარდმჭერი პაკისტანი). მოსკოვში 10 000ზე მეტი ადამიანი გამოვიდა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ (სავარაუდოდ საპროტესტო მუხტი და ადამიანთა რაოდენობაც გაიზრდება). რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე (განსაკუთრებით სამაჩაბლოში) პროცესები კანონზომიერად ვითარდება. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ პუტინი აღარ იქნება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ზეგ. ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო ამ მომენტს მზად უნდა დახვდეს…
December 6, 2011 by zazagabunia
