Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ფრედერიკ ბეგბედერი თავის “ფრანგულ რომანში” წერს: “როცა ადამიანები თვალს ხუჭავენ არადამიანურობაზე, მაშინ დამნაშავეები საერთოდ არ არსებობენ”.

ზოგადად, დანაშაულის და დამნაშავეთა მიმართ თვალის დახუჭვა, არ შემჩნევა, გულგრილობა და ინდიფერენტულობა, უპირობო წინაპირობაა ახალი დამნაშავეების გაჩენის.

დღეს საქართველოში გვაქვს რეჟიმის შემდგომი პერიოდი, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი ელოდება სასამართლო განაჩენს, ხოლო მეორე ნაწილს, გასაგები მიზეზების გამო, ეს არ აკმაყოფილებს და  აქტიურად ითხოვს დაახლოებით ისეთივე სამსჯავროს გამართვას, როგორიც დიქტატორული რეჟიმების დამხობის შემდეგ გამართულა ამა თუ იმ სახელმწიფოში. ანუ, უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, ხალხი სამართლის აღსრულებას ელოდება.

ეს ბუნებრივია, რადგან დღეს ქვეყანაში არის რეჟიმის პოლიტიკური დანატოვარი საპარლამენტო უმცირესობისა და ცალკეული პოლიტიკოსების სახით და არის ამ პოლიტ-სპექტრის ბატონობისგან ქვეყნის განმათავისუფლებელი აწ უკვე სახელისუფლებო ძალა.

ამ ფონზე, ამ ორ ძალას შორის ნებისმიერი შეხვედრა ბუნებრივად იღებს მწვავე დაპირისპირების სახეს და არც დღევანდელი საპარლამენტო ბატალიები იყო გამონაკლისი.

საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების პარლამენტში წარდგომისას, პლენარული სესიის დარბაზში ბევრი ისეთი ადამიანი იჯდა, რომელიც როგორც მინიმუმ აქტიური, იდეური მხარდამჭერი იყო იმ არადამიანური საქმიანობისა, რომელსაც ადგილი წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. იმ საქმეთა ჩამონათვალი უკვე ბრალმდებელთა სამუშაო ოთახების მაგიდებზე დევს და ეს სრულიად ბუნებრივად ეხმიანება იმ მოლოდინს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ამ საქმეებზე კი, ფედერიკ ბეგბედერისა არ იყოს, თვალის დახუჭვას არავინ აპირებს და სწორედ ეს გარემოება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უმცირესობის ზოგიერთი დეპუტატის საქციელში შეიმჩნეოდა ახალი იმპულსები. მაგალითად ეს იმპულსები იგრძნობოდა ბარამიძის სრულიად არანორმალურ საქციელში, რომლის მიზანი ალბათ ის არის, რომ თუ მის მიმართ ზემოთ ნახსენებ რომელიმე ბრალმდებელს შეკითხვა გაუჩნდება (და მის მიმართ ერთ-ერთ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს შეკითხვები) ეს ღარიბაშვილთან “შეუპოვარ” კამათს დააბრალოს.

ისე კი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში და მის გარეთ ისევ ისეთები არიან,  აგრესიული, სარკაზმული, არაეთიკური, ბოლშევიკური, ფსევდო-დემოკრატიული და სააკაშვილისეული.

ის კი ვინც ღარიბაშვილის სიხისტეზე საუბრობს (არადა, სრულიად უსაფუძვლოდ), წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია იმ მთავრობის ყოფილ წევრებთან დებატებში რომ ყოფილიყავით, რომელთა საქმიანობის, ავაზაკობის, სიბილწის, მხეცობის შესახებ უამრავი ვიდეო-მასალა გქონდეთ ნანახი და კიდევ უფრო მეტ დადასტურებულ ინფორმაციას ფლობდეთ ამის შესახებ.

გამოცდილებიდან გეუბნებით, მშვიდი და უემოციო დებატები დამნაშავეებთან, არ არის იოლი, მით უმეტეს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც როგორც ზემოთ დავწერე, მინიმუმ მხარდამჭერები იყვნენ ნულოვანი ტლერანტობის იდეის, დიდი ნაწილი კი ოფლსა და ენერგიას არ ზოგავდა იმისთვის, რომ ჩეკისტური შემართებით ენგრია საზოგადოებისთვის ყველაფერი წმინდა.

ამ ფონზე მათგან ფარისევლურ წიაღსვლების მოსმენა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მორიგი დანაშაულია, რომლის მიმართაც სასჯელის შესახებ ვერდიქტი,  უკვე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს.

ამოხსნილი თუ ამოუხსნელი მიზეზები, გეოპოლიტიკისა თუ ხელმძღვანელი პირების როლი, კონიუქტურა და კიდევ ათასი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს იმ მოვლენების გამომწვევად რომელმაც საბოლოო ჯამში მძიმე დარტყმა მიაყენა სხვადასხვა პერიოდის ქართულ სახელმწიფოს. მე-18 საუკუნის საქართველოს კი სრულიად განსაკუთრებულ პერიოდში უწევს ცხოვრება, როცა იცვლება მსოფლიო, მისი დღის წესრიგი, სახელმწიფოთა ამოცანები და ინსტრუმენტები ამ ამოცანების უზრუნველსაყოფად. კულმინაციას აღწევს ამერიკული და ფრანგული რევოლუციები, ევროპა სწრაფად ავითარებს სიჩქარეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, განხორციელდა ბევრი რეფორმა, სახეზეა სამრეწველო რევოლუცია. სწორედ ამ საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1795 წელს, საქართველოს დედაქალაქთან ახლოს, კრწანისის ველზე იმართება ბრძოლა ქართულ სამეფოსა და ზემოთ ნახსენებ, განვითარებულ ევროპას ჩამორჩენილ სპარსთა ლაშქარს შორის. აქაც გეოპოლიტიკა, აქაც ორიენტაცია და არჩევანი თამაშობს კატალიზატორის ფუნქციას და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სპარსული ულტიმატუმი მზად არის – აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II-ს ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. ამის შემდეგ სიტუაცია ბუნებრივად, ლოგიკურად ვითარდება. ერეკლე II არ იღებს მაჰმათ ხანის ულტიმატუმს, უარს არ ამბობს მის მიერვე არჩეულ კურსზე და შესაბამისად ომი გარდაუვალია. ბრძოლა უთანასწორო და რთული აღმოჩნდა, იმდენად რომ 75 წლის მოხუცი მონარქი საკუთარ შვილიშვილთან, სოლომონთან ერთად ერთვება მასში და შედეგსაც იღებს, იმ საღამოს ქართველებმა მტერი უკუაქციეს. მეორე დღეს, 11 სექტემბერს ბრძოლა დასრულდა… ბრძოლის შედეგის მიზეზებად ბევრი რამ შეიძლება დასახელდეს: თავადთა მიერ ჯარის დამალვა, ღალატი “შინაურების” (სპარსთა ჯაშუშების, არარატიანცის და ბებუთოვის) და რუსთა გულგრილობა. მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს დღე რომელიც არანაკლებ (თუ მეტად არა) ტრაგიკულია ჩვენი ერისთვის, ისევე როგორც ტრაგიკულია 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად ამერიკელ ხალხზე თავს დამტყდარი ტრაგედია, რომელსაც ვუსამძიმრებ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეებს. საინტერესოა რა იქნებოდა თავიდან რომ ღალატი აგვეცილებინა და ბრძოლა მოგვეგო?! წინ არანაკლებ დიდი გამოწვევა გველოდა მე-19 საუკუნის სახით. ეს იყო აღმოჩენების და გამოგონებების, ურბანიზაციის და რკინიგზის შენების, ნაპოლეონის და ბისმარკის, რუსული იმპერიის არნახული გაძლიერების, რუსეთ-თურქეთის მეორე ომის, ვენის კონგრესის და მონათმფლობელობის აკრძალვის ეპოქა. მიწიერთაგან არავინ იცის ტიტანთა ამ ბრძოლაში რა პოზიციას დაიჭერდა საქართველო, რა როლი თუ ადგილი ექნებოდა პატარა სახელმწიფოს კიდევ უფრო პატარა სამეფო-სამთავროებად დანაწევრებულ მიწა-წყალს. ასეა თუ ისე, კრწანისის გმირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დამდგარი შეხვედროდა ახალ ეპოქას, ახალ საუკუნეს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არ დაივიწყებს მათ ხსოვნას და მათ გმირობას… რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება ითქვას საკუთრივ 1795 წლის 11 სექტემბრის მოვლენებზე, მათ შორის გმირულ ეპიზოდებზე, დიდი ადამიანების, ვახტანგ ბატონიშვილის, არაგველების, რომელთაც შაჰის თვალწინ დახიეს სპარსული დროშები, ერეკლეს ერთგული 200 მუსულმანის, არტილერისტ გურამიშვილზე, იოანე ბატონიშვილსა და მის 150 მხედარზე და სხვათა დიდ ღვაწლზე. და სწორედ ეს არის აქ, ამ შემთხვევაში მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ხსოვნა 1795 წლის 11 სექტემბრის განვითარებული მოვლენებისა, მოვლენის რომელიც არც თუ ისე კარგად გვახსოვს და რომლის მონაწილეთა მიმართ პატივის მიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი და საპატიო ვალდებულებაა.

გამიკვირდა- თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, ველოდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ-ამხანაგთა და მათთან დაახლოებულთა წრე გნიასითა და ხმაურით შეხვდებოდა ჩემს ინიციატივას 100 000 ქრისტეს მოწამის სახელობის მოედანთან დაკავშირებით. აფუთფუთდა და აიშალა წინა ხელისუფლების ფსევდო-ლიბერალური ფრთა თავიანთი ინტელექტუალური (იდეოლოგ-ჟურნალისტ-მესვეტე-რედაქტორ-ექსპერტ) ნაწილით. 
მათთვის ძალიან მძიმე აღსაქმელი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩვენი ისტორიის, წინაპრების, 100 000 ქრისტეს მოწამის და საკუთრივ ამ მოვლენის უკვდავსაყოფად მათივე სახელობის მოედანი იარსებებს. მთელი დღის მაძილზე სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე “თავდასხმას” მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამაოა და სიზიფეს შრომაა ეგ თქვენი ფუთფუთი. თქვენ მხოლოდ საპარლამენტო და სამთავრობო ბერკეტებს კი არა, იდეოლოგიურ სადავეებსაც ჩამოშორდით უკვე და ტყუილად ცდილობთ ხელის ფათურს იქ, სადაც ჩვენი საზოგადოებისთვის წმინდა და ფასეული დევს. 

ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული იქნება დაფასებული და იქნება საძირკველი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს. სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება ჭეშმარიტი, არა შეურყვნელი, არა დამახინჯებული, არამედ ნამდვილი ევროპული აზროვნება. ჩვენი წინაპრების ქრისტიანული იდეალებისთვის დაღვრილი სისხლი ტყუილად რომ არ დაღვრილა და რომ ევროპული ოჯახია ჩვენი ადგილი, ამიტომ იქნება საქართველოს დედაქალაქში გვერდიგვერდ ევროპის სახელობის პარკი და 100 000 მოწამის მოედანი. 

 
სავსეა ევროპა წმინდანების სახელობის მოედნებით: წმინდა მარკოზის მოედანი ვენეციაში, წმინდა პეტრესი რომში, წმინდა მაურისიოსი შვეიცარიაში, წმინდა ანასი გერმანიაში, წმინდა ლუის საფრანგეთში, წმინდა ისიდორესი ესპანეთში და ასე შემდეგ დაუსრულებლად. 
 
მაგრამ თქვენ გსურდათ რაღაც თქვენებურად იმპროვიზირებული “ევროპელობა” შემოგეჩეჩებინათ, დაცლილი ტრადიციებისგან, აღიარებული ფასეულობებისგან. არ გამოვიდა და არ გამოგივიდოდათ რადგან ეს უკვე ნაცადი გეგმა გაცილებით მძლავრ, ბოლშევიკურ მანქანას ჩაუვარდა, თქვენი “მანქანა” იმასთან შედარებით რა მოსატანია, სასაცილოა! 

მოკლედ, არ იდარდოთ და ეცადეთ შეეგუოთ, რომ ცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც შესაძლოა, თქვენგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. ეს მოთმინება კი ნამდვილად იქნება თქვენს მიერ შეტანილი წვლილი სახელმწიფოს შენების პროცესში. 
ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დაცვა და ოქროს შუალედი. ჩვენ არ გვჭირდება რეტროგრადულობა და შავრაზმელობა, ჩვენ გვჭირდება ზომიერება და ბალანსი. ისტორიის პატივისცემა და ყურადღების არ მოდუნება, როცა საქმე სახელმწიფოს და საზოგადოების მომავალს ეხება.

 
 

როგორც მოსალოდნელი იყო სამეგრელოში აღმოჩენილმა სამალავებმა საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. ადვილად პროგნოზირებადი იყო რომ ისევე როგორც სხვა აქტუალურ თემებზე, საზოგადოებას ამ საკითხზეც განსხვავებული აზრი და შეხედულებები ექნებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქცენტი კეთდებოდა საკითხის ზედაპირულ, არაარსებით ნაწილზე და არაფაქტის სიღრმისეულ შეფასებაზე.
ანუ საზოგადოების ერთი ნაწილი მიზანმიმართულად უფრო მეტს საუბრობდა შინაგან საქმეთა სამინისტროშ გამართულ დახურულ ჩვენებაზე და ამ ღონისძიების მიზანშეწონილობაზე, ვიდრე იმაზე რომ წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ძალოვანი უწყება გარკვეული ამოცანების უზრუნველსაყოფად სრულიად ჩვეულებრივ გზად მიიჩნევდა ადამიანების სარზე (ბილიარდის კიაზე) გასმას, გაუპატიურებას და სხვა არაადამიანურ, მხეცურ საქციელს.

როგორც ჩანს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი საკუთრივ მოვლენის მიჩქმალვის მცდელობით, ყურადღების სხვაგან გადატანას ლამობდა და გადაწყვიტა რომ არც მეტი და არც ნაკლები შს მინისტრ ღარიბაშვილისთვის დაეკისრებინა რაღაც გაურკვეველი პასუხისმგებლობა.
სხვა საკითხია, რამდენად სერიოზულად ჩანდა ეს მცდელობა გვერდიდან მაყურებლისთვის, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ნაციონალური მოძრაობა ამ სკანდალთან დაკავშირებით ღარიბაშვილის დადანაშაულებას შეეცადა.

ეს მართლაც აბსურდის თეატრია…არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩავთვალოთ რომ ესა თუ ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ცდება ნორმალურობის ფარგლებს, ხდება საშიში და საჭირო ამისი იზოლირება. არსებობს ქცევის ფორმები რაც ადამიანს ასოციალურს ხდის. ასეთად შესაძლებელია მკვლელობის, ძალადობის ან ზოგადად კრიმინალისკენ მიდრეკილი ადამიანი ჩაითვალოს და სხვათაშორის ისეთიც რომელსაც გაუკერპებია რაღაც ერთი და მიაჩნია რომ მისი მსახურება არის ყველაზე მაღალი ვალდებულება და რომ სხვა დანარჩენი არარაა მასთან შედარებით.
წერილის წერისას, სწორედ ამ თემის გამო დიდი ესპანელი მწერალი და მისი ნაწარმოები გამახსენდა. მიგელ დე უნამუნოს მოთხრობაში “სიყვარული და პედაგოგიკა”, მთავარი გმირი, მეცნიერებით ავადმყოფურად გატაცებული დონ ავიტო იმდენად მოუნუსხავს საკუთარ კერპს, იმდენად დაუმონებია სურვილს მის ირგვლივ არსებული მას ერთს ამსახუროს და შესწიროს, რომ საკუთარი, ახლად გარდაცვლილი ქალიშვილის ცხედართან მყოფი, კი არ გლოვობს ან ტირის შვილს, არამედ ხმამამღლა აღწერს იმ ბიოლოგიურ პროცესებს რასაც გარდაცვალების მომენტიდან ადამიანის ორგანიზმში აქვს ადგილი. ეს იმდენად მწარე გროტესკული სცენაა, იმდენად საბრალოა დონ ავიტო, რომ მის ირგვლივ იმ მომენტში მყოფი ოჯახის წევრები არა გარდაცვლილზე, არამედ დონ ავიტოზე ტირიან.

რაღა დაგიმალოთ და დონ ავიტოს პერსონაჟის საქციელს უკვე ძალიან დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ქცევა. მათ საკუთარი პოლიტიკური, უფრო სწორად კი, პარტიული ამოცანები იმდენად გაუკერპებიათ, რომ დამარცხებისა და დაცემის შემდეგ არა საკუთარ შეცდომებზე, არამედ ისეთ მიზეზთა გარემოებრივ ასპექტებზე აქცენტირებით ღლიან მსმენელთა ყურებს, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ თავად გარემოებასთან. ამით ისინი უბრალოდ შეცდომების აღიარების ვალდებულებისგან ცდილობენ გათავისუფლებას. მერე მათი ეს მცდელობა უტიფრობისა და ურცხვობის სახეს იძენს, დაახლოებით ისეთს ჩაგრულთა და შეურაცხყოფილთა წინაშე, მჩაგვრელები, რომ მზრუნველის მანტიის მორგებას ცდილობენ.
შესაბამისად მათი ქცევა სრულიად ასოციალური და არანორმალური გახდა. სწორედ ამის შედეგია შს მინისტრის კრიტიკაც, რომელიც სრულიად გაუგებარია. არადა, ძალიან ჩვეულებრივი რამ მოხდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და ამავდროულად იმავე საზოგადოებისთვის მავნებელი ვიდეო-მასალა მინისტრმ ღარიბაშვილმა აჩვენა ქვეყნის ჟურნალისტურ ელიტას იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად დამცხრალიყო ვნებები რომელიც სრულიად ბუნებრივად ახლავს ამ ვიდეოს ჩვენების სურვილს.

ხსენებული ვიდეოს ვიწრო, პროფესიული წრეებისთვის ჩვენება და ფართო გაგებით საზოგადოებისთვის არ გასაჯაროვება კი ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანდობას ლინჩის წესით გასამართლებისაგან, “ლატრუფეს” ინციდენტის უფრო მასშტაბური ვერსიისგან თავის არიდებას. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ქვეყნის წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (შსს-ს მინისტრი) აბსოლუტურად სწორად და სახელწმიფოებრივად მოიქცა.

15 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო სრულიად მოულოდნელი რამ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, რომლისგანაც საქართველო და ქართველი ხალხი საკმაოდ რთულად სავალ გზაზე ყოველთვის იღებდა მხარდაჭერას, საქართველოში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის სამართლიანი პროცესი შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ხსენებულმა მოვლენებმა გავლენა იქონიოს საქართველოსა და შტატების პარტნიორულ ურთიერთობებზე და რომ შესაძლებელია ეს გავლენა საფრთხის შემცველი იყოს ამ ორი მოკავშირე სახელმწიფოს მეგობრობისთვისაც კი.

ვინც მეტად თუ ნაკლებად მაინც საღად და თავისუფლად აფასებს საქართველოში ე.წ. ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს, ყველანი თანხმდებიან რომ სახელმწიფოს მართავდა ძალაუფლების მოპოვებისა და შემდგომში მისი შენარჩუნებისათვის შეკრებილი გარეგნულად დემოკრატი და შინაგანად ავტორიტარი, კრიმინალური მიდრეკილების (ამის არაერთი ფაქტია) მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც საქართველოში ილუზორული, მოჩვენებითი დემოკრატიული სისტემა შექმნა და ამ საფარს “შესანიშნავად” იყენებდა გამდიდრებისთვის, ქონების მიტაცებისთვის, საბიუჯეტო სახსრების ყვლეფისა და პირადი ამოცანების უზრუნველყოფისთვის, რასაც სხვადასხვა დროს ეწირებოდა ადამიანთა სიცოცხლეც.

აი, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის გასამართლების პროცესი მიმდინარეობს ახლა, მეორე ნაწილი კი რომელიც გრძნობს რომ მასაც სამართლიანად ელის იგივე, დადის სხვადასხვა, ძირითადად დიდ მოკავშირე ქვეყნებში და ახდენს ტირაჟირებას ტყუილისა სახელწოდებით “ივანიშვილის ხელისუფლება შერჩევით სამართალს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოშორების მიზნით ახორციელებს”.

რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა პროპაგანდა ტყუილისა და ცრუ განგაშის გამოწვევის მცდელობას საკუთარივე კანონდარღვევების გადაფარვის მიზნით ემსახურება. ამაში დასარწმუნებლად, მინიმუმ საჭიროა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არ მოუსმინო. ამისთვის საკმარისია საქართველოს ქალაქების ქუჩებში მოსახლეობას ჰკითხოთ და რაღათქმაუნდა, ამისთვის საკმარისია იმ საქმეებს გაეცნო, რომელიც პასუხისგებაში მიცემული თითოეული პირის საბრალდებო მასალებს წარმოადგენს. მერწმუნეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა შესაძლებელია..!

ჩვენთვის კი, ვინც კარგად ვიცნობთ “ნაციონალური მოძრაობის” ბუნებას, კარგად ვხვდებით რომ ვანო მერაბიშვილი და უკვე ციხეში მყოფები “ნაცმოძრაობას” არაფერში ადარდებს. აი, ვისაც იგივე ელის სწორედ მათი მხრიდან არის ნაწარმოები ეს კამპანია კონგრესმენების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
იმისთვის რომ ჩვენს უპირველეს მოკავშირეს, აშშ-ს და მის კონგრესს ჰქონდეს ადეკვატური და სწორი ინფომაცია, საჭიროა ეფექტური და სწრაფი რეაგირება მომხდარზე. ამიტომ, მგონია რომ სასწრაფოდ უნდა შედგეს სპეციალური ჯგუფი სადაც შევლენ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალოვანი ბლოკის სამინისტროების, პარლამენტის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების, პროკურატურის წარმომადგენლები და დაიწყოს შეხვედრები ამერიკის კონგრესის წევრებთან (დაარამხოლოდ) მათ თავს მოხვეული იმ სიცრუის გასაბათილებლად, რომელიც გახდა საფუძველი ზემოთ ნახსენები განცხადებისა.
ძვირფასო კონგრესმენებო, დასასრულს გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმის შესახებ თუ ამ რამდენიმე თვის მანძილზე რისი გაკეთება შეძლო ახალმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროინტეგრაციის კურსი, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ სოციალურად დაცულები და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მიიღონ მხარდაჭერა.
ძალაში შევიდა იუსტიციის სამინისტროში მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ”. ცვლილებები სასამართლო სისტემას აძლევს საშუალებას, შიგნიდან დაგეგმოს რეფორმა, საჭიროების შემთხვევაში, თავად განახორციელოს საკადრო ცვლილებები, შექმნას სამართლიანი სასამართლო. კანონთა პაკეტი ორიენტირებულია რიგით მოსამართლეზე, უჩენს მას კუთვნილ ადგილს სასამართლო სისტემაში, უზრუნველყოფს მის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის პროცესში, ათავისუფლებს სისტემას სახელისუფლებო გავლენისაგან. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები პირველად, დემოკრატიული, გამჭვირვალე წესით აირჩიეს.
პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ამ დოკუმენტის პარაფირება მოხდება შემოდგომაზე დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე. საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს. გაფორმდა შეთანხმება ევროკავშირის 40 მილიონიანი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. თანხა განსაზღვრულია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის;
ევროკავშირ-საქართველოს შორის შეთანხმდა 2014-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო ამ პრიორიტეტების (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, მართმსაჯულების სექტორის განვითარება და საჯარო სამსახურის მოდერნიზება) ქვეპრიორიტეტების შემუშავების პროცესი;მიმდინარეობს აქტიური მუშაობა NAC-ვიზიტის მოსამზადებლად.

2013 წლის 12 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების ინტერნეტსივრცეში გავრცელების ბრალდებით დააკავა შსს–ს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე. გელა ხვედელიძემ ბრალი აღიარა. პირველად ამ 10 წლის განმავლობაში მოხდა ისე, რომ კანონდარღვევისთვის დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი, რამაც ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობას ახალი ხელისუფლების პირობებში და შექმნა პრეცენდენტი.
შემუშავდა ახალი კანონპროექტი “პოლიციის შესახებ”. კანონპროექტის უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციების გამიჯვნა. ახალი კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს პოლიციის ყველა პრევენციულ ღონისძიებას და მათი განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც პოლიციის პრევენციულ საქმიანობას კონსტიტუციით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.
საქართველოს მასშტაბით 37 დროებითი მოთავსების იზოლატორი აღიჭურვა სამეთვალყურეო კამერებით, რათა მოხდეს მათი მონიტორინგი დაკავებულთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ენერგეტიკის სამინისტროს ეფექტურად მუშაობის შედეგად მოსახლეობამ მიიღო საგრძნობი ფასდაკლება ენერგომატარებლების ტარიფზე. 2013-2014 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 ათას ოჯახზე მეტი მიიღებს გაზს.
2 მილიონ ადამიანს, რომელიც არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ იყო უზრუნველყოფილი თებერვლიდან შესაძლებლობა აქვს შეფერხებისა და ყოველგავრი შეზღუდვის გარეშე მიმართოს ოჯახის ექიმს. 1 ივლისიდან ამოქმედდება საბაზისო სადაზღვევო პაკეტი, რომელიც დააფინანსებს მშობიარობას.
2013 წლის 1 აპრილიდან ასაკის პენსიონერთა (194 961 ბენეფიციარი ) პენსია 110 ლარიდან გაიზარდა 125 ლარამდე. (I ჯგუფისინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე. შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე. მარჩენალ დაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი), ანუ სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველმომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი. ამუშავდება სამი 24-საათიანი თავშესაფარი, რომელთა მიზანი ბავშვების ქუჩისაგან განრიდება და ნორმალური ცხოვრებისთვის ადაპტირება იქნება.
ახალი სასწავლო წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 მოსწავლე უფასოდ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს; საქართველოს მასშტაბით 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლე სასკოლო ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი. სამინისტრომ პროექტის გასახორციელებლად 2,6 მლნ. ლარი გამოყო; სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით მასწავლებლის შრომისანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-210 ლარით გაიზარდა; 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსი (4 წელი) სახელმწიფოს მიერ და ფინანსდება; 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემის ახელმწიფო დაფინანსების (გრანტის) წლიური მოცულობა გაორმაგდა და ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების რაოდენობა, ასევე გაორმაგდა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამისბიუჯეტი.
სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარა 707 000-ზე მეტი მცირე მიწიანი ფერმერის ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით. დამუშავდა ორჯერ მეტი ფართობი ვიდრე წინაწლებში, მათ შორის დამუშავდა ისეთი ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი იყო. მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის შემუშავადა სხვადასხვა ტიპის შეღავათიანი სესხები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გააქტიურდნენ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის არეალი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში 7 კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წელს და სრულდება. 7 კორპუსშ 280 დევნილი ოჯახი შესახლდება. მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს.
პროექტის დასრულების შედეგად ასობით იძლებით გადაადგილებული პირისსაცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. დევნილებისთვის მშენებლობები თბილისშიც იგეგმება. ვარკეთილის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარ მიწის ფართობზე დაგეგმილია დევნილებისთვის მაღალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. სავარაუდოდ 5000 ბინა.

ევრო-ატლანტიკური სივრცის სახელმწიფოების ფეხდაფეხ საქართველო აქტიურად იბრძვის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ პროცესებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წასახალისებლად და მხარდასაჭერად ხელფასი 300 დოლარით გაიზრდა. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლების 89%-ისთვის ანაზღაურება 25%-ით გაიზარდა. 1 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი სადაზვევო პაკეტით სარგებლობს.

სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით გააქტიურდა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. შეხვედრები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან რეგულარულად იმართება. შექმნილია სამუშაო ჯგუფები მიმართულებით: თავდაცვის ტრანსფორმაციის, ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების და გამჭვირვალობასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის და 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში სამინისტრო დაუყოვნებლივ აყენებს საქმის კურსში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის, პროფესიული სამხედრო განათლებისა და წვრთნების ეფექტური განხორციელებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მოსამზადებელი და საწვრთნელი ინფრასტქრუქტურის სათანადო მოწყობას.

ვფიქრობ ეს ზოგადი ინფორმაცია ღრმად პატივცემული და ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასი სახელმწიფოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის იძლევა კარგ შესაძლებლობას იმის დასანახად, რომ ახალი ხელისუფლება სამართლიანია არა მხოლოდ წინა ხელისუფლების წევრთა გადაცდომების, არამედ საკუთარივე გუნდის წევრთა კანონდარღვევების მიმართაც. რომ სხვა არის ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თანამედროვე საქართველოს შესახებ დასავლეთში საუბრობენ და სხვა, გაცილებით უფრო პროგრესულ, ეფექტიან და თანმიმდევრულ ნაბიჯებს აქვს რეალურად ადგილი საქართველოში, რომლის მიზანი ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების მხარდაჭერით რეალურად დემოკრატიული ყაიდის ინსტიტუტების და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

თეოკრატია თუ მორალი?

სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვცხოვრობდით ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც უჭირდა ეცნო ადამიანი, როგორც სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე პროცესების მამოძრავებელი ძალა. ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების, ისტორიული პროცესების განვითარების ანალიზი, კი ცხადყოფს, რომ ქვეყნებმა გასახელმწიფოებრიობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ცენტრალური ფიგურა და ყურადღების საგანი ადამიანი გახდა. ამიტომ, პოლიტიკის სახით ადამიანისკენ მიბრუნება არის ამ ფონზე ძირითადი ამოცანა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების ყოველი წევრის ყურადღების საგანი უნდა გახდეს.
რას ნიშნავს პოლიტიკის გაადამიანურება? ცხადია, უპირველეს ყოვლისა ადამიანის როგორც მთავარი ღირებულების აღიარებას. ამასთან, პოლიტიკურმა აქტორებმა უარი უნდა თქვან ზნეობრივად საეჭვო კატეგორიებზე და ეგოცენტრიზმს გამოაცალონ სასიცოცხლო სივრცე.
საქართველოს წლების მანძილზე ჰყავდა მთელი კოჰორტა პოლიტიკოსებისა, რომელთაც ვერ განერჩიათ სად იწყება და მთავრდება ზღვარი სახელმწიფო, საჯარო, საზოგადოებრივსა და კერძო, პირადულ თუ ოჯახურს შორის. ლეონიდ გაიდაის ლეგენდარული ფილმის “კავკასიელი ტყვე ქალისა” არ იყოს, საკუთარ მატყლს სახელმწიფოსაში ურევდნენ, ამიტომაც მივიღეთ კერძო მოხმარების სახელმწიფო, უშნოდ სახეცვლილი, ეგოისტურად ტრანსფორმირებული, უმაქნისი, დაუძლურებული და უფუნქციო, თუ რა თქმა უნდა ფუნქციად მომხმარებლური ინტერესების დაკმაყოფილებისადმი უბადლო მზადყოფნას არ ჩავუთვლით. ვინ აქცია ასეთად სახელმწიფო? ნაკლებად ზნეობრივმა პოლიტიკოსებმა! სად არის საზოგადოება, პირუთვნელი არბიტრი, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ფაქტები და დასაჯოს ასეთი ტიპის პოლიტიკანები? ტალეირანის თქმისა არ იყოს: “პოლიტიკაში ის რაც ხალხს სჯერა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სინამდვილე”. ჰოდა, ამ პრინციპითა და კიდევ მრავალი ხერხით შეიარაღებულმა უზნეო პოლიტ-აქტორებმა მთავარ საზრუნავად გაიხადეს საზოგადოების რეაქციის დადამბლავება და ხალხის, როგორც ძალაუფლების ნომინალურ წყაროდ ქცევა, ანუ სუბიექტებად, რომელთაც ამავე აქტორებმა, არჩევნებში მონაწილეობა, როგორც უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო უფლება ადამიანებს მხოლოდ ავტომატური ქცევის ფორმად განუსაზღვრეს.
დღეს, 1 ოქტომბრის შემდგომი სიტუაცია იძლევა შანსს ამ თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად და ამაში მონაწილეობის მიღება მართებს ზოგადად საზოგადოებას და არამხოლოდ პოლიტიკოსებს და მით უფრო პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ხელისუფლებაზე, რადგან თავად ტერმინები “ოპოზიციური” და “სახელისუფლებო” მეტად მყიფე, დროებითი და არაზუსტია, რამეთუ დღევანდელი ოპოზიციონერი გუშინ ხელისუფალი იყო და პირიქით. ამგვარ შედეგში კი მთავარი პასუხისმგებლობა მთავართა შორისაა საძიებელი. როგორც ზემოთ დავწერე, მე ამ ფონზე გამოსავლად პოლიტიკის ჰუმანიზაცია, გნებავთ გაადამიანურება მესახება, რადგან პოლიტიკა, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი (ყურადსაღებია თავად ეს შესანიშნავი სიტყვა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი ფიგურების ამოცანა ხალხის მსახურება უნდა იყოს) საქმე სწორედ ჰუმანიზმის პრინციპს უნდა გამოხატავდეს. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციაში თავი ადამიანის უფლებების შესახებ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, სადაც დაფიქსირებულია ის უნივერსალური და პლანეტარული უფლებები, რომელთა დაცვის სიტყვიერ ვალდებულებას სახელმწიფოს სახელით იღებდა პრეზიდენტი და ასევე მისი სახელით ხშირად არღვევდა მას. ამის მიზეზი კი, გახლავთ იმ ოქროს ფორმულის უგულებელყოფა, რომელიც გვასწავლის, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. პრეზიდენტის შეუზღუდავი და არაკონტროლირებადი უფლებების გამო კი “სხვანი” მართლაც იყვნენ დაჩაგრულ მდგომარეობაში, რადგან “ერთის” უფლებათა უკიდეგანო სივრცე იმთავითვე და ავტომატურად ავიწროებს “სხვათა” უფლებების არეალს. არადა, კანტის ზნეობრივი კანონის მიხედვით, ადამიანი სხვებს უნდა განიხილავდეს როგორც მიზანს და არა როგორც საშუალებას. ჩვენში კი ადამიანი, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საარჩევნო ურნასთან აღსრულებული პერიოდული რიტუალის გავლით რჩებოდა მხოლოდ უბრალო საშუალებად ამ შეუზღუდავი უფლებების მოპოვების საქმეში.
ზოგადად, ჰუმანიზმის პრინციპს აქვს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, რასაც ზემოთ ორიოდ სიტვით შევეხეთ, ისე საერთაშორისო შინაარსი და გაგება. საერთაშორისო არენაზე ის უპირველეს ყოვლისა მშვიდობისათვის გაღებულ ძალისხმევას გულისხმობს, რისთვისაც აუცილებლია საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება, რომელიც უპირველესად სწორედ ადამიანის პატივისცემას და სამართლიანობას ეფუძნება.
დღეს კაცობრიობას არა აქვს უფლება უარი თქვას ჰუმანურ პოლიტიკაზე, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს – ამოცანა ჰუმანიზმისა და პოლიტიკის თანამშრომლობა და არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანი ფრონტით გამოსვლაა. თუმცა მანამდე გავარკვიოთ რამდენად შესაძლებელია ამ ორი კატეგორიის მორიგება.
რამდენადაც ჩვენ უკეთესი გარემოს ფორმირებისათვის ვეძებთ ადამიანის ცენტრალურ როლს პოლიტიკასა და სახელმწიფოში, უწინარეს ყოვლისა ჩვენი ინტერესია იგი მოქმედებისა და არჩევანის დროს მორალური კატეგორიებით სარგებლობდეს.
მორალი კი უტილიტარულია მთელი კაცობრიობისათვის. ის ნამდვილად არის წინაპირობა ადამიანთა მოდგმის შენარჩუნების, გადარჩენისა, რადგან საკუთარ თავში იტევს ტრადიციების, ისტორიის, თვისებების გარკვეულ ინფორმაციულ კოდს, რაც ქმნის საკაცობრიო ურთიერთობათა მთელ სქემას და აკონკრეტებს იმ მოთხოვნილებებს, საზოგადოებას რომ სჭირდება. მორალურ კონტექსტში ეს მოთხოვნილებები უერთდება ტემპერამენტს ან უფრო ემოციას და რაც მთავარია, ნებას და იქცევა კრიტერიუმებად, რომელიც ასე აუცილებელია ერთეულების და ჯგუფების ქცევისა და მოქმედებების შეფასებისათვის. ანუ ჩვენ უნდა შევაფასოთ და ამასთან, საზოგადოებას როგორც არბიტრს, მუდმივად ყურადღების ქვეშ უნდა ჰყავდეს და მკაცრი მონიტორინგის პირობებში აკვირდებოდეს პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებს და ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტისა და პიროვნების ქცევის კონკრეტულ სახელდებას ახდენდეს. მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესი კატეგორია ამ პროცესში არის-სინდისი როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სინდისი ეს საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან, მთელ კაცობრიობასთან და ღმერთთან პასუხისმგებლობის ემოციური მდგომარეობაა. და მართლაც, ის ჰუმანიზმის პედაგოგია, პრევენცია ადამიანურობის, საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საქმეში. როგორც ქრისტიანული პატროლოგია გვასწავლის, სინდისი, ეს შინაგანი მსაჯულია, რომელიც უზრუნველყოფს თვითკონტროლს, მართვას ყველა სიტუაციაში და მე დავამატებდი, რომ განსაკუთრებით იქ, სადაც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი კონტროლი შეუძლებელია. ლათინური ანდაზის თანახმად “რასაც არ კრძალავს კანონი, იმის ჩადენას კრძალავს სინდისი”. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ მას შეუძლია “მე”-ს მართვა, რისი დომინირებაც სახეზეა ქართულ პოლიტიკაში.
ამ საკითხზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება შესანიშნავი თანამედროვე ქართველი ისტორიკოსის ბატონ დიმიტრი შველიძის წიგნი, რომელიც 90-იანი წლების ქართული პოლიტიკის პერიპეტიებს აღწერს, სადაც თვალნათლივ არის დადასტურებული კონტრასტი ქართულ და ბალტიურ ეროვნულ მოძრაობებს შორის, სადაც პირველ შემთხვევაში “მე”-ს არანორმალური მოზღვავება იგრძნობა, როცა ბალტიელების პირობებში სახეზეა საოცრად სასიამოვნო, ღირსეული და რაინდული სიმაღლე. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი სახელმწიფოებრიობის უახლესი ისტორია და რეალობაც, თუმცა თანამედროვეთა ამოცანაა, რომ ის ისტორია, რომელიც ახლა იქმნება განსხვავებული და გაცილებით უფრო იმედისმომცემი იყოს.
რადგან ისტორიასაც შევეხეთ, იმასაც გავიხსენებ თუ როგორ იბრძოდა ესა თუ ის დიქტატორი სინდისის წინააღმდეგ, რადგან ეს ხელისშემშლელი ფაქტორი იყო იმ ამორალური მიზნების ხორცშესხმის საქმეში, რომელიც მათ ჰქონდათ დასახული. მაგალითად, ჰიტლერი არწმუნებდა საკუთარ ჯარისკაცებს იმაში, რომ ათავისუფლებდა ყველაზე დიდი დაავადებისაგან, რომელსაც სინდისი ერქვა. ცალსახაა, რომ ჰიტლერს სწორედ ეს მიაჩნდა უტყუარ და საიმედო გზად ადამიანების ცხოველებად, მის მორჩილ, დაქვემდებარებულ ჯოგად გადაქცევის საქმეში, რომელიც უსიტყვოდ უზრუნველყოფდა ნაბრძანების შესრულებას. რადგან სინდისისაგან განთავისუფლებული ადამიანი ავტომატურად ასოციალური არსება ხდება, რომელიც საშიშია საზოგადოებისათვის. ამის საპირისპიროდ კი, სინდისიერება არის ყველაზე უფრო მყარი გარანტია ჰუმანური პოლიტიკის არსებობისათვის.
საინტერესოა რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან პოლიტიკა და მორალი? მორალისა და პოლიტიკის, როგორც ცალკე აღებულის შესახებ პირველად XVI საუკუნეში დაიწყო მსჯელობა ნიკოლო მაკიაველიმ. მანამდე მათზე ძირითადად როგორც მონათესავე კატეგორიების შესახებ საუბრობდნენ და პოლიტიკას ეთიკის ერთ-ერთ შტოდ, დამატებად განიხილავდნენ.
ზოგადად პოლიტიკა, ისევე როგორც მორალი, საერთო სიკეთისა და სოციალური სამართლიანობის ხელ-შეუხებლობის და დაცვის გარანტად უნდა გვევლინებოდეს, თუმცა სამწუხაროდ, იგი ხშირად ამ ჰუმანური ამოცანებისაგან თავს შორს იჭერს.
რაც შეეხება განსხვავებებს. უპირველეს ყოვლისა მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგალითად თუ პოლიტიკის ინტერესის წყარო შეიძლება ვიწრო ეკონომიკური იყოს, ამ თვალსაზრისით მორალი უფრო დიდსულოვანია, რადგან მისი ინტერესი საერთო საკაცობრიოა. ამასთან მორალის იმპერატივები იდეალისტურია, ამისგან განსხვავებით პოლიტიკას აბსოლუტურად კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომლებიც კანონის კონტექსტში თავსდება და მათი დარღვევა დასჯადია. პოლიტიკა კონკრეტული, საგნობრივი მიზნების განხორციელებითაა დაინტერესებული მაშინ, როცა მორალისათვის თავად ქცევა, მოტივი, საშუალებები და მიზნებია მნიშვნელოვანი, დამოუკიდებლად იმისა, მიღწეულია თუ არა მიზანი. მორალის სფერო ინდივიდუალურია, სადაც ადამიანი დამოუკიდებლად აკეთებს ზნეობრივ არჩევანს, პოლიტიკას კი, კოლექტიური ხასიათი აქვს. მასში ინდივიდი მთელის ნაწილია და მისი პირადი პასუხისმგებლობა დაკავშირებული და მიმაგრებულია ჯგუფურ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებთან. ამასთან, პოლიტიკა სიტუაციურია და ორიენტირებულია წარმატებაზე, მორალი კი, ყოველთვის უნივერსალურია და არ არის დამოკიდებული შემთხვევაზე, სიტუაციასა და ვთქვათ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ის რაც განასხვავებს პოლიტიკას მორალისაგან, არის ძალაზე ორიენტირებულობა, რომელიც თავის მხრივ, განსჯის ძალადობას და უმთავრესად, ეყრდნობა სწორედ სინდისის ხმას.
ეს განმასხვავებლები სულაც არ ათავისუფლებს პოლიტიკას ვალდებულებისაგან, რომ იყოს ჰუმანური. პირიქით, მას არათუ უნდა ჰქონდეს მაღალზნეობრივი მიზნები, არამედ არცერთ სიტუაციაში არ უნდა დაარღვიოს ზნეობრივი პრინციპები, სწორედ ეს ამოცანა უნდა დავუსახოთ ჩვენც ქართულ პოლიტიკას! არ შემიძლია არ დავეთანხმო ცნობილ რუსი ფილოსოფოსის სოლოვიოვის ნათქვამს. ის ამბობს: “როგორც ქრისტიანული ზნეობის მიზანია ღვთის სასუფევლის განხორციელება ცალკეული ადამიანში მათი განღმრთობის გზით, ასევე ქრისტიანულმა პოლიტიკამ უნდა მოამზადოს გარემო, ხალხები, ტომები და სახელმწიფოები ღვთის დიდებისათვის”. ეს ფრაზა აბსოლუტურად შორს არის თეოკრატიის აპოლოგიისაგან და არც პოლიტიკური ტრიბუნის საეკლესიო ანალოგიად გადაქცევას ისახავს მიზნად. ნუ იყოფინ! ეს არავის უნდა! ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ახლა, როცა სრულიად არასწორად იგებენ თეოკრატიის როგორც ცნების მნიშვნელობას, როგორც მმართველობის ფორმის შინაარს, რომელიც თავად ქრისტემ დაიწუნა როცა თავისი სიტყვებით სრულიად ნათლად გვაჩვენა აუცილებლობა საერო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნისა: “მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა” (მათე 22). სოლოვიოვის სიტყვების არსი, მისი იდეა მდგომარეობს მოწოდებაში, რომ პოლიტიკური აქტორები კი არ უნდა დაშორდნენ მთავარს – სულიერ ფასეულობებს და ზნეობრივ ღირებულებებს, არამედ ყველა მცდელობა და ძალისხმევა მიმართონ იქით, რომ თავიდან იქნას აცილებული ერთა და ადამიანთა შორის სიძულვილი, მტრობა და მათგან მომდინარე სოციალური კატაკლიზმები. ანუ, უკიდურესობებისაგან განთავისუფლებული პოლიტიკა გვჭირდება!!!
ასეთი მიდგომა, აღქმული როგორც პოლიტიკის სუბიექტთა ზნეობრივი ორიენტირების საშუალება, ხელს უწყობს პოლიტიკის ჰუმანიზაციას. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მორალი ეს პირადი პასუხისმგებლობის საკითხია და პოლიტიკა მისგან განთავისუფლებულია, რბილად რომ ვთქვათ უადგილოა. პოლიტიკის მორალისაგან განკერძოებით განხილვის შესაძლებლობას, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, სათავე მაკიაველიმ დაუდო, რომლისთვისაც პოლიტიკის ეფექტიანობა იყო უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მაკიაველი ზნეობას არად დაგიდევდათ, ასევე მცდარია. ცნობილი მოაზროვნე მიიჩნევდა, რომ ზნეობრივი თემა აქტუალური და მეტიც, აუცილებელი იყო პოლიტიკოსისთვის, როგორც პირადი ცხოვრების რეგულატორი, ხოლო ზნეობრივისაგან ადამიანთა განთავისუფლების აპოლოგეტები ზემოთ ნახსენებ ჰიტლერთან ერთად ბოლშევიკები იყვნენ. მაგალითად, ლენინი წერდა: “მორალი პოლიტიკაში არ არსებობს, იქ მხოლოდ მიზანშეწონილობაა”. ცხადია, ასეთი სულმდაბლური მაქსიმა წითელი ტერორის იდეოლოგებსა და მესამე რეიხის ასევე სულმდაბალ ბელადებს შეიძლებოდა დაესახათ მოქმედების იმპერატივად, რომელთათვისაც მორალის კრიტიკა უპირველეს ყოვლისა საკუთარი დანაშაულებრივი და ანტიჰუმანური საქმეების გასამართლებლად იყო საჭირო.
აუცილებლად უნდა შევეხო ცნობილ ფრაზას – “პოლიტიკა ბინძური საქმეა”, რომელიც საზოგადოებაში ლამის სენტენციად არის დამკვიდრებული. რა თქმა უნდა ზნეობრივი ნორმების იგნორირება პოლიტიკას ამორალურს ხდის. კიდევ უფრო ნეგატიურად აფასებს მთავარი რუსი ანარქისტი ბაკუნინი პოლიტიკას, “სწორედ პოლიტიკა ნიშნავს ძალადობას და ბატონობას ძალადობის გზით, ბოროტება კი პოლიტიკის საფუძველშივეა ჩაბუდებული”. ანარქიზმს პოლიტიკის შეფასებაში მარქსიზმიც უახლოვდება. იგი პოლიტიკას კლასების ექსპლუატაციის საშუალებად და სოციალური უთანასწორობის ბოროტ წყაროდ განიხილავს. თუმცა ეს მოსაზრებები პოლიტიკის ძალიან შეზღუდული, ვიწრო გაგებაა, რომელიც ისტორიული კონტექსტით იყო ნაკარნახევი. საზოგადოების ერთი ნაწილი, ადვილად მოექცა სტერეოტიპის – “პოლიტიკა ბინძური საქმეა” გავლენის ქვეშ.
საინტერესოა იმის გარკვევა თუ რა მიზეზით არსებობს თავად პოლიტიკისადმი ამგვარი განწყობა და შეფასებები. პირველ რიგში ალბათ უნდა აღვნიშნოთ ის ცდუნება, რომელიც ერთ ხელში კონცენტრირებული ხელისუფლების პირობებში ძალაუფლების მქონეთა წინაშე დგას. თუკი სახელმწიფოში არ არსებობს შესაბამისი ფორმალური თუ არაფორმალური ინსტიტუციები, საზოგადოება როგორც კონსოლიდირებული სამოქალაქო ნება, რომელსაც უნარი აქვს დააწესოს კონტროლი ხელისუფლებაზე და რაც მთავარია, არ არსებობენ პოლიტიკოსები რომელთაც შეუძლიათ ჰუმანისტური პოლიტიკის ძლიერი ლობირება მაშინ ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, “ყოველგვარი ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” პოლიტიკურ კლასს და ცალკეულ სუბიექტებს. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ “იდეასა” და “ინტერესს” შორის ხშირად არსებობს კოლიზია, რომელიც მერკანტილური ან უკეთეს შემთხვევაში პრაგმატული მიდრეკილებების სასარგებლოდ წყდება. აქ სახეზეა “მე”-ს და “საერთოს” ტრადიციული კონფრონტაცია, სადაც პირველს – სურვილები, ხოლო მეორეს – იდეალები წარმოადგენენ. თუმცა ისიც ცხადია, რომ თითოეული ფაქტორი გამოსწორებადი და დაძლევადია მეტი დიდსულოვნების პირობებში და “საერთოს”, “საქვეყნოს” წინა პლანზე წამოწევის გზით. მით უფრო, როცა არსებობს საკმარისი მაგალითი ღირსეული პოლიტიკოსების მმართველობის და მოღვაწეობისა, რომელთა “ამაღლებამ” მოგებული დატოვა როგორც სახელმწიფოები ასე, თავად ეს პიროვნებები. გრიგოლ რობაქიძეც ამბობს: “ხალხისთვის რჩეული თავისთავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით”.
ზემოთ ნახსენები “პოლიტიკის ბნელი მხარეები” მხოლოდ პირობითობაა, რადგან პოლიტიკოსს მისი უფლებამოსილების, მანდატისა და ტრიბუნის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა ქრისტიანული მაქსიმების, მცნებების მიხედვით იმოქმედოს, მაგალითად, იყოს მშვიდობისმყოფელი (“ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ” – ცხრა ნეტარებიდან მეშვიდე ნეტარება). ამ შანსს პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ ართმევს და სწორედ ამიტომ ძალიან სუბიექტური ან ტენდენციური იქნება იმის ჯიუტი მტკიცება, რომ პოლიტიკა როგორც ცალკე აღებული მოდუს ვივენდი, ცხოვრების წესი, არის ბინძური საქმე, რადგან გარემოს, იქნება ეს ლანდშაფტური თუ პოლიტიკური ადამიანები აბინძურებენ და ან პირიქით, აკეთილშობილებენ. ამის მიზეზი სწორედ პოლიტიკოსის პირადი არჩევანია, რადგან თამაშის წესებს სწორედ პოლიტიკოსი, მოქმედი პირი ამკვიდრებს. იგი ან ხდება შემგუებლური და ამჟღავნებს უპრინციპობას და ან იბრძვის უკეთესობისათვის. პოლიტიკაში მორალზე უარის თქმით კი, ადვილად ხდება ისეთი ფასეულობების დევალვაცია, რომელთა ბუნება სიკეთეს უფრო ფლობს თავის თავში, თუმცა მაგალითები აჩვენებს, რომ მისი არასახარბიელოსკენ მიმართვა-ტრანსფორმირება სულაც არ არის რთული. როგორც ამ საკითხებზე მსჯელობისას მაჰათმა განდი ამბობდა, კორუფცია და ფარისევლობა არ უნდა იყოს დემოკრატიის გარდაუვალი შედეგი და დავამატებდი, რომ ამისთვის პოლიტიკის ჰუმანიზაცია და გაადამიანურება არის საჭირო.
ცხადია, ამ ფონზე პოლიტიკოსების ამოცანა გამოსავლის ძიება და კომპრომისის მონახვაა, რომელიც საზოგადოებისა და ერთმანეთისადმი სოლიდარულ, თანამ- შრომლობით დამოკიდებულებას და პატივისცემას უნდა გულისხმობდეს, პატივისცემას სახელმწიფო ინტერესებისადმი, სხვა შემთხვევაში სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელი იქნება.
არსებობს ძველი ინდური ლეგენდა: ერთხელ ბოროტი სული ძერად გადაიქცა, რათა წმინდა ბერი ეცდუნებინა. ძერა მტრედს გამოედევნა, ამ უკანასკნელმა კი, თავი ბერის უბეს შეაფარა. წმინდანს მისი დაცვა უნდოდა, მაგრამ ძერამ უსაყვედურა: “რა უფლება გაქვს, ნადავლს რომ მართმევ? ჩვენგან ერთ-ერთი უნდა მოკვდეს – ან ის – ჩემი კლანჭებისგან, ან მე – შიმშილისგან. მაშ, რად გებრალება ის ჩემზე მეტად? თუ არც ერთის დაღუპვა არ გსურს, მაშინ საკუთარი სხეულიდან ამოიჭერი მტრედისხელა ხორცი”. იქვე სასწორის ორი თასი გაჩნდა. ერთზე მტრედი დადეს. ბერმა ჩამოითალა ხორცის ნაჭერი და თასზე დადო, თუმცა თასი არ შერხეულა, ასე გაგრძელდა მანამ, სანამ წმინდანმა ხორცი არ დაისერა და სისხლისგან დაცლა არ დაიწყო, სასწორის თასი კი, უძრავად რჩებოდა. მაშინ ბერმა ძალები მოიკრიბა და თავად ჩაეშვა თასში, ისიც დაიწია და მტრედის თასი ჰაერში ავიდა.
საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი ლეგენდაა, თუმცა კი, ღრმააზროვანი და მართლისმთქმელი. მისი იდეა მდგომარეობს იმ ჭეშმარიტებაში, რომ სხვისი ხსნისა და საერთო კეთილდღეობისათვის ეგოცენტრიზმსა და ქვენა გრძნობებეზე მაღლა დადგომა აუცილებელია.
მე კი, ამდენი იმისთვის ვწერე რომ მიმაჩნია, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს , რომ აუცილებელია პოლიტიკაში გარკვეული მორალური, ზნეობრივი, ადამიანური, ჰუმანური სტანდარტების დაწესება და რაც მთავარია ამ შეთანხმების დაცვა და პატივისცემა, ამით კი დიდ წვლილს შევიტანთ ადამიანისგან ზურგშექცეული პოლიტიკის ადამიანისკენ სახით შემობრუნების საქმეში.

ფაქტია რომ, სხვა ბევრ პოპულარობამოხვეჭილი სიტყვის გვერდით, ტერმინი“თვითმმართველობაც” იკავებს ერთობსაპატიო ადგილს. თუმცა ესგამოწვეულია არა ამ ტერმინისგააზრებით, მისი შინაარსის პრაქტიკაშიგანხორციელების გამო მიღებულიშედეგების დაფასებით, არამედ მიზეზიმხოლოდ ის არის რომ ძალიან ხშირადხდება მისი გამოყენება საჯაროდისკუსიებსა თუ კერძო საუბრებში.ანუ, “თვითმმართველობა” როგორცტერმინი, როგორც სიტყვააპოპულარული, თორემ მისი ცხოვრებაშირეალიზებული ვერსია ამ ქვეყანაში არავის უნახავს.

 

ამის მიზეზი ბევრია და მათზე სხვა წერილში ვისაუბრებ, თუმცა ერთი კინამდვილად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციითაღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება და შესაძლებლობათვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივიორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები,ისევე იყო მავანთა მიერ საეგზემპლარო თაროზე შემოდებული როგორცკონსტიტუციური წყობის სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლები. ჰოდა დღემდედევს თაროზე და ელოდება გაბედულ, ენერგიულ, ინიციტივიან ადამიანთაჯგუფებს თუ ადამიანს, რომლიც გაბედავს და ჩამოიღებს მას ამ თაროდან,გაწმენდს მტვრისგან და დაიწყებს თვითმართველობის განხორციელებისშესაძლებლობისათვის მყარი საფუძვლების შექმნას.

უნდა ითქვას, რომ ამის მცდელობა უკვე არის სახეზე ახალი მთავრობის დამისი ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახით,რომელმაც თვითმმართველობის განვითარებისათვის კონცეფცია შექმნა.კონცეფციას იმიტომ ქვია ასე, რომ სანამ ის კანონპროექტად და შემდგომშიკანონად იქცევა, მოხდეს მისი ანალიზი, მის ირგვლივ მსჯელობა, რომ მივიღოთოპტიმალური თეორიული ვერსია, რომლის პრაქტიკაში გადატანა მოიტანსშედეგს რეალური თვითმმართველობის სახით.

ამიტომ, მე საჭიროდ მივიჩნიე მკითხველს (მათ შორის პოლიტიკოსებს დადაინტერესებულ მოქალაქეებს) მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია იმისშესახებ თუ როგორ მუშაობს ჩვენთვის მისაბაძ, დემოკრატიულსახელმწიფოებში ადგილობრივი მმართველობა, როგორც სამართლებრივი,დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტი.

მაგალითად ავსტრია, რომელიც ფედეალური სახელმწიფოა, შედგებაკომუნებისა და პროვინციებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭოწარნმოადგენს კომუნის სათათბირო ორგანოს, იგი აირჩევა პროპორციულისისტემით 5 ან 6 წლის ვადით. მერი და მისი თანაშემწეები ქმნიან კომუნისაღამსრულებელ ორგანოს, რომელიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგანშედგება.

საკუთრივ მერი კომუნის ადმინისტრაციის მეთაურია. ფედერალურისახელმწიფოს მიხედვით ის შეიძლება პირდსაპირი კენჭისყრით იყოს არჩეულიან კომუნის საბჭოს მიერ. იგი მართავს კომუნას და თავმჯდომარეობს საბჭოს.

რეგიონულ დონეზე კი პროვინციის მთავრობაა კოლეგიალური აღმასრულებელიორგანო. მისი თავმჯდომარე კი პროვინციის მმართველი. ავსტრიაშიადგილობრივი მთავრობის არჩევის ორი სისტემა არსებობს პროპორციული დამაჟორიტარული. პროვინციის მმართველი პარლამენტის მიერ აირჩევა და ისწარმოადგენს პროვინციას საზღვარგარეთაც.

რაც შეეხება ბელგიას. ის ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც კომუნების.პროვინციების, რეგიონებისა და თემებისაგან შედგება. ადგილობრივ დონეზეკომუნის საბჭო არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით 6 წლის ვადით. იგისაკანონმდებლო ორგანოა და იღებს კომუნის ფარგლებში მოქმედგადაწყვეტილებებს.

ბურგომისტრისა და ეშევენების კოლეგიას ირჩევენ კომუნების მრჩევლები. ესაღმასრულებელი ორგანო ცხოვრებაში ატარებს კომუნის საბჭოსგადაწყვეტილბებეს. ასევე ეკისრება კომუნის ყოველდღიური საქმიანობისწარმართვა. ბურგომისტრი თავმჯდომარეობს კომუნის საბჭოს. ამავე საბჭოსწარდგინებით მას მეფე ნიშნავს. აქვს 6 წლიანი მანდატი. ბურგომისტრიკომუნის ადმინისტრაციისა და პოლიციის მეთაურია.

შუალედურ დონეზე კი პროვინციის სათათბირო ორგანო პროვინციის საბჭოა.არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით პროპორციული წესით და დეპუტატებს აქვს6 წლიანი მანდატი. მუდმივი დეპუტაცია პროვინციის მთავრობაა, რომელსაცაღმასრულებელი და სასამართლო კომპეტენცია აქვს.

რეგიონულ დონეზე რეგიონის საბჭო საკანონმდებლო ორგანოა. ის 5 წლისვადით არჩეული დეპუტატებისგან შედგება. მას აქვს როგორც საკანონმდებლო,ასევე ფინანსური ფუნქცია და აკონტროლებს მთავრობას. რეგიონის მთავრობააღმასრულებელი ორგანოა და შედგება რეგიონის მინისტრებისგან. მას ევალებარეგიონული პარლამენტების მიერ მიღებული ბრძანებებისა დაგადაწყვეტილებების შესრულება.

თემების დონეზე თემის საბჭოა საკანონმდებლო ორგანო. შედგება 5 წლისვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. გარდა საკანონმდებლოფუნქციისა აკონტროლებს მთავრობას და ხმას აძლევს ბიუჯეტს. თემისმთავრობა აღმასრულებელი ორგანოა და შედგება 5 წლის ვადით თემის საბჭოსმიერ დანიშნული მინისტრებისგან.

გერმანია კომუნების, ოლქების და ფედერაციული სახელმწიფოებისგანშედგება. ადგილობრივ დონეზე არსებობს კომუნის მოწყობის ორი ტიპი:მაგისტრის და საბჭოსი.

საბჭოს სისტემა არის ყველა გერმანულ რეგიონში ჰესენის გამოკლებით. ამსისტემის მიხედვით მუნიციპალური საბჭო აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით 5წლიანი მანდატით და მერი არჩეულია პირდაპირი გზით. მუნიციპალური საბჭოკომუნის ცენტრალური ორგანოა და პირდაპირი კენჭისყრით არის არჩეული 4-6წლის ვადით. ეს საკანონმდებლო ორგანოა და გადაწყვეტილებებისუმრავლესობას იღებს.

რაც შეეხება მაგისტრატის სიტემას, აქ აღამასრულებელი ხელისუფლებაშედგება მერიისა და დეპუტატებისაგან. დეპუტატები მუნიციპალური საბჭოსმიერ არიან დანიშნული და მათი მანდატი ძირითადად 4 წელს გრძელდება.მაგისტრატი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მართავს მიმდინარეადმინისტრაციულ საქმეებს. იგი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებებსარასრულებს. მაგისტრატის სისტემა მხოლოდ ჰესენში მოქმედებს.

რეგიონულ დონეზე გერმანიაში პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო. იგიშედგება 4 წლის ვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. იგიირჩევს მიწის მინისტრ-პრეზიდენტს. მთავრობა აღმასრულებელი ორგანოა დამას პარლამენტი ირჩევს 4 წლის ვადით. იგი ირჩევს მინისტრ-პრეზიდენტსაც.ამ პოსტის მქონე პირი მართავს მთავრობას, აქვს აღმასრულებელიხელისუფლება და შეუძლია დანიშნოს ან გადააყენოს მინისტრები.

დანია შედგება კომუნებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნისსაბჭო 4 წლის ვადით პროპორციული სიტემით აირჩევა. ეს სათათბირო ორგანოირჩევს აღამსრულებელ კომისიებს, რომელბიც თავის მხრივ პასუხს აგებენსადგილობრივ ადმინისტრაციაზე. ადგილობრივი მერი არჩეულია კომუნის საბჭოსმიერ და ის ხელმძღვანელობს როგორც ადმინისტრაციას, ისე კომუნის საბჭოს.

რეგიონულ დონეზე საგრაფო საბჭო სათათბირო ორგანოა. მისი წევრები ყოველ4 წელიწადში ერთხელ პროპორციული სისტემით აირჩევა. მას შეუძლია შექმნასკომისიები და ბიუროები. საბჭო ირჩევს საგრაფოს პრეზიდენტს.

ესპანეთში, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა, შედგება კომუნების,პროვინციებისა და ავტონომიური თემებისაგან. ადგილობრივ დონეზე კომუნისსაბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული მრჩევლებისაგან. მერი წარმოადგენსაღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც მუნუციპალური მრჩევლებისირჩევენ თავის რიგებიდან.

შუალედურ დონეზე პროვინციის საბჭო 4 წლის ვადით არაპირდაპირი წესითკომუნის მრჩევლების მიერ მათი რიგებიდან არჩეული წევრებისგან. ამავედონეზე არსებობს სამთავრობო საბჭო, რომელიც პროვინციის მთავრობაა.

რეგიონულ დონეს კი ასამბლეა, სამთავრობო საბჭო და პრეზიდენტიწარმოადგენს. ასამბლეა თემის საკანონმდებლო ორგანოა, მისი წევრებიპირდაპირი კენჭისყრით 4 წლის ვადით აირჩევიან. ისინი დელეგირებულსაკანონმდებლო ხელისუფლებას განასახიერებენ. სამთავრობო საბჭოს მართავსდა ადგენს თავმჯდომარე და ის თემის აღამასრულებელი ორგანოა.

პრეზიდენტს საკანონმდებლო ასამბლეა ირჩევს და ნიშნავს მეფე.

ესტონეთი, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა შედგება სასოფლო კომუნების,ქალაქებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო არჩეული4 წლის ვადით პირდაპირი კენჭსყრით. რეგიონულ დონეზე კი გუბერნატორსნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება რეგიონული მინისტრის რეკომენდაციითდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გზით. გუბერნატორი პასუხსაგებს საგრაფოს ადმინისტრირებაზე.

პორტუგალია შედგება სამრევლოების, მუნიციპალიტეტების, ოლქებისა დარეგიონებისგან. ადგილობრივ დონეზე სათათბირო ორგანოა სამრევლოებისასამბლეა. ის შედგება 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით პირდაპირიკენჭისყრით არჩეულ წევრებისგან. აღმასრულებელი ორგანოა სამრევლოს კრებადა მის წევრებს ასამბლე აირჩევს თავის რიგებიდან.

ამ ქვეყანაში შუალედურ დონეს ოლქის ასამბლეა შეადგენს.

რეგიონული კოორდინირების კომისიები კი რეგიონული დონეა. მათი წევრებიინიშნება ცენტრალური ხელსიუფლების მიერ და პასუხს აგებენ რეგიონებისგანვიტარებაზე.

საფრანგეთში რამდენიმე დონიანი თვითმმართველობაა, რომელიც მოიცავსკომუნებს, დეპარტამენტებს და რეგიონებს. ადგილობრივ დონეზემუნიციპალური საბჭო 6 წლის ვადით პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრითარჩეული მუნიციპალური მრჩევლებისგან შედგება და ხელმძღვანელობს მერი,რომელიც თანაშემწეებთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებასწარმოადგენს.

შუალედურ დონეზე გენერალური საბჭო წარნმოადგენს დეპარტამენტისსათათბირო ორგანოს. მისი წევრები 6 წლის ვადით ირჩევა. საბჭოს წევრთანახევარი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იცვლება. ამავე საბჭოს წევრებიდანირჩევა თავმდჯომარე. გენერალური საბჭოს თავმჯდომარე ამავდროულადაღმასრულებელი ხელისუფალია.

რეგიონულ დონეზე კი რეგიონის საბჭოა სათათბირო ორგანო, რომელიც 6 წლისვადით არჩეული წევრებისგან შედგება.

 

აქ ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან, ზოგიერთი ცალსახად მისაღებიაჩვენი ქვეყნისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ყურადსაღებია ცალკეული დეტალი,რადგან სისტემის მეორე ნაწილი უბრალოდ არ თავსებადია ჩვენს რეალობაში,სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის და კონსტიტუციური წყობისგათვალისწინებით. თუმცა როგორც ვნახეთ, საქართველოს რეგიონულიგანვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონცეფცია ეხმიანებაევროპულ პრაქტიკას და სრულად თავსდება ევროპული ყაიდისთვითმმართველობის კონტექსტში.

ცხადია, საერთაშორისო პრეცედენტების მოხმობა უხვად შეიძლება სხვადასხვაქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის წარმოდგენით, თუმცა ამ რამდენიმემაგალითიდანაც ჩანს რომ თითოეულ შემთხვევაში კარგად არის მოფიქრებულიმმართველობის ის ვერსია, რომელიც შეესაბამება საკუთრივ იმ სახელმწიფოებისტრადიციას და გამოწვევებს. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, თითოეულსაქვს საერთო ფუნდამენტური თვისება – ძალაუფლების გადანაწილებისშესაძლებლობა.

არა ისე როგორც დღეს გვაქვს თბილისში, სადაც მერის აბსოლუტური დაშეუვალი უფლებების გამო გვაქვს არა თვითმმართველობა, არამედერთმმართველობა. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომლის ფარგლებში არჩეულიორგანოები პასუხისმგებლობას გრძნობენ მოსახლეობის მიმართ, ხოლოაღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ უშუალოდამნიშვნელის, არამედ სათათბირო ორგანოს წინაშეც. ეს კი შესაძლებლობასმოგვცემს საბიუჯეტო პროცესის კონტროლის და მინიმუმამდე დაიყვანსთვითმმართველი ერთეულების პარტიული და ბიზნეს-ამოცანებისთვისგამოყენების შესაძლებლობას.

ამიტომ ჩვენთვისაც ნებისმიერი თეორიულ წინაპირობებზე მუშაობისასმნიშვნელოვანი უნდა იყოს მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიცუზრუნველყოფს ძალაუფლების არა კონცენტრირებას და ვერტიკალიზაციას,არამედ გადანაწილებას და დაბალანსებას.

თუმცა, თვითმმართველობა არამხოლოდ ინსტიტუციურ კონტექსტში ანპოლიტიკოსების და დარგის სპეციალისტების სამუშაო თემად უნდამოვიაზროთ, არამედ გამოწვევად მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის. უნდაგანვითარდეს თვითმართვის, საზოგადოების თვითორგანიზების უნარ-ჩვევა,ამისთვის მოქალაქე სკოლის მერხიდან უნდა ემზადებოდეს, მხოლოდ ამშემთხვევაში, მოქალაქის როლის ცენტრალიზების, გამოკვეთის, პირობებში აქვსმნიშვნელობა ნებისმიერ რეფორმას და მით უფრო ადგილობრივითვითმმართველობის რეფორმას.

მხოლოდ ასეთ ნიადაგზე დაფუძნებული თვითმმართველობა გვჭირდება, რადგან საკუთრივ ის შექმნის ბაზისს სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის, სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და ფასეული მოქმედებების სისრულეში მოსაყვანად. რადგან, როგორც ერთი უცნობი ავტორის ციტატა გვეუბნება: “თვითმმართველობა მმართველობის უმაღლესი ფორმაა”.

1. ის არ ცნობს წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოთხოვნებს (საკრებულოსთან არ ათანხმებს საკადრო და საბიუჯეტო გადაწყვეტილებებს)

2. საკრებულოდ აღიქვამს მხოლოდ “ნაც-დეპუტატებს” (16 მარტის განცხადება, როდესაც თქვა რომ ახალი გამგებლების კანდიდატურები საკრებულოს უმრავლესობას, “ნაციონალურ მოძრაობას შეუთანხმა. ოპოზიციურ ფრაქციებს არ ცნობს)

3. დედაქალაქს მართავდა არა ფართო წარმომადგენლობითი და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, არამედ კლანურად (მმართველობის მონოპოლიზაცია)

4. ძალაუფლებას იყენებდა პარტიული ამოცანებისთვის (პარტიული აქტივისთვის შექმნილი ფიქტიური დასაქმების ადგილები და თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიული ღონისძიებები)

5. მის საქმიანობაში არის ნეპოტიზმის და გარიგების ფაქტები (მსხვილი ბიზნეს-პროექტებისათვის გამოცხადებულ ტენდერებს მისი ან მისი მეგობრების/საახლობლოს მიერ შექმნილი კომპანიები იგებდნენ)

6. ქმნის ნიადაგს პოლიტიკური კრიზისისთვის (გამგეობების რიცხვი გაუთანაბრა მაჟორიტარების რაოდენობას, რომელთა აბსოლუტური რაოდენობა “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. ამით, ის ცდილობს გამგებელი მაჟორიტარის ოპონენტი და მისი საქმიანობის ხელისშემშლელი გახადოს)

7. არ შეასრულა მოსახლეობის სოციალური დაკვეთა (ამ წლის ბიუჯეტიდან უსახლკაროთათვის 7 ათასი ლარი, ხოლო “ამხანაგობებში” დასაქმებული “ნაცმოძრაობის” აქტივისტებისათვის მრავალი მილიონი ლარი გამოყო. არ შეასრულა საზოგადოების მოთხოვნა ტარიფებთან დაკავშირებით კომუნალურ და სატრანსპორტო საკითხებზე)

8. ამ და სხვა ნაბიჯებით ის ცდილობდა და ცდილობს შექმნას სოციალური უკმაყოფილება (კრიზისი) და ეს ცენტრალურ ხელისუფლებას გადააბარალოს

9. საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებულია ფინანსურ მაქინაციებში

10. საზოგადოების მიერ ბრალდებულია საკუთრების უფლების დარღვევაში, ქონების მისაკუთრებაში (თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობა და სხვა კერძო შემთხვევები)

11. საზოგადოების, პოლიტიკოსების, მედიის მიერ ბრალდებულია საბიუჯეტო თანხების პირადი, კერძო ამოცანებისთვის ფლანგვაში, კორუფციაში

12. საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებულია უფლებამოსილების გადაჭარბებაში

13. ორგანიზებას უწევდა და მონაწილეობდა პროვოკაციულ მოქმედებებში საზოგადოების დაპირისპირებისა და უმართავი სიტუაციის შექმნის მიზნით

აღნიშნული 13 უმნიშვნელოვანესი მიზეზის გამო, გიგი უგულავა 2013 წელსვე უნდა ჩამოშორდეს დედაქალაქის მერის თანამდებობას, რადგან ცამეტივე მიზეზი ეწინააღმდეგება სამართლებრივი, ცივილიზირებული საზოგადოების და სახელმწიფოს დედაქალაქის (ქალაქის) მერის სტანდარტებს.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ დატოვა. ზაზა გაბუნია თვლის, რომ აღნიშნული პოლიტიკური გუნდიდან შიდასაორგანიზაციო საკითხების გამო წავიდა, თუმცა ცივილიზებული ფორმით. “ახალ თაობასთან” საუბრისას მან წარსულ პოლიტიკურ საქმიანობაში შეცდომები ვერ დაინახა და მომავალშიც ფრთხილად გააგრძელებს საქმიანობას.

_ ბატონო ზაზა, თქვენ დატოვეთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. რა არის ამის მიზეზი?
ურთიერთობები პოლიტიკაში, ისევე როგორც ყოფით ცხოვრებაში ეფუძნება გარკვეულ შეთანხმებებს, საერთო ამოცანებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ამოცანები შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალოს და მაშინ ბუნებრივად დგება დღის წესრიგში ურთიერთობების დასრულების თემა. მე 4 წლის მანძილზე ქდმ-ს სახელით აქტიურად ვიბრძოდი “ნაც-მოძრაობის” წინააღმდეგ პოლიტიკური მეთოდებით. შეიძლება ითქვას, საკრებულოს “ქრისტიან-დემოკრატიული” ფრთა ვიყავით ყველაზე რადიკალური სააკაშვილის რეჟიმის, დედაქალაქში უგულავას მმართველობის წინააღმდეგ, ამ ბრძოლას ბოლომდე სჭირდება მიყვანა. ამასთან იყო შიდა საორგანიზაციო უკმაყოფილება რიგ საკითხებზე. ამიტომ ჩვენ სრულიად ცივილიზირებულად და მეგობრულად დავშორდით, რადგან განსხვავებული შეხედულებები შესაძლებელია მეგობრებშიც იყოს და ცივილიზირებულ საზოგადოებაში ეს არ შეიძლება დაპირისპირების საგანი გახდეს.

_ თქვენ ადრეც შეიცვალეთ პარტია, დღევანდელი გადასახედიდან კ. გამსახურდიას პარტიის დატოვება ან მასში გაწევრიანება შეცდომა იყო?

კარგია, რომ მეძლევა საშუალება ამ თემასთან დაკავშირებით ნათელი მოვფინო მოვლენებს. სამწუხაროდ ვრცელდება სრულიად არასწორი ინფორმაცია. მე არასდროს ვყოფილვარ კ. გამსახურდიას პარტიის წევრი. 2007 წლის მოვლენების დროს მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის გაერთიანებული ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერი და ამ მოძრაობამ ძალიან ბევრი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ნოემბრის აქციების დროს ხალხის მობილიზაციისთვის. ჩემი ამ სტატუსის გამო სიმბოლურად უნდა ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის წევრი. ამიტომ მე ვითვლებოდი პარტია “თავისუფლების” წევრად. ისევე როგორც მაგალითად ლევან გაჩეჩილაძე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ კ. გამსახურდიას პარტიიდან, თუმცა არასდროს ყოფილა ამ პარტიის წევრი. ასე რომ, პარტიული თალსაზრისით მე ერთადერთ პარტიაში – “ქრისტიან-დემოკრატებში” ვმუშაობდი.

_ ამქვეყნად შეუმცდარი არავინაა, როგორც პოლიტიკური პირის, ზაზა გაბუნიას პოლიტიკური შეცდომა რა იყო?

ჩემი პოლიტიკური კარიერა 2006 წლიდან იწყება. მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტი ძალიან ხმამაღლა გავაპროტესტეთ. მერე იყო 2007 წელი, გაერთიანებული ოპოზიცია და შეურიგებელი ბძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ. შემდეგ დედაქალაქის საკრებულოში ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებისათვის ისევ ნაც-მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა. ამ პროცესში არასდროს ვმდგარვარ ზურგით ადამიანისკენ, არასდროს უგულებელმიყვია მოქალაქის ინტერესი და ამასვე ვუსახავ გეგმად საკუთარ თავს მომავალშიც. და თუ ეს არ გამომივა, ეს იქნება რასაც ჩემს შეცდომად ჩავთვლი.

_ თქვენი აზრით, ქრისტიან-დემოკრატების მთვარი ღირსება და ნაკლი რა არის?

იმ მოძრაობაში გიორგი თარგამაძით დაწყებული, ლევან ვეფხვაძით, მაგდა ანიკაშვილით, ნიკა ლალიაშვილითა და გიორგი ახვლედიანით გაგრძელებული მუშაობენ ძალიან ერუდირებული და კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც უყვართ თავიანთი სამშობლო. ეს უეჭველი მოცმულობაა და მათი ღირსებაც ეს გახლავთ. ნაკლი კი ის არის, რომ რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ პარტიას და მის წევრებს მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ყოფნა უწევთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არასდროს მომწონდა.

_ მახსენდება ის, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ ,,ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში, მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ რეალურადაც: ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ,,ნაცმოს“ აქტივისტი იყო, ხოლო დამკვირვებელი_ნაციონალების ინტერესების გამტარებელი. რას გევტყოდით ამაზე?

ცხადია ასეთი ფაქტების შესახებ მეც მსმენია. ნარატივმა ქდმ-ს ნაცმოძრაობის სატელიტობის შესახებ ძალიან დააზარალა პარტია და ამის შედეგი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული რეზულტატი.

როლანდ ხოჯანაშვილი
გაზეთი “ახალი თაობა” 
13 თებერვალი

1943 წლის 18 თებერვლის სუსხიან ამინდში, ბერლინში, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მმართველობის 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ნაცისტურმა არმიამ ჰიტლერის ბრძანების თანახმად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ვერ მოახერხა სოხუმის გავლით საქართველოში შემოსვლა, მას შემდეგ რაც ჩავარდა ვერმახტის რამდენიმე სამხედრო გეგმა, გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი, ჩვეული შემართებითა და ორატორული ხელოვნების გამოყენებით ცდილობს “წელში გამართული, განათლებული და დისციპლინირებული გერმანელი ხალხი” (ციტატა გებელსის აღნიშნული მიმართვიდანაა. ზ.გ.) დააჯეროს რომ რაიხი ფეხზე დგას და საკუთარ ფიურერთან ერთად დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. 

ვის-ვის და ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს კარგად ესმოდა მნიშვნელობა ასეთი ფართომასშტაბიანი აქციის (თავად გებელსის წარმოდგენით ამ სიტყვას მილიონობით ადამიანი დიდი ყურადღებით ელოდა). განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სტალინგრადში განცდილი მარცხის, რაიხის მაღალჩინოსნებს შორის მზარდი ურთიერთდაპირისპირების, ომის მძიმე, მახრჩობელა ჰაერის გერმანიის საზღვრებთან მოახლოების მიზეზით უკმაყოფილო მოსახლეობის გამო, ზვირთდებოდა უნდობლობა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ.

რა თქმა უნდა, ამ სიტყვას ჰქონდა სხვა მიზანიც, ამ შემთხვევაში პერსონალურად მისი ავტორის, გებელსისათვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ფიურერისთვის ეჩვენებინა რომ რიბენტროპზე უკეთ ერკვეოდა საგარეო პოლიტიკაში. ამ “კასტინგის” შედეგად კი მესამე რაიხის პირველი დიპლომატის ცვილება უნდა მომხდარიყო. მართალია ეს მიზეზი ქვეთავი იყო, თუმცა არა უმნიშვნელო.

მე კი, მთავარი ამ სიტყვაში მგონია, გებელსის უტიფარი ტონი და შეუფარავი თავხედობა, როცა საკუთარ რეჟიმს მაღალი იდეალებისათვის მებრძოლის მანტიით მოსავს და ხალხს ამ რეჟიმის გვერდით დგომას სთხოვს. სხვა საკითხია, რამდენად ემთხვეოდა ჰიტლერის მმართველი კლასის და იმ პერიოდის გერმანული საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს ღირებულებებთან ან სულაც საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ ცხადია, ნაცისტურმა რეჟიმმა გერმანულ მიწაზე შექმნა პრეცედენტი, რომლის დაშვება კატასტროფული იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. მართალია, გერმანიის მოსახლეობამ (ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის სრულმა ნაწილმა) მოგვიანებით შეიტყო მათ მიერ 10 წლის წინ არჩეული პარტიის ბუნებაც და საქმეებიც, თუმცა შეუძლებელია ზემოთ ხაზგასმული 30-იანი წლების გერმანული რეალობა კომფორტული ყოფილიყო მოსახლეობისთვის. ახლა კი, ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზემოთ ნახსენებ საზოგადოებას მხარდაჭერას და თანადგომას სთხოვს.

გებელსი საუბრობს ბოლშევიზმის საშიშროებაზე, ამასთან დაკავშირებით ის არ ცდებოდა და არც იტყუებოდა, თუმცა ბოლშევიზმი ნაცისტებისთვის ჩვეულებრივი მტრის ხატი იყო, რაც ასე სჭირდება არალეგიტიმურ, არადემოკრატიულ, საზოგადოების ნდობა დაკარგულ მთავრობას. ბოლშევიზმის არსებობა ნაცისტებისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების შესაძლებლობა იყო და არა იდეოლოგიური პრობლემა, რადგან, მიუხედავად ბოლშევიზმის საშიში და ანტისაზოგადოებრივი ხასიათისა, მას რაიხში ასე მაშინ არ განიხილავდნენ, როცა მოსკოვთან თბილი ურთიერთობები ჰქონდათ. როცა ჰიტლერულ და სტალინურ რეჟიმებს შორის გაყოფილ ტერიტორიებზე სტალინი წითელი ფანქრით ნიშნავდა სანადირო მიწებს საჩუქრად, პირადად და საგანგებოდ რიბენტროპისთვის. როცა ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები საერთო კონტურებს იძენდა. ახლა კი, მას სჭირდება ომი ბოლშევიზმთან, ომი პროპაგანდისტული და ომი სამხედრო გაგებით, რისთვისაც აღნიშნულ მიმართვაში გებელსი საუბრობს ისტორიულ მისიაზე, რომ მსოფლიოს კაპიტალისტური ტირანია და ებრაულ-ბოლშევიკური მსოფლიო რევოლუცია ელის და სხვა.

ამ რამდენიმე აბზაცში მონათხრობიდანაც შესაძლებელია პარალელების გავლება საქართველოს აწ უკვე ყოფილი მმართველი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ბუნებასთან. მაგალითად, რუსული მტრის ხატის საკითხი და პარალელურად ამავე სახელმწიფოს ნაციონალური კორპორაციების ბიზნეს-ინტერესების სრულად ლობირება საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება სტალინგრადს. “ნაცმოძრაობისთვის” “სტალინგრადი” უდავოდ ციხის კადრები იყო, როცა მათ მიერვე წამოწყებულ “ბრძოლაში” საბედისწეროდ დამარცხდნენ.

გებელსის ჩემს მიერ ხსენებულ მიმართვას “ტოტალური ომი” ჰქვია. ტოტალური, ანუ ყოვლისმომცველი, ანუ ან ყველაფერი ან არაფერის პრინციპი, ისეთი რა გზაც მეორე მსოფლიო ომს ფიურერმა დაუსახა, როცა თქვა, რომ ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები, არამედ მკვდრები და ცოცხლები.

ამგვარი რადიკალიზმი და უკიდურესობებისადმი მისწრაფება კი დამახასიათებელი იყო “ნაცმოძრაობისთვისაც”, რაც ვლინდებოდა ტერმინებში “რევოლუცია”, “ნულოვანი ტოლერანტობა”, “ამოძირკვა”. რაც ჩანდა ფლეგმატურ, გულგრილ დამოკიდებულებაში ადამიანისადმი, მისი ნებისა და უფლებისადმი. შედეგად თანამედროვე საქართველოში გაჩნდა ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკები ქართული ციხეების სახით, პატიმრების რეკორდული რაოდენობით. გაჩნდა ექსკლუზიური ადგილები არქიტექტურული ვნებების დასაკმაყოფილებლად, მეგალომანური მისწრაფებების გამოსახატად თუ მმართველობით ტკბობისთვის, ზედამხედველობისთვის და არა მსახურებისთვის.

ამ “დარგშიც” ემთხვევა ქართული ნაციონალური პარტიის და გერმანულის სტარტეგია. მაგალითად, “ტოტალურ ომში” გებელსი ავითარებს აზრს, რომ მათ აქვთ “მორალური და პოლიტიკური ვალდებულება მიზნის მისაღწევად თვით დრაკონული ჯარიმები შემოიღონ”. გავიხსენოთ ბიზნესსა და საქმოსნებზე ზეწოლა საქართველოში, ეკონომიკური დანაშაული. დღეს კი ამის მოქმედი, ეკონომიკურ ამნისტიაზე საუბრობს. გავიხსენოთ იგივე ზემოთ ნახსენები “ნულოვანი ტოლერანტობის” კამპანია, რომელიც უდავოდ იყო ფანატიკური აღტყინებით გამსჭვალული და ნაკარნახევი. ამავე “მკაცრი და შეუგუებელი” პოლიტიკის გამოძახილი იყო გუნდში დაწყებული ურთიერთდაპირისპირება, რომლის მთავარი და ნამდვილი მოტივი არა ასკეტიზმი ან მოჭარბებული პატრიოტიზმი იყო, არამედ მტრობა და ოპონენტისათვის დარტყმის მიყენება. ასე იყო ქართული ნაციონალური პარტიის და გერმანულის შემთხვევაში.

ამაზე ბუნებრივად მახსენდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ომის დროს მდიდრული რესტორნების დახურვა-გაუქმება დაიწყეს. გებელსის ამ იდეის საფუძველი იყო კამპანია რაიხსმარშალ გერინგის წინააღმდეგ, რომლის შედეგად დახურეს გერინგის მდიდრული რესტორნები, მათ შორის მისთვის ყველაზე საყვარელი “ჰორხერი”. ასეთი, ოპონენტის წინააღმდეგ მიმართული, ცალმხრივი და ექსკლუზიური გადაწყვეტილებები, მათ შორის საკანონმდებლოც (ქართუ ბანკი), ბევრი გვახსოვს საქართველოშიც.

ნაცისტები, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ამბობდნენ, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში, ყველაფერი განაგურდებოდა. ევროპულ მაგალითზე გამოჩნდა, რომ ასე არ მოხდა. პირიქით, ევროპა ინსტიტუციურად და ეკონომიკურად დღევანდელის მსგავსად ორგანიზებული სხვა დროს, არც მესამე რაიხამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ეს გამოწვევაა, იმის საჩვენებლად, რომ არავის აღარ გაუჩნდეს განცდა, რომ ტერიტორიულ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ საკითხებზე ექსკლუზიურად კეთილი გავლენა მხოლოდ “ნაცმოძრაობას” ჰქონდა. არ გაჩნდეს მცდარი წარმოდგენა თითქოს ისინი რაღაც იშვიათს და განსაკუთრებულად კარგს აპირებდნენ. ნაცისტები თვლიდნენ, რომ მათ მიერ განხორციელებული რევოლუცია იყო, არამხოლოდ გერმანიისთვის. თუმცა ამ რევოლუციის ექსპორტი ვერ შედგა, ისევე როგორც ვარდების, რადგან ის საქმით ეწინააღმდეგებოდა ნათქვამს, დეკლარირებულს.

რა იყო “ტოტალური ომის” მიზანი? გებელსის ეს მიმართვა იყო “პიარ-ფანდი”, რომლის ამოცანა, ომის ხმაურისგან გამოცოცხლებული გერმანელი ხალხის (ანუ ციხის კადრებით გამოცოცხლებული ქართველი ერის) კვლავ ლეთარგიული ძილით დაძინება, მათი მოდუნება და პროტესტის გადავიწყება იყო და ამასთან ისეთი ფანატიზმით ავსება, როცა შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეების რესურსი ნაცისტური მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამ გზას მიმართავდა კიდეც “ნაცმოძრაობა” სხვადასხვა “გრანდიოზული” პროექტების წარმოდგენით, ღონისძიებების გამართვით. მათი პროპაგანდის შედეგი სინამდვილის გაყალბება იყო. გაყალბებულ სინამდვილეში, ტყუილში ცხოვრება კი სასჯელია.

აღნიშნული მოსაზრება გამოვთქვი ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობისას, სადაც ჩემთან ერთად რუსული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ცნობილი წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სხვათაშორის ამ პიროვნებაზე ამბობდნენ, რომ წინა ხელისუფლებისგან გარკვეულ მატერიალურ გასამრჯელოს იღებდა ხელისუფლებისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად და უბრალოდ მის მხარდასაჭერადო. ჰოდა, გამოვთქვი რა შეხედულება, რომ გაყალბებული სინამდვილე უკიდურესად არასასურველი რამ არის და რომ ჩვენს რეალობაში ამ მიზნის მისაღწევად რიგი ადამიანებისა არიან ჩართული, მან არ დააყოვნა წყენის გამოხატვა, მიიღო რა ჩემი ეს შეხედულება საკუთარ თავზე ნათქვამად. არადა, იყო თუ არა ის ჩემი სიტყვების ადრესატი, ეს ერთი საკითხია, მეორე კი ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავდა, რომ მისთვის პროპაგანდისტული სამუშაო გაეწიათ. 1 ოქტომბრის ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ბევრი განაწყენებული ექსპერტის კრიტიკა მოვისმინეთ საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, სხვათაშორის რუსეთში და არამგონია მათი წუხილის ნამდვილი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია ყოფილიყო…

პროპაგანდას, რომ დავუბრუნდეთ. “ნაციონალური მოძრაობა” ახერხებდა პარალელური რეალობა, “სინამდვილე” შეექმნა და საბოლოო ჯამში ეს უარყოფით გავლენას მოქალაქეზე ახდენდა. პროპაგანდის უარყოფით ჭრილში მოხსენიებისას, ყოველთვის მახსენდება საბჭოთა კავშირი და ჩერნობილის მაგალითი. ამ ავარიის დროს, რომელიც დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა, ოფიციალური ხელისუფლება ცდილობდა მომხდარის მასშტაბურობა და სიმძიმე გადაეფარა. ჩართო პროპაგანდისტული მექანიზმები. გადაწყდა, რომ პირდაპირ ეთერში, მთელი მსოფლიოს, შიდა და საერთაშორისო საზოგადოების დასანახად, აქაოდა და საშიში და საგანგაშო არაფერი მომხდარაო, ყველაზე მაღალ, დასხივებულ მილზე წითელი დროშა აღმართულიყო. ამ სასიკვდილო ნომრის განხორციელება ისევ პროპაგანდის გამოყენებით მოხდა და “დიადი კომუნისტური იდეალებისკენ” მსწრაფველი ერთ-ერთი მუშა, როგორც მოხალისე მილზე ავიდა, რაც რამდენიმე დღეში მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ანუ, ნაყალბევმა სინამდვილემ, პროპაგანდის ნისლში გახვეულმა “ფასეულობებმა” ადამიანი შეიწირა.

სხვათაშორის, ამავე საკითხს და “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდება კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ამ თემაზე მახსენდება. ჩერნობილის ავარიიდან რამდენიმე დღეში, ისევ ტრაგედიის მასშტაბურობის გადასაფარად, საპირველმაისო აღლუმი ჩატარდა რადიაციული მტვრით დაფარულ კიევის მოედანზე. ადამიანური ტრაგიზმის დაახლოებით ისეთივე სურათი 2011 წლის 26 მაისს თბილისშიც დაიხატა, როცა ჩვენი მოქალაქეების სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის ხელმძღვანელები აღლუმს იბარებდნენ, რომ გადაეფარათ 26 მაისის ღამის სისხლიანი პერიპეტიები. ესეც პროპაგანდა…

რა ხდება დღეს? ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ბატონი პრეზიდენტი თავის საყვარელ ტრიბუნასთან გაკეთებული განცხადებებით ამბოხის ზღვარზე თამაშობს. ტრიბუნას პოლიტიკოსები, მათ შორის მეც ვიყენებ და ის აუცილებელია პრეს-კონფერენციისთვის.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ტრიბუნა არის მისი გროტესკულობის აუცილებელი, განუყრელი, სისხლხორცეული ატრიბუტი. საკრალური და ამავე დროს პროფანირებული საგანი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება და ამავდროულად მომსწრე და მნახველი სხვადასხვა დროს იქვე, მის წინაშე წარმოთქმული ტყუილის და ფარისევლობის. სულ ბოლოს ნათქვამი ერთ-ერთი ტყუილი იყო მითი იმის შესახებ, რომ 2003-2012 წლებში დაცული იყო ადამიანის პირადი ცხოვრება და საჯაროდ, სატელევიზიო სივრცეში არავის პირადი ცხოვრების და ღირსების შერაცხმყოფელი კადრები არ გამოუტანიათ. არადა, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დასაწყისში, 2004 წელს მოხდა ტყიბულის მაშინდელი მაჟორიტარის ბონდო შალიკიანის დაკავება ვიდეო-კამერების წინაშე. პრივატულ გარემოში გადაღებული, დეპუტატის და მისი მეუღლის ადამიანური ღირსების შემლახველი, ეს დამამცირებელი შინაარსის მასალა მაშინ ტელევიზიით გავრცელდა. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო!

ამბოხის ზღვარზე თამაშობსთქო ვამბობ და ეს სულაც არ გახლავთ ფიგურალური ვერსია/ფორმულირება. ეს არის დამახასიათებელი მისი პიროვნებისა და ხასიათისთვის. ის თამაშობდა და თამაშობს ხალხის გრძნობებზე, ნერვებზე. თამაშობდა ხალხისთვის საკრარული და წმინდა საკითხების წინააღმდეგ, თამაშობდა იქ, სადაც კრძალულება, სიფრთხილე, პატივისცემა იყო საჭირო, თამაშობდა დემოკრატობანას, პლურალისტობანას, სამართლიანობანას, ომობანას… ჰოდა, ამ თამაშის შემდეგ, ხალხს ხელში შერჩა მოუძლურებული ეროვნული ეკონომიკა, რომლის დანახვა მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი. არასისტემური, პარტიულ ერთგულებაზე დაფუძნებული (ყოფილი) ბიუროკრატია; კონტროლირებული და დამორჩილებული ბიზნესი; მსახურად ქცეული პარლამენტი; განცხადებები, რომლითაც ხდება მოსახლეობის დაყოფა-დაპირისპირება;

როგორც ჩანს, პრეზიდენტი თვლის, რომ განუყრელი ტრიბუნის წინ გაკეთებული, ხშირად შეუსაბამო და უადგილო განცხადებებით, “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს დაძლიოს მოსახლეობის ამ უკანასკნელისადმი არსებული და ამ უკანასკნელისათვის სრულიად არახელსაყრელი განწყობა, რომელიც არა გულგრილ, ინდიფერენტულ ან ლატენტურ შეუგუებლობას, არამედ ზიზღს გულისხმობს. ზიზღს ყველაფრისადამი, რაც ასოცირდება ძალმომრეობითი ხასიათის, დაუნდობელ, უგულო, მრისხანე, კაცთმოძულე ძალასთან. რა თქმა უნდა, ამ გრძონაბასთან დაკავშირებული ეს საერთო-ეროვნული კონსესუსი სულაც არ არის სახარბიელო და კარგი, რადგან ის სულ მცირე დესტაბილიზაციის ან დაპირისპირების წყაროა.

რომ აღარაფერი ვთქვათ სიმბოლურ მსგავსებებზე, მაგალითად იმაზე, რომ თუ საქართველოს ნაციონალური პარტია დავით აღმაშენებელსა და მის როლს, ღვაწლს სრულიად ამაოდ ედრებოდა, ამ კუთხით ნაცისტებისთვის სახე-სიმბოლო ფრიდრიხ დიდი იყო, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მსგავსებას, რომელიც ამ ორ რეჟიმს ერთგვარ მენტალურ ინჟინერიასთან მიმართებით აქვთ. ნაცისტები თვლიდნენ, რომ მათ შექმნეს ახალი ადამიანი, ახალი გერმანელი რომელიც უკეთესი იყო იმ გერმანელზე, რომელიც 1918 წელს, სამოქალაქო ომის პერიოდში ცხოვრობდა. აქვე გვახსენდება რიტორიკაც და გარკვეული მოქმედებებიც, რომელიც ახალი ქართველის ტიპაჟის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა. არა ახალ, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებისათვის მომზადებულ ქართველს, არამედ მენტალურად, ფსიქოლოგიურად გარდაქმნილს, გადაფასებული და გადასინჯული ღირებულებებით, ტრადიციულ, აღიარებულ ფასეულობებზე უარის მთქმელი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, “ნაცმოძრაობის” მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ჩვენი ეროვნული ფასეულობების უპირველესი დამცველის წინააღმდეგ ომის გამოცხადების.

და ბოლოს, ეს მიმართვა გებელსს მსოფლიო მჭერმეტყველთა საპატიო რიგში უმნიშვნელოვანეს ადგილს ანიჭებს, როგორც ორატორს, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსს, რადგან ამ შთამბეჭდავ გამოსვლას აუფერულებს ნაციზმის ანტიჰუმანური მიზნები. ისევე როგორც, ნებისმიერ საქმეს თუ გეგმას, რამდენადაც გრანდიოზული უნდა იყოს ის, მნიშვნელობა ეკარგება თუ ის ადამიანს როგორც ღვთის ქმნილებას, როგორც უნიკალურ მოვლენას ეწინააღმდეგება. ამგვარად, მნიშვნელობა ეკარგება იმ ცალკეულ პოზიტიურ გამონათებებს და სასიამოვნო ხდომილებებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდება, რადგან ზოგად კონტექსტში აღნიშნული პოლიტიკური ძალა, უგულვებელყოფდა ადამიანს, როგორც თავისუფლების მქონეს, როგორც ცენტრალურ ფიგურას.

არ არის საჭირო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დასასრულიც ისეთივე ჰქონდეს, როგორც “ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას”. მით უმეტეს არავის ვუსურვებ ამ პარტიის ლიდერთა ბედის გაზიარებას. მეტიც, ადამიანურად არავინ მემეტება ციხეში გატარებული წლებისთვის. თუმცა მთავარი მსაჯული უნდა იყო შენ, მკითხველო, მოქალაქევ!

მაშინ, როცა საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგია და საქმეები საგარეო პოლიტიკაში, საკუთარ მოსახლეობასთან დაკავშირებით, პროპაგანდასა და ფასეულობებში ასე ჰგავს გერმანული ნაცისტური პარტიის საქმეებს, შენ უნდა გასცე პასუხი შეკითხვას: რა სარგებლობა მოაქვს ტრიბუნას პრეზიდენტისთვის?

ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს წევრი