SOS! ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ!!!
“ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურში”
“თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც!”
“სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დაგრჩებათ”
“შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან?”
წერილმა, რომელიც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებმა, ორგანიზაცია “დარიალის” ყოფილმა წევრმა გამოუგზავნა “კვირის პალიტრას”, შეგვძრა.
არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
ჩემი წინაპრები დადიანებთან ერთად გადასახლებულან ჩრდილო ოსეთში. მე ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის ომი ატყდა, ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. შარშან ჩემმა მეგობარმა ოსმა ქალმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს, შემომთავაზა, გავწევრებულიყავი ორგანიზაცია “დარიალში”. მაშინ უარი ვუთხარი. დაახლოებით ოთხი თვის წინ კი ისევ შემომთავაზა გაწევრება. როგორც მითხრა, ამ ორგანიზაციაში გაწევრებული ყოფილან პატრიოტი ოსები და თუ მეც გავხდებოდი წევრი, მომცემდნენ ბინას ყაზბეგში, კოტეჯსა და მიწას კი გუდაურში. დავინტერესდი და დავთანხმდი. შეხვედრები უნივერსიტეტში, საღამოს 9-დან 12 საათამდე იმართებოდა.
პირველივე შეხვედრაზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვლადიკავკაზის თითქმის ყველა ცნობილ პირს მოეყარა თავი. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სომხების წარმომადგენლები, ასევე ერევნიდან ჩამოსული სომხები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რატომ გვთავაზობდნენ ორგანიზაციის წევრებს ბინებს ყაზბეგში და ვილებს – გუდაურში. იანვრის შეხვედრაზე ისეთი რამ შევიტყვე, თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქვეყანას შევატყობინო. ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა.
სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, რომ შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ “თავიანთი მიწის” დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი.
ასევე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს. სხდომაზე დაისვა საკითხი: გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს.
ჩემო ძვირფასო ქართველებო! გამოიჩინეთ გონიერება, არ დაუშვათ ლარსის გზის გახსნა. მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.
ამ ბარათს რომ მიიღებთ, ვლადიკავკაზში აღარ ვიქნები. უცხოეთში მივემგზავრები. მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ.
ეს წერილი ერთმა კეთილმა ადამიანმა დამაწერინა. მე ქართული არ ვიცი.
თქვენი ქართველი
ეს წერილი ერთადერთი არ არის, რომელიც ასეთ ინფორმაციას აწვდის საქართვლოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას. დიდი ხანია, ინგუშები გვაფრთხილებენ, რომ ვლადიკავკაზში მეტად სახიფათო ფაციფუცი აქვთ. ამას წინათ ერთმა ინგუშმა ისტორიკოსმა მომწერა, ხალხო, გაიღვიძეთ, ქვეყანა თავზე გემხობათ, გულზე ხელები რას დაგიკრეფიათო. სხვათა შორის, ინგუშები აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრეც გვაფრთხილებდნენ რუსეთის თავდასხმისა და პროვოკაციის საშიშროებაზე, ახლა დღის წესრიგში ლარსის გზის გახსნის საკითხი დადგა(?!). როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ლარსის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის.
მეზობლების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ!
მამუკა არეშიძე: – ამ წერილში მოთხრობილი ამბავი სრული სიმართლეა. ეს შეკრება ვლადიკავკაზში იანვარში გაიმართა და მას ბევრი გავლენიანი პირი ესწრებოდა: ჩრდილო ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩრდილო ოსეთის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და რაც მთავარია, რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი. ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა. “დარიალის” წევრების გარდა, იქ იყვნენ სხვა ორგანიზაციის (მაგალითად, “კობელების”) წევრებიც. ჩრდილო ოსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რუსეთის დავალებით, ახლა მხოლოდ ამ საქმეებითაა დაკავებული. როგორ ვერ ხედავს ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება? რამდენი ხანია ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვთან დაახლოებული ხალხი, ინგუშეთის პარლამენტის წევრები გვაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იქაურ გეგმებსა და პროვოკაციებზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინეს.
რატომ არ ვუჯერებთ ჩვენს გულშემატკივარ ერს, რომელსაც ჩვენთან მეგობრობა უნდა? არ ვამბობ, რომ ლარსი არასოდეს არ უნდა გაიხსნას, მაგრამ დღეს საქართველო არ არის იმ საფრთხისთვის მზად, რომელიც წინდაუხედავი პოლიტიკის გამო შეიძლება თავს დაატყდეს. არა მარტო ინგუშები, ვლადიკავკაზელი ქართველებიც იმავეს გვატყობინებენ. ვატყობთ, რაღაც ძალზე ცუდი მზადდება, ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურშიო. გვაწვდიან გაშიფრული პროვოკაციის რამდენიმე ვარიანტსაც და მეტი რა ქნან?
– რა სახის პროვოკაციებზეა ლაპარაკი?
– რადგან თრუსოდან და კობიდან წასული ხალხის უმეტესობა ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს პასპორტებიც აქვთ, მათ საქართველოში დაბრუნებას ვერავინ შეუშლის ხელს. მოქალაქეა და ქვეყანაში შემოსვლაზე ხომ არ ეტყვი უარს? ზოგი მათგანის სახლი გაპარტახებულია, ზოგის – დაკავებული. ეს ხალხი რომ დაბრუნდება და გაძარცული და დაკავებული სახლები დახვდება, ხომ მოჰყვება ამას გაწევ-გამოწევა, მიტინგები ყაზბეგში? რუსებიც ამას იქნებიან დადარაჯებული, არიქა, რუსეთის მოქალაქეებს ისევ გვიჩაგრავენო. შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან? ან ვიღაც (ისევ რუსული სპეცსამსახურები) რუსებს თავს დაესხმება, გაძარცვავს ან მოკლავს და რუსეთი თავისი კანონების შესაბამისად დაიწყებს მათ დაცვას. ახლა ვნახოთ, რა ინტრიგებს ხლართავს პარალელურად ოსური პრესა.
პირველი ეტაპი, რომ ყაზბეგის რაიონი მათია, უკვე გაიარეს. ახლა თურმე რაც ჯვრის უღელტეხილის იქით არის, ჩრდილო კავკასია, ესე იგი ოსეთია. ყაზბეგი სწორედ ჯვრის უღელტეხილის იქით არის. არაერთხელ ვთხოვე ყაზბეგელებს, შეიკრიბეთ, ისევე როგორც რაჭველებმა გააკეთეს, რომ თქვენი პოზიცია დაინახოს ხელისუფლებამ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საკითხზეც “იმუშავეს” ვიღაც-ვიღაცებმა. ყაზბეგში ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. ერთმა ნაწილმა პეტიცია შეადგინა მთავრობის სახელზე და ითხოვს, ლარსი არ გაიხსნას, ნაწილმა კი ლარსის გახსნის მოთხოვნას მოაწერა ხელი.
ბევრმა მითხრა, ხელი სამსახურის დაკარგვის მუქარით მოგვაწერინესო. ამ ხალხს მინდა ვუთხრა: თუ ახლა არ დაიკავებენ პრინციპულ პოზიციას, სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დარჩებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზბეგში მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ბევრი პენსიას რუსეთიდან იღებს. რეგიონი უაღრესად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. თანაც, მიჩვეული არაინ ვლადიკავკაზთან ურთიერთობას. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს მთას, დაინტერესდეს ამ საკითხით. პატრიარქი რომ არ იყოს, ეს რეგიონი ღვთის ანაბარა იქნებოდა მიტოვებული. დღეს საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ამ საფრთხეს გაუმკლავდეს. ეს გაზაფხული როგორმე გადავიტანოთ და ლარსი მაშინ გავხსნათ, როცა მზად ვიქნებით რაღაცებისთვის. სომხეთსა და რუსეთს რომ უნდათ ლარსის გახსნა, გასაგებია: სომხებს გზა სჭირდებათ, რუსებს გიუმრის ბაზის მომარაგება.
– სომხებს რატომ უნდათ, რომ ეს ტერიტორია ოსეთმა მიიტაცოს, მაშინ ხომ აუცილებლად ჩაიკეტება გზა და სომხეთი ისევ მოწყვეტილი აღმოჩნდება?
– ისინი, ვინც შეკრებას ესწრებოდნენ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან. მათ არც სომხეთი ადარდებთ. დიდ ხეირს ლარსის გახსნით რუსეთი ელის. ის ცდილობს, დაიკავოს 40-კილომეტრიანი ზოლი კავკასიონის ქედის გასწვრივ. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრების შემთხვევაში. რუსეთს სურს ამ დროისთვის უკვე ჰქონდეს ბუფერული ზღუდე. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ჩრდილოელი ოსები კი ამ შემთხვევაშიც ისეთივე ბრმა იარაღი არიან, როგორიც აფხაზები და სამაჩაბლოელი ოსები.
საწყლები ვერ მიმხვდარან, რომ ახლოსაც არავინ მიუშვებს ყაზბეგსა და გუდაურთან. იმასაც ვერ ხედავენ, რომ აფხაზებს ნელ-ნელა აძევებენ სახლებიდან და ოსებს კი სამაჩაბლოდან? რუსეთი ძალზე სახიფათოდ თამაშობს. ლავროვმა ინტერვიუში განაცხადა, ლარსის გზის გახსნის საკითხი განიხილებაო. აქეთ გვამადლის ლარსის გახსნას, თითქოს ჩვენ გვჭირდებოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას ამ გზის გახსნა! თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც! მით უმეტეს, რომ თუშეთში საზღვარი უკვე გადმოსწიეს რუსებმა. რუსებმა გზები შატილამდე მოიყვანეს. თუ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს საქართველოს ხელისუფლებაში მეხუთე კოლონის არსებობაზე!
P.S. ღმერთი არ გაგვიწყრეს და სული ეშმაკს არ მივყიდოთ, თორემ მომავალი თაობა შეგვაჩვენებს და მართალიც იქნება. ამ დო(ლარს)ულიანებმა სამშობლო ორ შაურად გაგვიხადესო.. ასჯერ დავფიქრდეთ და მერე გავჭრათ (თუ, რა თქმა უნდა, ამის ძალა და უნარი შეგვწევს). ფრთხილად, წინ უფსკრულია! ფრთხილად!
ხათუნა პაიჭაძე
http://www.kvirispalitra.ge/politic/2692-q…gudaurshiq.html
გიორგი თარგამაძის სიტყვა საპარლამენტო დებატებში პრეზიდენტთან
თქვენ შექმენით სისტემა, რომლის სათავეშიც უნდა იჯდეს სუპერმენი – არანორმალურად ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პატრიოტი, არანორმალურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც დღე-ღამეში 25 საათს იმუშავებს და განაგებს ერთპიროვნულად. პრეზიდენტად – სუპერმენი და მის გარშემო, მთელი მისი ამალა, მთელი მისი მთავრობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა – როგორც მისი ავატარები, რომლებიც ყველაფერზე კვერს დაუკრავენ – აი ეს არის სქემა, რომლითაც თქვენ მართავთ ქვეყანას. თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერში გეთანხმებიან, ადამიანები ვის თავშიც პრინციპულად არ შეიძლება დაიბადოს კრიტიკული აზრი, რადგან ისინი მხოლოდ ერთი პარამეტრით იქნენ შერჩეულები თქვენს გარემოცვაში. ეს პარამეტრია – უსაზღვრო ლოიალობა. თქვენ ამბობთ და თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა უმალვე ასრულებს ნებისმიერ თქვენ ფანტაზიას.
ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია და ამ კრიზისზე ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვლაპარაკობდით, როდესაც აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიაში მოვამზადეთ რეკომენდაციები ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები არ შესრულებულა. თქვენ არ გჭირდებათ უშიშროების საბჭო და არც არავითარი სხვა საბჭო, რადგანაც ნებისმიერი საბჭო სათათბირო ორგანოა, ხოლო თქვენ თათბირი არაფერში გარგიათ. თქვენ ამბობთ და უნდა შესრულდეს – აი ასე დაინგრა ჩვენი უსაფრთხოების სისტემა.
სწორედ ეს “ითქვა-შესრულდას” პრინციპი დავუპირისპირეთ ერთადერთ იარაღად რუსეთის ბევრად აღმატებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს და ამიტომაც იწვნია ქვეყანამ წარუმატებლობის მთელი სერია საერთაშორისო ასპარეზზე: ეუთოს და გაეროს მისიები შეწყვეტილია, ევროკავშირის მანდატი კვლავ შეზღუდულია, შავი ზღვის აუზში მალე ალბათ მისტრალს შემოგვიცურებენ, სატელიტებზე ქართულ ტელე-არხებს აღარ აჭაჭანებენ. საერთოდ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკაში პრეზიდენტის ზედმეტი დაინტერესება ქვეყანას ძვირად უჯდება, განსაკუთრებით მაშინ როცა შენი ფავორიტი მარცხდება, არადა ბოლო ხანს სულ ასე ხდება: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გიბედავთ შეგახსენოთ ოქროს წესი: იღბალი თუ არ გწყალობს სამორინეში არ უნდა შეხვიდე. ჯერ იყო და ფსონი ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო ადამიანზე, მაკკეინზე გავაკეთეთ და თქვენმა ავატარებმაც მანქანის სანომრე ნიშნებზე მისი სახელი დააწერეს, მაგრამ ვერ გამოიცანით; უკრაინაში ძალოსანი დამკვირვებლების დესანტი გადავსხით, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში გაგიღიმათ ბედმა. წინ დიდი ბრიტანეთის არჩევნებია. ზუსტად ვიცი, რომ კონსერვატორები იმარჯვებენ და სულმა არ წაგძლიოთ ფსონის გაკეთება ბრიტანელ ლეიბორისტებზე.. საერთოდ ჩვენი რჩევაა ბატონო პრეზიდენტო: შეეშვით აზარტულ თამაშებს საგარეო პოლიტიკაში, ხომ ხედავთ, რომ არ გიმართლებთ
– ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ არიან ყაზბეგელები: ერთ კვირაში ლარსის საზღვარი იხსნება და მოხეევებს ჯერაც არ მიუღიათ დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოსთან გახსნილი საზღვრის პირობებში როგორ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას და ჩვენი მთავრობიდან არც იმაზე შეუწუხებია ვინმეს თავი, მოხევეების მთაში დასამაგრებლად, ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა სიტყვიერად მაინც წარმოედგინა. ყაზბეგი ყოველგვარი შემოსევის გარეშე იცლება და ამ მთელი რეგიონისთვის უმნეშვნოლოვანესი წერტილისადმი სახელმწიფოს უყურადღებობამ გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
სამწუხაროდ ოპოზიციაში არის ღირებულებითი კრიზისი, მერყევი დამოკიდებულება ფუნდამენტური ფასეულობების მიმართ. პროდასავლური თუ პრორუსული – ეს აქამდე სრულიად მკაფიო ცნებები ისე გაიდღაბნა პოლიტიკურ პალიტრაზე, რომ მკვეთრი ხაზის გავლება უკვე შეუძლებელი ხდება. წყალგამყოფი ბევრად უფრო დაზუსტდა და დაკონკრეტდა. ის დღეს გადის მხოლოდ ორ მარტივ არჩევანს შორის: სააკაშვილის შეცვლის ერთადერთ შესაძლებელ ფორმად მივიჩნევთ მხოლოდდამხოლოდ არჩევნებს თუ ბრძოლის სხვა რომელიმე ფორმას. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოპოზიციის ევროპულ არჩევანთან, მეორე შემთხვევაში კი ჩვენი კოლეგების ნაწილი თბილისში უხმობს უკვე დაქოქილ ტანკებს და ავიწყდება, რომ ,,თუ ნიანგმა ჩემი მტერი შეჭამა, ის მაინც ვერასოდეს გახდება ჩემი მეგობარი.”
მაგრამ, როგორც ჩანს ბევრად ღრმა კრიზისია სახელისუფლებო პოლიტელიტაში. ნაციონალურ მოძრაობას და საკონსტიტუციო უმრავლესობას ღირებულებები საერთოდ არ გააჩნია! ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი პოლიტიკური გუნდის სამი საკვანძო ფიგურის ელვისებური ტრანსფორმაცია თქვენივე შეფასებით – ქვეყნის, ხალხის და რაც ამ ემთხვევაში მთავარია – თქვენი პოლიტიკური კურსის მოღალატეებად. – ნატოს კარიბჭესთან მდგომი დასავლური ღირებულებების აპოლოგეტებიდან წითელ მოედანზე რიგში დამდგარი, თქვენივე ჟარგონით “ჩმორების” წინამძღოლებად. რა გარანტია გვაქვს, რომ ამდენი საკადრო შეცდომის დამშვები პრეზიდენტი კვლავ მოღალატეებით არაა გარშემორტყმული და პიროვნებები, რომლებიც სამთავრობო ლოჟასა და ამ დარბაზს ავსებენ ხვალ კრემლის წითელ ხალიჩას არ გათელავენ. ძალაუფლებისთვის ბრძოლის აზარტმა არ უნდა დაგვავიწყოს ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. ბოლო 20 წლის განმავლობაში განა ვის სჯიდა რუსეთი სეპარატიზმის წაქეზებითა და კონფლიქტების პროვოცირებით, რუსეთმა აგვისტოში დარტყმა არა სააკაშვილს, არამედ ყველა ჩვენგანს _ ხალხს მიაყენა, რომელსაც თავისუფლების ნება გვაქვს. დღეს რუსული პოლიტიკისთვის სააკაშვილი მხოლოდ საბაბია. ასეთივე საბაბი იყო მისთვის ზვიად გამსახურდია, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადება გაბედა, შევარდნაძე, რომელმაც უამრავი შეცდომის დაშვებასთან ერთად შეძლო და ნავთობსადენის გაყვანით ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია შესძინა და ასეთივე საბაბი იქნება ყველა, ვინც, ავად თუ კარგად, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას განასახიერებს. ამ იდეის ერთგული დამცველია უპირველეს ყოვლისა ქართული არმია და ქართველი სამხედროები. რომელთა ნაწილებიც მალე ავღანეთში ურთულესი მისიის შესრულებას შეუდგებიან. ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ვაჟკაცობა, თავდადება და პროფესიონალიზმი არ იყოს ერთადერთი რის გამოც ცივილიზებული სამყაროსთვის, თუნდაც ნატოსთვის საქართველო ფასეული და საინტერესოა.
და აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა: როგორც კი იგრძნობთ ხოლმე ოდნავ დისკომფორტს, თქვენი ერთგული ოპრიჩნიკები უმალვე იწყებენ არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეზე მარწუხების ბოლომდე მოჭერას.
ძლიერი და ხალხის მხარდაჭერაში დარწმუნებული მთავრობისთვის არ უნდა არსებობდეს მტრული ტელევიზიები. ძლიერ მთავრობას არ ჭირდება კონტროლირებადი მედია, არ ჭირდება კონტროლირებადი სასამართლო. თქვენ ამაყობთ, რომ სასამართლო სისტემაში ქრთამს აღარ იღებენ და მოსამართლეები კვალიფიციურები არიან. ამას საზოგადოება ხედავს, რასაც გაეროს უკანასკნელი კვლევაც ადასტურებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო გახდა სამართლიანი. მოთვინიერებული მოსამართლე ქრთამს აღარ იღებს და წერა-კითხვაც ისწავლა, მაგრამ მან ისიც ზედმიწევნით ისწავლა, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ პოლიტელიტა არ განარისხოს. ჩვენი საამაყო სასამართლოს სლოგანი მართლმსაჯულება კი არა – მაამებლობა გახდა. თუ კარგად აამებს ხელმძღვანელობას, მაშინ მოსამართლე ხელშეუხებელი ხდება. კანონი როგორც არ უნდა დაარღვიოს – მას არ გაწირავენ. მოსამართლეს დღეს ყველასი ეშინია – მას ეშინია ზემდგომი მოსამართლის, ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ეშინია პროკურატურის, ეშინია პარტიული ბოსების, მაგრამ ერთადერთი ვისიც მას ნამდვილად არ ეშინია – ეს არის ჩვენი მოქალაქეები. მოთვინიერებულ მოსამართლეებს მოქალაქეთა საჩივრებისაგან საიმედო ჯავშანი იცავს. 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სისხლისსამართლებრივი წესით აღარ არის დასჯადი მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე წლის 11 ივლისს კი განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად კანონის მძიმე და უხეში დარღვევა უკვე აღარ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. ასეთი დარღვევებისთვის მთავარი სასჯელი დისციპლინურ პასუხისმგებლობაში უნდა ასახულიყო. ახლა ვნახოთ რამდენი მოსამართლე ისჯება დისციპლინური გადაცდომისთვის. სურათი კატასტროფულია: გასული წლის განმავლობაში, მოქალაქეთა 1175 საჩივრის საფუძველზე მხოლოდ 22 საქმეზე მიეცნენ მოსამართლეები დისციპლინურ პასუხისგებაში, რაც საჩივრების 2%-საც არ შეადგენს! უკვე მარტო ეს სტატისტიკა გამორიცხავს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობას. კანონის უზენაესობამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ ამას რომც მივაღწიოთ, თვითონ კანონია იმდენად არასამართლიანი და არაჰუმანური, რომ სამართლის უზენაესობაზე საერთოდ ოცნებაც კი შეუძლებელია. მესამე რაიხში და სტალინის საბჭოეთშიც არ იღებდნენ მოსამართლეები ქრთამს, კომპეტენტურებიც იყვნენ და კანონიც სრულდებოდა, მაგრამ იმ კანონში რა ეწერა – აი, ეს არის მთავარი!
მესმის, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის უსაფრთხოებას და ქვეყნის თავისუფლების დაცვას… მაგრამ თქვენ უშვებთ ფუნდამენტურ შეცდომას, როცა ქვეყანას მოქალაქის დასუსტების ხარჯზე აძლიერებთ, ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიძლიერეა…
მე ვახსენე არჩევნები, როგორც მთავარი წყალგამყოფი თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების კონტექსტში შეიძლება არსებობდეს ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების ნამდვილ სიძლიერედ. სწორედ თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი იმას, რომ არჩევნები იქცეს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ინსტრუმენტად და ამაში იქნება თქვენი სიძლიერე. დააღწიეთ თავი პარტიულ ტყვეობას, უარი თქვით ნაციონალურ მოძრაობაზე, ე.ი. პარტიულ კუთვნილებაზე, ნუღარ იქნებით თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობის მძევალი, გააუქმეთ ოპრიჩნინა, მოიშორეთ თქვენივე ავატარები, გახდით საკართველოს ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ ნაციონალების პრეზიდენტი, მიეცით სახელმწიფო უწყებებში, სკოლებში, პოლიციაში, ჯარში, სამინისტროებში დასაქმებულ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.. და გააკეთეთ ეს ახლა, თვითმმართველობის არჩევნებამდე. მიეცით ქვეყანას მშვიდობიანი სახელისუფლებო ტრანსფორმაციის შანსი.. რომელიც იმავდროულად თქვენი მთავარი შანსია, რომ ისტორიაში კეთილი სიტყვებით მოგიხსენიონ. ასევე ეს გზაა ერთადერთი შანსი რუსეთის სრულ ალტერნატივად საქართველოს ჩამოყალიბების, შესაბამისად დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო მხარდაჭერის და აფხაზებისა და ოსების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების.
თქვენ ხმამაღლა აცხადებთ თქვენს ფერად ოცნებებს და თქვენი მთავრობა იმწამსვე იწყებს მათ ჩამოსხმას ახალ-ახალი ეკონომიკური ექსპერიმენტების ყალიბში. სახელმწიფო ვალი კი იზრდება, უმუშევრობა მატულობს, სოციალური ვითარება კატასტროფულად მძიმდება. ჩვენ არ ვიფარგლებით წარსულზე, ან თუნდაც დღევანდელობაზე საუბრით და გვაქვს წინადადებები, რომელმაც ვითარება უნდა გამოასწოროს: მისცეს ბიძგი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, დაასაქმოს მეტი ადამიანი, დააგროვოს დოვლათი, საიდანაც ჩვენ შევძლებთ ჯანდაცვისა და განათლების, უსაფრთხოებისა და სოციალური პრობლემების უკეთესად მოგვარებას.
– დღეს კი სურათი ასეთია: საქართველოში სურსათის 80% იმპორტირებულია. შემოსულ უხარისხო პროდუქტს ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს; სურსათის ხარისხის კონტროლის მექანიზმი მინიმუმზეა დასული; გენმოდიფიცირებული პროდუქცია აქეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას უმზადებს არასასიამოვნო სიურპრიზებს, იქით ტრადიციულ ჯიშებს ანადგურებს, ადგილობრივ სასოფლო სამეურნეო ბაზარს ანგრევს და უცხო ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტის შეღწევისა და შესაბამისად ქართული სოფლის აღორძინების შანსებსაც მინიმუმადე ამცირებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ ან როგორ უნდა გაუმკლავდეს კონკურენციას კახელი გლეხი, როცა ღია ეკონომიკური საზღვრების პირობებში მეზობელი სახელმწიფოდან ორჯერ უფრო იაფი საწვავით მოყვანილი პროდუქტი გადმოდის, მაშინ, როცა თავად მას საზღვარზე სამასი ლიტრი დიზელიც ვერ გადმოაქვს. თქვენ გიყვართ შევარდნაძის პერიოდთან პარალელების გავლება. შევარდნაძის დროს 650 ათასი ჰექტარი მიწა იხვნებოდა საქართველოში, ახლა სტატისტიკას თუ დავუჯერებთ ორჯერ ნაკლები მუშავდება და უარესის პროგნოზირება არცთუისე რთული იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში ყოვლად არაადეკვატურ საწვავის მაღალ ფასებს გავითვალისწინებთ. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დისკრიმინაციის მაგალითია მხოლოდ თბილისში პენსიის 10 ლარით მატება, ან მხოლოდ დედაქალაქის მასწავლებლებისთვის 100 ლარიანი ვაუჩერის გაცემა. თბილისში ასეთი ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა ყოვლად მიუღებელია ჩვენი სხვა ქალაქებისა და სოფლების პენსიონერებისა და პედაგოგებისადმი განსხვავებული მიდგომა.
მთავრობა, ნაცვლად იმისა რომ ქცეულიყო ბიზნესის პრობლემების შემამსუბუქებლად, თავად იქცა პრობლემად ბიზნესისთვის.
მე გუშინაც კი ბევრი თბილისელისა და არამარტო თბილისელისთვის მერობის კანდიდატთან – გია ჭანტურიასთან ერთად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრე დიდუბის სავაჭრო ცენტრში და კარგად ვიცი, რომ ჩახლართული რეგულაციები, მაღალი გადასახადები ძალიან ართულებს მეწარმის ცხოვრებას. თქვენი მთავრობა ბიზნესთან მიმართებაში გავს იმ მეპატრონეს, რომელიც მხოლოდ წველის ძროხას და ბალახის ჭამის საშუალებას კი არ აძლევს. სწორედ ეს ხდება ახლა, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ან გაკოტრდა, ან გაკოტრების პირასაა. გაიარეთ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და ნახეთ, რამდენი აბრაა გამოკრული მაუწყებელი იმისა, რომ კომერციული ფართები ქირავდება, აღარაფერს ვამბობ მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ქალაქებზე.
– საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად თქვენი პირობა იყო ,,იაფი კრედიტის ბანკის,, დაარსება, რომლის პირველი ტრანშიც 300 მილიონი ლარით, ხოლო 25 წლიანი საკრედიტო განაკვეთი 4-5% პროცენტით უნდა განსაზღვრულიყო. დაპირებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ნაცვლად მივიღეთ იმდენად რთული და მოუქნელი საგადასახადო კოდექსი, რომ 3 ბუღალტერი მაინც გჭირდება საქმეს რომ თავი გაართვა. ამას ემატება ომის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ფინანსური კრიზისის გამო გაჩენილი პრობლემური საბანკო კრედიტები, საგადასახადო შეწერები, მასობრივი შემოწმებები.. ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არ შეიძლება ადმინისტრაციული წნეხის კიდევ უფრო გაძლიერება; განა დიდი ეკონომიური ფილოსოფიაა იმაში, რომ მოკლევადიანი შედეგის დევნაში ჩვენი მოსახლეობის ყველაზე უნარიან და ენერგიულ ნაწილს ბიზნესის არათუ განვითარების, შენარჩუნების შანსს ვუსპობთ. ეს არის თქვენი დასაქმების პოლიტიკა? ეს არის ლიბერალური გარემო? რეალობიდან გამომდინარე პასუხი კითხვებზე შემდეგია: თქვენ, საქართველოში აშენებთ არაგეგმიური სოციალიზმისა და თავისუფალი კონკურენციის არმქონე კაპიტალიზმის სიმბიოზს.
– საჭიროა ეკონომიკური განათლების აქტიურად შეტანა მოსახლეობაში, ბიზნესინკუბატორების ძლიერი და მოქმედი ქსელის შექმნა: სტატისტიკით დღეს ახლადშექმნილი საწარმოების მხოლოდ 10-12% აგრძელებს არსებობას, ბიზნესინკუბატორის არსებობის შემთხვევაში კი ახალწამოწყებული ბიზნესის მინიმუმ 70% ქმედუნარიანია; საჭიროა ეკონომიკური გარდატეხის შეტანა, პირველ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის თუნდაც 50 მილიონი ლარით დაფინანსება მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა ეკონომიკური აქტივობისთვის. მკითხავთ საიდან ეს თანხები? გეტყვით: საქართველოს მოქმედი ბიუჯეტიდან, წყაროსაც მიგითითებთ – თავდაცვა-შეიარაღებაზე 2010 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 750 მილიონი ლარი, რაც მშპ-ს 3,9%–ია. ქრისტიანდემოკრატები გთავაზობთ დავიყვანოთ შეიარაღების დაფინანსება ნატოს 3%-იან სტანდარტზე და მივიღებთ 170 მილიონი ლარის ეკონომიას – რაც სრულიად საკმარისი თანხაა ბიზნესის სტიმულირებისა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების განსახირციელებლად. არადა გვექნება იმაზე მძიმე სურათი, ვიდრე გვაქვს, როცა ამ წლის ბიუჯეტით – სახელმწიფო ვალი 8 809 მილიონი გახდება – რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2000 წლის მონაცემს წარმატებული ქართული ბენდუნომიკის პირობებში 2,1-ჯერ აღემატება.
– ამდენი წელი გვიმტკიცებდით, რომ წარმატებული განათლების რეფორმა გვქონდა. დღეს ყველა საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, რომ განთლების დონე მკვეთრად ეცემა და სასკოლო სისტემა კრიზისშია; 88% მოსწავლეებისა რეპეტიტორებთან დადის; 3300 სკოლიდან რეფორმის შედეგად 2200 შემორჩა; პირადად ვნახე ბავშვები 12 კილომეტრით დაშორებულ სკოლაში მგლების შიშით სასტვენებით როგორ დადიან. სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმის ინიციატორი ბატონი ლომაია და სხვა მთავრობის წევრები ვატაროთ თუნდაც კეთილმოწყობილ ოფისებში 12 კილომეტრი ფეხით, თან ტყეში, რათა საკუთარ თავზე იწვნიონ ,,წარმატებული” განათლების რეფორმის სიკეთეები მგლებთან ერთად;
– დღეს გვეუბნებით, რომ თურმე სასწავლო პროგრამები უვიცის დაგეგმილი ყოფილა, გამოდის უვიცებისთვის ჩაგიბარებიათ ყველაზე საპასუხისმგებლო სფერო. განათლების სოციალური პოლიტიკა კვლავ სისტემის აქილევსის ქუსლია: სტუდენტების მაღალი გადასახადები, სახელმძღვანელოების მაღლი ფასები პრობლემად რჩება. ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას ნამდვილი ბრძოლა დაჭირდა იმისათვის, რომ წლევანდელი ბიუჯეტით უმწეოთა პროგრამაში მყოფი 57 ათას ქულიანი ოჯახების ყველა მოსწავლისათვის წიგნი სახელმწიფოს შეეძინა. ჩვენი შეთანხმების შედეგი ყველაზე ღატაკი ოჯახების შვილებისთვის კარგია, მაგრამ არასაკმარისი. აღარაფერს ვამბობთ მასწავლებლების ხელფასებზე: დღეს მასწავლების საშუალო ხელფასი საქართველოში 170 ლარია, პოლიციელის მინიმალური ხელფასი კი 750 ლარი. ჩვენი კანონისა და წესრიგის დამცველებისადმი ქრისტიანდემოკრატებს კიდევ უფრო მეტი გვემეტება, მაგრამ ეს შედარება ნათლად მეტყველებს პედაგოგისა და ძალოვანისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კონტრასტზე. მასწავლებებლები ვერ დაელოდებიან როდის გახდება მათი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომ განათლების სისტემის დაფინანსებისადმი მიდგომა პრინციპულად შეიცვალოს.
2003 წლისათვის საქართველო პირველ ადგილზე იყო ჩვენს სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მიხედვით. ამ მაჩვენებლით ის 29%-ით უსწრებდა აზერბაიჯანს და 49%-ით სომხეთს. დღეს, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ ამ თვალსაზრისით. გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში ყველაზე მაღალია ჩვენს სამეზობლოში, 2,5-ჯერ მეტია სომხეთზე, თითქმის ამდენით მოლდოვასა და უკრაინაზე, 7-ჯერ მეტია აზერბაიჯანზე, საქართველოს მოქალაქის ოჯახის ბიუჯეტში, კომუნალური მომსახურების ხარჯები ხშირად 50%-ს აჭარბებს, ეს ჩამორჩენილი ქვეყნის მაჩვენებელია! ეს ნიშნავს, რომ შანსი ამ ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბების, შესაბამისად სტაბილური, მდგრადი დემოკრატიული განვითრების მინიმალურია, რადგან მშიერი ადამიანითვის სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე დემოკრატიაა..
ნაციონალები დღემდე ფიქრობთ და სხვებს არწმუნებთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სიღარიბის დაძლევა. შეგახსენოთ რა უწოდეთ გეგმას რომელიც თქვენმა პარტიამ შეიმუშავა საქართველოს ფეხზე დასაყენებლად? “საქართველო სიღარიბის გარეშე”.
უკაცრავად, მაგრამ ეს თქვენ არა ხართ, ვინც ღარიბი უფრო გააღარიბა და საზოგადოებას ზურგი აქცია? ვინც უმუშევარი ახალგაზრდების რიცხვი გაზარდა, ვინც უთანასწორობა გააღრმავა?! ეს თქვენ არა ხართ იმ ქვეყნის მთავრობა, სადაც მოსახლეობის ერთი მეოთხედი ოფიციალურადაა სიღარიბის ზღვარს მიღმა, მეორე მეოთხედი კი ამ სამარცხვინო, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად აუცილებელი სტატუსის მისაღებად რიგს ელოდება?.. ეს თქვენ არა ხართ ხელისუფლება ქვეყანაში, სადაც სულ მცირე 1 200 ათასი ადამიანია დარჩენილი საარსებო მინიმუმის გარეშე, ეს თქვენი ეკონომიკის, უფრო სწორედ კი ბენდუნომიკის შედეგად არ განადგურდა ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი საშუალო ფენა , რომელიც დღეს მოსახლების 4%-ს არ აღემატება. ეს თქვენ არ ხართ ის ლიდერი, რომელმაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში აქტიურად გამოიყენა პროფკავშირების, განსაკუთრებით კი პდეგოგთა პროფკავშირების რესურსი და დღეს კი სრულ იგნორირებას უკეთებთ დასაქმებულთა უფლებებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა მოქმედი შრომის კოდექსი.
ასე რომ, ძალიან რთულია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ისმინოს მთავრობის წარმომადგენელთა ლექციები სიღარიბის დაძლევასა და დასაქმებაზე. თქვენ ზურგი აქციეთ დემოკრატიულ ფასეულობებს, ანაცვალეთ რა მუდმივად მერყევ სტაბილურობას ადამიანების, სასამართლოს, ბიზნესის, მედიის დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დამარცხდით იმ პრინციპებთან, რომელმაც ხელისუფლებაში მოგიყვანათ. თქვენ დამარცხდით მტკვრისა და არაგვის შესართავთანაც და ქუთაისის მემორიალთანაც, თქვენ დამარცხდით ყველგან სადაც გაისმოდა თქვენი ამალის ომახიანი ოვაციები. მაგრამ არ დამარცხებულა საქართველო, არ დამარცხებულა ქართველების სწრაფვა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ და ქრისტიანდემოკრატები ვიბრძოლებთ მათთვისაც, ვისაც თქვენ იმედები ვერ გაუმართლეთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ ყველგან, სადაც თქვენ დამარცხდით!
გიორგი ახვლედიანის სიტყვა პარლამენტში პრეზიდენტთან დებატების დროს
ბატონო მიხეილ უკვე მეექვსე წელი დაიწყო რაც თქვენ ქვეყნის განვითარებაზე ნომერ პირველი პასუხისმგებელი პირი ბრძანდებით და მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა რომელიც თქვენ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა განდოთ სახელმწიფოდ ვერ ჩამოაყალიბეთ.
თქვე ხართ პრეზიდენტი ოთხ მილიონიანი ქვეყნისა სადაც მილიონამდე ადამიანი ოფიციალური ღატაკის მოწმობას ატარებს ჯიბით, ხოლო კიდევ ერთ მილლიონს მხოლოდ იმიტომ არ აქვს ეს ოფიციალური სტატუსი, რომ მთავრობის აგენტებმა მათ სახლში შავ თეთრი ტელევიზორი ან რამდენიმე ცალი კვერცხი აღმოუჩინეს.
ექვსი წლის განმავლობაში თქვენ არათუ ვერ მოახერხეთ და მცირედით მაინც ვერ შეამცირეთ ღატაკთა რიცხვი საქართველოში, პირიქით, არასწორი და შეცდომებით აღსავსე სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკით ასობით ათასი ადამიანი დაუმატეთ ღარიბთა და უმწეოთა არმიას.
თქვენ და თქვენმა გუნდმა, ქვეყნისგან ვერ შექმენით სახელმწიფო და ამის ნათელი მაგალითია ის რომ საქართველოში მცხოვრები 800 ათასი პენსიონერი პენსიის სახით იღებს იმის ნახევარ თანხას რაც მისი ფიზიკური გადარჩენისთვის საარსებო მინიმუმის სახით არის საჭირო.
თქვენ ვერც თვენი ყბადაღებული დაპირება, შეუსრულეთ პენსიონერებს პენსიის 100-ს დოლარამდე გაზრდის თაობაზე და უფრო მეტიც პენსიონერთა ორ მესამედს, რომელიც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს ღირსება შეულახეთ, როცა თქვენს მიერ დანიშნულ დედაქალაქის მერს და მთავრობას უფლება მიეცით დაეყოთ პენსიონრები თბილისელებად და არათბილისელებად, ათ ლარიანი დანამატის ღირსებად და უღირსებად.
მეექვსე წელია პირადად თქვენ ბატონო მიხეილ გვიმტკიცებთ იმას, რომ თქვენი წინამორბედის მიერ შეუსრულებელი ყველა ვალდებულება და დავალიანება რევოლუციურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუფარა. თქვენ კი გვიმტკიცებთ, მაგრამ რა ვუყოთ 98-2000 წლებში წარმოქმნილ იმ 70 მილიონიან დავალიანებას, რომელიც ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს არ აუღია და ხანდაზმულობის ვადის გამო კუთვნილი ხელფასის მისაღებად სასამართლოში ჩივილსაც აზრი აღარ აქვს. ამას უკვე პიარ-ტყუილიც აღარ ქვია, ეს უკვე საკუთარი მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრის უსუსური მცდელობაა და სხვა არაფერი.
ბატონო მიხეილ თქვენ არათუ ვერ შექმენით სახელმწიფო ამ ექვს წელიწადში, ქრისტიან-დემოკრატები თქვენში ამის პოლიტიკურ ნებასაც კი ვერ ვხედავთ.
მეორე წელია ყოველდღიურ რეჟიმში ვითხოვთ თქვენგან იმ უსამართლობის აღმოფხვრას, რაც თქვენმა ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურის 50 ათასი პენსიონერის მიმართ დაამკვიდრა. თქვენ არ გყოფნით ნება აღადგინოთ სამართლიანობა, სამაგიეროდ გყოფნით სიჯიუტე არ აღადგინოთ კანონში გადაანგარიშების მუხლი, გყოფნით სიჯიუტე ოცდაათი წლის სტაჟის მქონე ოფიცრებს ხუთ და ათ ლარიანი სამარცხვინო კომპენსაციები მიუგდოთ.
თქვენი მთავრობა ამ საკითხების განხილვის დროს მუდამ უფულობაზე ტირის, მაშინვე ეკონომიკური კრიზისი და აგვისტოს ომი ახსენდებათ. ქრისტიან-დემოკრატებმა ესეც გავითვალისწინეთ და პრობლემის მოგვარების ეტაპობრივი გრაფიკიც შემოგთავაზეთ, ამასაც არ თანხმდებით და წამითაც არ გახსენდებათ, რომ დღეს თქვენს მიერ ჩარეცხილი ეს ათასობით ადამიანი ექვსი წლის წინ რევოლუციურ ავანგარდში გედგათ გვერდით, რაც საბოლოოდ სანანებელი გაუხადეთ მათ.
მეორე წელია თვენი მაღალი ყურადღება ვერ მივაბყარით ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებული 8 ათასი ადამიანისკენ, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ქვიათ და რომლთაგან ბევრისთვის წლევანდელი 65-ე 9 მაისი შესაძლოა უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თქვენ აღმოჩნდით ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანი მსოფლიოში დღეს ყველაზე გაჭირვებულ და დაუფასებელ მდგომარეობაშია. ეს უკვე მხოლოდ პრობლემა აღარაა, ეს უკვე ქვეყნის სირცხვილია, სირცხვილი რომელიც თქვენი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია.
თქვენ ვერასდროს გახდებით ღირსეული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რადგან თქვენ არ გაინტერესებთ ის რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ერთხელაც არ გაგიხედიათ ჭიათურისკენ, სადაც უკვე მეორე წელია, რეგრესის პენსიონერები, ინვალიდი და წარმოების შედეგად დაზარალებული ადამიანები კარვებში სხედან და კანონით მინიჭებულ კომპენსაციებს ითხოვენ.
ღირსეული სახელმწიფოს აშენება იმიტომაც არ გამოგდით, რომ თქვენი ხელისუფლება მზადაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოატყუოს თავისი მოქალაქეები, ისევე, როგორც ამას აჭარაში კერძოდ კი ადლიაში აკეთებთ. ჯერ წინასაარჩევნოდ, ყველას მათივე მიწის ნაკვეთები დაუსაკუთრეთ, არჩევნების შემდეგ კი ექსპოპრიაცია გამოუცხადეთ და იმასაც კი კადრულობთ, რომ 800 დოლარი სადაც ღირს კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მეპატრონეს აიძულებთ 67-დ ლარად გაყიდოს.
თქენ ბატონო მიხეილ, როგორც ჩანს საკუთარი ნებით ამბობთ უარს იყოთ ათასობით დევნილი ადამიანის პრეზიდენტიც, სხვაგვარად გაუგებარია რატომ არ ხვდება თქვენს მგზნებარე სიტყვებში ის პრობლემა, რომ აგერ უკვე 18 თვეა თქვენმა მთავრობამ ვერა და ვერ გაარკვია ვინ არის ამ ქვეყანაში დევნილი და ვინ არა, ვის ეკუთვნის დევნილის სტატუსი და ვის არა. იქნებ დღეს მაინც გასცეთ პასუხი კითხვაზე როდის მიიღებს კოდორიდან და ახალგორიდან დევნილი 1200-მდე ოჯახი დაპირებულ კომპენსაციას საცხოვრებელი ფართის შესაძენად, და ბოლოს და ბოლოს როდის დასრულდება ამ ქვეყანაში დევნილების დაყოფა ძველ და ახალ, შევარდნაძის და სააკაშვილის დევნილებად. ესეც მორიგი მაგალითია იმისა, რომ თქვენ ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უნარი არ გაგაჩნიათ.
ის რომ პრეზიდენტს და მთავრობას ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი მეასე ხარისხოვნედ მიგაჩნიათ, თქვენს მიერ შემოტანილი და თქვენს მიერვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან ჩანს, სადაც ჯანდაცვაზე და განათლებაზე გამოყოფილი თანხები ოჯერ ნაკლებია ვიდრე ძალოვანი სამინისტროების ხარჯები, ხოლო ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა, უმუშევრობა ბიუჯეტის შემდგენლებს როგორც ჩანს არც გახსენებიათ.
ჯანდაცვის თემას შევეხე და იქნებ შესულიყავით პოლიციის ნებისმიერ შენობაში და შემდეგ ასობით გაპარტახებულ რომელიმე საავადმყოფოში და ნათლად დაინახავთ, რომ თქვენ და თქვენი ხელისუფლება სოციალურად დაცულ სახელმწიფოს არ აშინებთ.
ინვესტორების მოზიდვაზე საუბარი და მათი საქართველოთი დაინტერესება კარგია, მაგრამ იქნებ იმ ხელშეკრულებებითაც დაინტერესებულიყავით მათ რომ უფორმებთ. იმიტომაც ვერ ყალიბდება ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ, რომ მთავრობას ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმებისას თავისი მოქალაქეების ინტერესები არ ახსენდება.
საიტერესოა თუ იცოდით საერთოდ, რომ ენერგოპრო ჯორჯია კოლექტიური მრიცხველებით ქართულ სოფლების გამწარებას 2017 წლამდე აპირებს და მხოლოდ ქრისტიან დემოკრატების ორწლიანი ბრძოლის შედეგად ხერხდება ის, რომ ინვესტორი იძულებული გახადა ნაწილი სოფლების გამრიცხველიანება წელსვე დაიწყოს.
სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის განუკითხაობა, რომელიც მოსახლეობის გაზმომარაგებაშია შექმნილი, სად არის თქვენი დაპირება. რომ თითოეულ ოჯახს გაზის სახლში შეყვანა ყველაზე ბევრი 250 ლარი დაუჯდებოდა, გაეცით პასუხი ამ ადამიანებს, რატომ უჯდებათ გაზის შეყვანა სახლებში 600-დან 800-ს ლარამდე.
ათობით მილიონი გადაიხადა ინვესტორმა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში, რაც კიდევ ვამბობ კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია და უფრო მეტიც დანაშაულია, როცა თქვენმა მთავრობამ სამი მილიონი ვერ გამოძებნა იმისთვის, რომ კომბინატში მომუშავე ადამიანებისთვის წლობით დაგროვილი დავალიანება გაგესტუმრებინათ, არადა ამ დამიანებს, რომ არ შეენარჩუნებინათ რუსთავში მეტალურგია გასაყიდიც არაფერი გექნებოდათ.
ყოველდღე ქუთაისის ინდუსტრიულ ზონებზე საუბრობთ, და ქუთაისელებს დასაქმებას პირდებით, მაგრამ იცით თუ არა, რომ ეს ძალიან გაჭირდება რადგან უცხოეთიდან შემოყვანილი მუშა ხელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია ქუთაისელი კი იბეგრება, ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ ვისი დასაქმება ურჩევნია დამსაქმებელს, რა თქმა უნდა უცხოელის, ქუთაისელები კი რჩებიან მოტყუებულნი.
თვეზე მეტია ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენთან ერთად მთელი ქართლისა და სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა ელოდება თქვენგან პასუხს კითხვაზე აპირებთ თუ არა ხილის, კერძოდ კი ვაშლის მოსავლზე ისეთივე დანამატის გამოყოფას, როგორც ეს ყურძნისა და ციტრუსის შემთხვევაში მოხდა. თქვენმა არასწორმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგად მოგვიტანა ის, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, გლეხებს აიძულებენ ვაშლი ოთხ თეთრად ჩააბარონ, ნუთუ ვერ ხედავთ, ვერც თქვენ და ვერც თქვენი ორდენოსანი მთავრობა, რომ ასეთი პოლიტიკით კომფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებს სულ მალე დააცარიელებთ და ამ ტერიტორიებს თქვენივე ხელით ახალ ჯაყოებს ჩააბარებთ.
თუმცა ბატონო მიხეილ ის რომ თქვენ ღირსეული სახელმწიფოს აშენებას ვერ ახერხებთ, არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ სფეროში ვლინდება. იგივე ხდება ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. ქრისტიან-დემოკრატების არ გჯერათ, როცა გეუბნებით, რომ კანონი პოლიციის შესახებ, კანონი მანიფესტაციების შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, შარშან ზაფხულში თქვენმა უმრავლესობამ დრაკონულ კანონებად აქცია. არც სახალხო დამცველის გჯერათ, რომ რიგი ცვლილებებისა რომელიც ამ კანონებში შეიტანეთ კონსტიტუციასაც კი ეწინააღმდეგება, მაგრამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარისაც აღარ გჯერათ, რომელიც საქართველოშიც თავის ფეხით ჩამოვიდა იმის სათქმელად, რომ არ არის ეს ცივილიზებული სახელმწიფოს კანონები. ამასობაში კი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ერთადერთი რაშიც ეს ცვლილებები გამოგადგათ იყო სამკაციანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილთათვის ჯარიმების დაკისრება. თქვენ შესაძლოა ამას დემოკრატიას უწოდებთ, ჩვენ კი გეტყვეთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ამას ავტორიტარიზმი ქვია.
თქვენ და თქვენი ხელისუფლება ბატონო მიხეილ, ვეღარასოდეს გახდებით პროგრესის მომტანი ხელისუფლება რადგან თქვენ საკუთარი ხალხის არჩევანის გენიშინიათ. სხვაგვარად რა დავარქვა იმას, რომ ქვეყნის არცერთ თვითმმართველ ქალაქს, თბილისის გარდა მერის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ მიეცით. იქნებ გვიპასუხოთ სხვა რა მოტივით უთხარით უარი ქუთაისელების, ბათუმლების, ფოთელების და რუსთაველების სრულიად კანონიერ და დემოკრატიულ მოთხოვნას, თავად აირჩიონ თავიანთი ქალაქის თავკაცი.
და ბოლოს ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთხელ მაინც ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ექვს წლიან მოღვაწეობას და დაინახავთ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფერუმარილს უსვამთ სახეზე და ამით გინდათ დაფაროთ ის ძონძები რომელიც მას თქვენი და თქვენივე მთავრობის საქმიანობის წყალობით აცვია.
თქვენ, თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ, ასე რომ მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით, ახლა იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ თქვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოთ, რომ ჩვენ დღეს მხოლოდ ქვეყანა საქართველოსგან, ღირსეული სახელმწიფო ავაშენოთ.
,,Contra Bellum” ანუ რუსული დილემა
ოტო ფონ ბისმარკი: ,,ომი ჯოჯოხეთია, ხოლო ეშმაკი ის არის, ვინც კალმის ერთი მოსმით გამოიწვია იგი”.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავლენიანმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა მიხაილ სკობელევმა განაცხადა, რომ რუსული მონარქია დაიღუპებოდა თუ საგარეო ასპარეზზე, მეტწილად კი მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს არ მიაღწევდა.
ისტორიას კიდევ ერთი რუსის მეტად გულუბრყვილო, თუმცა კეთილშობილური სიტყვებიც ახსოვს. 1880 წელს დოსტოევსკი საქვეყნოდ აცხადებდა, რომ რუსეთს უყვარს თავისი დასავლელი ძმები. დოსტოევსკის თავისი თანამემამულეების სიბრძნისა და სიმამაცის სწამდა: ”მომავალი თაობის ყოველი რუსი, გამონაკლისის გარეშე მიხვდება, რომ ჭეშმარიტ რუსად გახდომა ნიშნავს ეცადო საბოლოოდ მოაგვარო ყველა ევროპული წინააღმდეგობა, აჩვენო, რომ ევროპული ტანჯვის წამალი ჩვენს საყოველთაოდ ჰუმანურ და ყოვლისმომცველ რუსულ სულშია, ძმური სიყვარულით გულში ჩაიკრა ყველა ძმა და ბოლოს წარმოთქვა უკანასკნელი სიტყვა დიადი უნივერსალური ჰარმონიისა და ქრისტეს მოძღვრების კანონით მცხოვრებ ყველა ერს შორის ძმური თანხმობის შესახებ.”
ცხადია დიდი რუსი მოაზროვნის ნათქვამის დეტალურ ანლიზს და კომენტარს არ შევუდგები, თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ელიტისათვის ოფიცერ სკობელევის მიერ კონცეპტუირებული დეფინიციისა და პოლიტიკური დოქტრინის მკაცრი ერთგულება უფროა სახასიათო, ვიდრე დოსტოევსკისეული გადაჭარბებული წარმოდგენა თვისტომთა ჰუმანიზმსა და ზოგად პიროვნულ თვისებებზე, რადგან ჩვენი დროის რუსული სახელმწიფოს სამხედრო-მილიტარისტული ფილოსოფიის მთავარი ინგრედიენტი სწორედ საომარი რიტორიკაა რომელიც ასახვას საომარ მოქმედებებშივე პოულობს.
ამის მიზეზი ნათელია. დღევანდელი რუსეთის მმართველობას საკუთარი მოსახლეობისგან მიეცა მანდატი და შანსი მმართველობისათვის არა თავიანთი განსაკუთრებულობის, არამედ სწორედ უკიდურესი ტრივიალურობისა და პრიმიტიულობის გამო. დღევანდელ რუსეთში ნაციონალური ელიტისა და მოსახლეობის ერთი, უპრინციპო ნაწილი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მიემხრო ბელადს, რადგან მძაფრად შეიგრძნეს, რომ მისი პიროვნება სრულად შეესაბამება მათსავე ბუნებას. მათ თავიანთი უპრინციპობა და მხატვრული უსიცოცხლობა დაუკავშირეს პუტინის ბრიყვულ ქედმაღლობასა და სიშლეგეს, რამაც საფუძველი მოუმზადა ახალი იმპერიის აღდგენის და “დიადი რუსეთის” სამხედრო წესრიგზე დაფუძნებულ ასევე ბრიყვულ იდეას.
ცხადია, რომ პუტინი, ისევე როგორც მილოშევიჩი, ჰიტლერი ან სტალინი წარმოადგენენ მასების ორგანულ ნაწილს და პოლიტიკურ თუ გენეტიკურ კონცენტრატს. შედეგად თანამედროვე რუსეთში ელიტის, ბელადის და მასების შინაგანი ერთიანობის წყალობით, მოქალაქეების ნაციონალისტური ინსტრუმენტალიზაცია ეფექტურად გადაიზარდა მასების მხრიდან საომარ მხარდაჭერაში. სრულმა ძალაუფლებამ სამხედრო ძალებსა და ინსტიტუტებზე გააძლიერა რუსეთის მმართველი ელიტა და აღუძრა უსაფუძვლო და ამბიციური ფიქრი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ლაშქრობისა ეს კი თანამედროვე რუსეთში გახდა იმის ბაზა, რასაც ნიცშემ “პოლიტიკის ღამისეული გაგება” უწოდა.
საინტერესოა, რა აძლევს საფუძველს ჩემს მიერ ზემოთ მოხსენიებულ ლიდერსა და მთავრობას ასეთი ტიპის პოლიტიკის წარმოებისა? თუ ჟან ჟაკ რუსოს ვერწმუნებით, ერთი ადამინი ვერ მოიქცევა წესიერად თუ ცოტათი მაინც დარწმუნებულია იმაში, რომ სხვებს მისი მოსპობა არ შეუძლიათ. Aამ სიტყვების ფონზე კი პუტინის წრეგადასული თვითრწმენის ახსნასაც ადვილია…
ფსიქოლოგები ლიდერს, რომელიც საკითხს შემდეგნაირად აყენებეს “ჩემი იდეოლოგია ან თქვენი სიკვდილი” ჟინით შეპყრობილ, ძალაუფლების მოყვარულ, ჩაკეტილ პიროვნებად აღიარებენ, რომელიც სინამდვილეში თავის ბავშვურ ეგოიზმს ებრძვის. სხვა სიტყვებით იგი პაციენტია – მაგრამ შეიარაღებული. აქ ისმება შეკითხვა – რა უნდა ვქნათ? ცხადია ასეთ დროს საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს ამ ტიპის ლიდერის ხელისფლებაში დარჩენას. ასე, მაგალითად ახლა ადვილად შეთანხმდება საზოგადოება იმაზე, რომ 1860-იან წლებში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ნაპოლეონ მესამეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ზოგიერთი ჩვენგანი პალმერსტონისა და ჯონ რასელის გადაყენების მოთხოვნითაც გამოვიდოდით, მაგრამ სავარაუდოდ ასეთი ტიპის მოქმედება უფრო მეტ ომს გამოიწვევდა ვიდრე შეაფერხებდა.
ამ შემთხვევაში სჯობს გაეროში დანიის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, უილიამ ბობერგის რეცეპტს მივაპყროთ ყურადღება. ეს უკანასკნელი ზემოთ ნახსენები ლიდერების გაკეთილშობილებას და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანის იძულების შესაძლებლობას იუნესკოს ქარტიის პრეამბულის გადაკეთებით იმედოვნებს. სიტყვებს “ვინაიდან ომი ადამიანთა გონებაში იწყება” ცვლის Eშემდეგნაირად – “სწორედ იმ ადამიანთა გონებაში, რომლებიც ომის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებაზე უდიდეს გავლენას ახდენენ, უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობის დაცვის მექანიზმი”.
ცხადია ეს კეთილშობილური და ჰუმანური იდეაა, თუმცა როგორც ზემოთ ნახსენები ისე სხვა ემპირიულად მიგნებული დირექტივები საზოგადოებრივი ქმედებისათვის მხოლოდ მაშინ იქნება ნაყოფიერი და ადეკვატური, როცა დემოკრატია განმტკიცდება.
რწმენა, რომ დემოკრატია თავისი არსით მშვიდობიანი წყობაა, ორ ძირითად მოსაზრებას ემყარება. პირველი შეიმუშავა კანტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ მომავალში რიგით ჯარისკაცს უნდა გადაეწყვიტა დაეწყო თუ არა ქვეყანას ომი. კანტის მოსაზრებას საფუძვლად უდევს დებულება, რომ ხმის უფლებას თუ მივცემთ მათ ვინც ომისგან ყველაზე მეტად ზარალდება, ომების სიხშირე მკვეთრად შემცირდება. მეორე მოსაზრება შეიმუშავა ინგლისელმა სამართალმცოდნემ და ფილოსოფოსმა იერემია ბენთამმა, რომელიც ისევე როგორც ა.შ.შ.-ს ყოფილი პრეზიდენტი ვუდრო უილსონი და ლორდი სესილი, დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების აზრი ყველაზე ეფექტიანი სანქციაა და ალბათ თავისთავად საკმარისია მშვიდობის დასამყარებლად. ხალხის მიერ პოლიტიკის გაკონტროლება მშვიდობის ტოლფასია. ცხადია, რომ მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა, დესპოტიზმმა დემოკრატიას დაუთმოს ადგილი, რათა სასურველ მიზნად ხალხის კეთილდღეობა იქცეს და არა უმცირესობათა ჯგუფების სარგებელი.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ თეორეტიკოსები ადვილად თანხმდებიან ძირითად ფორმულირებებში, რომ ომი ანტიდემოკრატიული კოალიციებისა და “წითლებისა და შავების” ანტირეფორმისტული ბლოკების აზროვნების და ქმედების პროდუქტი და ეთნიკური მტრებისგან ნაციონალური გამიჯვნის ექსტრემალური საშუალებაა. ომი ირაციონალური ქმედებაა, რომელსაც დასასრულიც არასასურველი აქვს ნებისმიერი მხარისთვის, რადგან ომებს არა გამარჯვება, არამედ მხოლოდ სხვადასხვა ხარისხის დამარცხება მოაქვს.
იკითხო ის თუ ვინ მოიგო ესა თუ ის ომი, დაახლოებით იმასვე ნიშნავს, რომ იკითხო ის, თუ ვინ მოიგო სან ფრანცისკოს მიწისძვრა. ეს არის უკიდურესად უარყოფითი მოვლენა, რომელიც გამოწვეულია მოუმწიფებლობითა და აღელვებით, გარემოსთან შეუგუებლობით და ზოგადად ამ მიზეზების კომბინაციით. ბუნებრივია, რომ ხალხს არ სურს იგი. საომარი განწყობა ახასიათებს მხოლოდ შეცდომაში შესულ ლიდერებს, რომლებიც დარწმუნებულინი არიან, რომ ხალხიც ბრძოლის მოსურნეა. ხალხს სურს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უილიამ შექსპირისა არ იყოს მოქცევა, რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია, მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ და ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ. რა შეიძლება გაკეთდეს ძალის წინააღმდეგ ძალის გარეშე? როგორ აღმოვფხვრათ ომის შესაძლებლობა, როგორ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ? ვფიქრობ ეს პირველი რიგის საკითხია, რაზეც კაცობრიობა უნდა დაფიქრდეს, რადგან სანამ არსებობენ ქვეყნები და მთავრობები, რომელთაგან თითოეული მზადაა, უმოწყალოდ გაანადგუროს თავისი მოწინააღმდეგე უკლებლივ ყველა საომრად უნდა იყოს აღჭურვილი ომის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით მშვიდობის მოსურნე მთავრობების მიერ მათივე ძალაუფლება გამოყენებულ უნდა იქნას ომის პრევენციისა და მისი აღკვეთისათვის, რადგან პოლიტიკის უპირველესი დანიშნულება მშვიდობის უზრუნველყოფა და უკვე გაჩაღებული კონფლიქტების მოგვარებაა. პრევენტიული პოლიტიკის იდეალი არის კონფლიქტის შეკავება საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის დონის საგრძნობლად შემცირებით, რაც ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა. პირველ რიგში ომის, როგორც ვერაფრის მომტან, დამანგრეველ, გარდუვალი უბედურების საშუალებაში უნდა დავარწმუნოთ თავად ომის გზით მიზნის მიღწევის მსურველნი. სხვათაშორის რამდენიმე ათეული წლის წინ, გორდონ ალპორტმა წამოაყენა მეტად საინტერესო და ვიტყოდი ეგზოტიკური იდეა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოსა და იუნესკოს შენობათა შესასვლელები გადაკეთდეს ისე, რომ სხდომებზე მიმავალმა დელეგატებმა გზად საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი გაიარონ, რათა მათ თვალწინ წარუშლელად სუფევდეს ომი, მთელი თავისი შემზარავი შედეგებით. იდეა გენიალურია, თუმცა ახალმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს თუ არა, კარგი იქნება, რომ უკვე დაგროვილი და ისტორიულად ქცეული გამოცდილება მაინც გაითვალისწინონ და ინგლისელი პოლიტიკოსის ბრაითის 1858 წელს ბირმინგემში თავის ამომრჩეველისადმი გაკეთებული მიმართვა სახელმძღვანელო პრინციპად აქციონ: იყო ომები “ევროპის თავისუფლების გადასარჩენად”, იყო ომები “პროტესტანტთა ინტერესების დასაცავად” იყო აგრეთვე ბევრი ომი ჩვენთვის ძველთაგან “ძალთა ბალანსის” შესანარჩუნებლად. Aამ დროიდან მოყოლებული, ინგლისი ომობდა “ევროპის ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხარდამხარ, მისი გულისათვის ან მის წინაღმდეგ”. და რა მოიგო მან ამით? შეუძლია ვინმეს, თქვას, _ კითხულობს ბრაითი, – რომ ყველა ამ ომის შედეგად ევროპა დღეს უკეთესად ცხოვრობს?
ასეა თუ ისე, მე ღრმად მწამს, რომ ომი, ეს ძმათამკვლელი ურჩხული აუცილებლად აღმოიფხვრება ადამიანის სულიერი განვითარების, მისი სოციალური და ინტელექტუალური პროგრესის შედეგად, თუმცა ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ომი ომის წინააღმდეგ.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ცნობილი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე ლა ბრიუერი საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპად გამოადგებოდა ნებისმიერი ისეთი ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ხელისუფლება იმპერიის აღდგენის ოცნებით ცხოვრობს: “რას არგებს ხალხსა და მათ ბედნიერებას თუ მათი მმართველი საკუთარ იმპერიას გააფართოებს და თავისი მტრების მიწებს შემოიერთებს, რას მაძლევს მე და ჩემს თანამემამულეებს ის, რომ ჩემი სუვერენი წარმატებული და დიდებით მოცულია, რომ ჩემი ქვეყანა ძლიერია და მისი ეშინიათ, თუ მე, მწუხარე და შეშფოთებული, ჩაგვრასა და სიღარიბეში ვცხოვრობ?”
საგულისხმო სიტყვებია. ასეთი ქვეყნების (უწინარეს ყოვლისა რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეები მართლაც უნდა დაფიქრდენენ საკუთარ ბედზე, რადგან ომი კონკრეტული დინასტიებისა თუ მთავრობების წარმავალ ინტერესებს შეესაბამება, ყველა ხალხის მუდმივ ინტერესს კი მშვიდობა განაპირობებს.
ქრისტიან დემოკრატების განცხადება კანონპროექტზე სექსუალური უმცირესობების შესახებ
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ეხმიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე “სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის შესახებ კანონპროექტის” განხილვის საკითხს.
ვითვალისწინებთ რა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის ლოცვა-კურთხევას, მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლებსაც, რათა მხედველობაში მიიღონ და გაითვალისწინონ მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება და მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან დოკუმენტი თავისი შინაარსითა და სულისკვეთებით წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ფასეულობებთან და სულიერ ღირებულებებთან და ის საკუთარ თავში გულისხმობს საფრთხეს ერის დემოგრაფიული განვითარებისა და ზნეობრივი მდგრადობისათვის.
საქართველოსთვის, როგორც უძველესი ქრისტიანული ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ქვეყნისათვის, რომელიც ნაწილია ევროპული ცივილიზაციისა, მიუღებელია კანონპროექტში მოცემული საკითხების დაკანონებება, რაც თავის მხრივ შეუთავსებელია ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის რელიგიურ და ტრადიციულ შეხედულებებთან.
24.01.2010
მდარე ხარისხის პოლიტიკური პროდუქტი
მდარე ხარისხის პოლიტიკური პროდუქტი
პოლიტიკა, რომ ბინძური საქმეა ხშირად გვესმის ხოლმე, მაგრამ ეტყობა ქართულ სინამდვილეში ეს აღმატებით ხარისხში უნდა ვიგულისხმოთ და თუ ასე გაგრძელდა ქართული პოლიტიკა ალბთ, კიდევ კარგა ხანს, დარჩება “ავგიას თავლის” სინონიმად.
საშინაო პოლიტიკურ კორიდაზე უკვე ყოველდღიურ რუტინად ქცეული ერთმანეთის კბენა-ღრენა და ლანძღვა-გინება ბავშვურ თამაშად მოჩანს იმ ფონზე, როცა პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თბილისი-მოსკოვი-პეტერბურგის რეისზეა გაკრული და ვინძლო 37 მანეთიანი გადაფრენა-გადმოფრენის ნოსტალგიაც ეუფლება ღრუბლებში ფრენისას. მეორე ნაწილი კი ალბათ გულზე სკდება რომ “ურდოში” ჩასვლა დაასწრეს და ახლა გეგმებს აწყობს რათა დიდ “ყაენს” ეახლოს, მუცელზე იხოხოს და თავისი თავი შესთავაზოს.
კაცმა რომ თქვას შესათავაზებელი ასორტიმენტი არცთუ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ცხადია, ეს “ურდოშიც” იციან და როცა საჭირო გახდება ისე მოექცევიან, როგორც ვადაგასულ პროდუქტს – ნაგავში გადაუძახებენ; მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის რომ შესაძლოა მდარე, მაგრამ კარგად შეფუთულმა და რეკლამირებულმა პოლიტიკურმა პროდუქტმა მოსახლეობა მოწამლოს. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ერიდოს შემდეგ პოლიტიკურ სუროგატებს:
1.ალექსანდრე ებრალიძე და მისი “ჰამქარი”. ეს, როგორც ამბობენ, კრიმინალური წარსულის მქონე ბატონი, რომელიც “პერედაჩისა” და მყრალი ბალანდის ასოციას იწვევს, როგორც ჩანს, რუსეთისათვის იგორ გიორგაძის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. ფინანსებიც არ აკლია და ამბიციებსაც არ მალავს, მაგრამ არა მგონია საწადელს ეწიოს, თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
2.ზურაბ ნოღაიდელი – ყველა მთავრობაში ნამყოფი დიდი სტაჟის მქონე და ქართულ პოლიტიკაში ერთ უწყინარ ცხოველთან გაიგივებული, ძალიან უგემური “პროდუქტი”, რომელიც ვიზიტს ვიზიტზე მართავს, აგერ დარბაზობაც ჰქონდა რუსთა ხელმწიფესთან, თანამედროვე “ლეკიანობისგან” დატყვევებულების გამოხსნის უნიჭო სპაექტაკლშიც მიიღო ეპიზოდური მონაწილეობა, “ვაზვრატშჩიკის” სახელიც დაიგდო, მაგრამ ეგეც ტყუილად ტკეპნის მოსკოვის ქუჩებს, არა ჩანს ეგ ისეთი გაქანების პოლიტიკური არტისტი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ანშლაგი მოაწყოს.
3.ირინა სარიშვილი და ვალერი კვარაცხელია _ ორი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევისას ვადაგასული, ჩამოწერილი და იმას იქით მოსასროლი ამძაღებული პოლიტიკური პროდუქტი. (საერთოდ ჩვენთან პოლიტიკურ ხარისხზე ნორმალური კონტროლი რომ მაინც იყოს მათზე არც კი ილაპარაკებდა კაცი). არც ერთს და არც მეორეს ხელი არ აუკანკალდათ სახელმწიფო გადატრიალების დროს და თუ შანსი მიეცათ არც ახლა გააწბილებენ “პატრონს”. ქ-ნ სარიშვილი, (დიდი ხანია ირინედ სახელგადაკეთებული) ადრე პოლიტიკურად აწ ნეტარხსენებული ჩეკისტის, იგორ გიორგაძის ფონდს ედგა სათავეში, ხოლო ბ-ნ კვარაცხელია კრემლიდან მიცემულ დავალებას ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გაფუჭებული პატეფონივით დრო და დრო იმეორებს ხოლმე.
4.ალექსანდრე ებრალიძის სატელიტი უბადრუკი ორგანიზაცია “ერეკლე მეორის საზოგადოება” (აფსუს, დიდო მეფეო) მისი თავჯდომარეა “გაურკვეველი ეტიკეტის” მქონე ვინმე არჩილ ჭყოიძე რომელიც ბილინგვური გაზეთის გამოშვებითაა დაკავებული. ამ, რუსული პროპაგანდის თარგზე მოჭრილი პუბლიცისტიკის აპოთეოზში კარგად იგრძნობა აღფრთოვანება “ძმური” რუსეთის მიმართ, ხოლო იგნორირება საზიზღარი დასავლეთისა, რომელიც მამათმავლობის წყაროა და ძირს უთხრის ქართულ ფასეულობებს.
ამ საახალწლოდ არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ სუნსა და გემოზე შევჩერდით, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია და კიდევ გამოჩნდებიან როცა ამის დროს და მომენტს დაინახავენ ჩრდილოეთში.
P.S. პირადად ჩემთვის, ზემოდჩამოთვლილი ადამიანების არასრული რიგი იწვევს მაწანწალა ძაღლის ასოციაციას, რომელიც პატრონის სუფრას კუდის ქიცინით შესცქერის, რათა გამოხრული ძვალი ერგოს.
გიორგი გაფრინდაშვილი
ორიოდ სიტყვა პრიმაკოვის იუბილეზე

ქართველები რომ მუსიკალური ხალხი ვართ და რუსულ რომანსებსაც კი თვით რუსებზეც კარგად ვასრულებთ, ეს ყოფილ საბჭოეთში ცნობილია. მიუხედავად საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიისა რუსები, თითქმის ყველა დონეზე, სიყვარულს ეფიცებიან ქართულ სიმღერას, ხელოვნებას, სამზარეულოს და ა.შ. ამის ერთ-ერთი დადასტურება გახლდათ ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართული რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის იუბილე. თბილისში დაბადებული და გაზრდილი, უკვე ღვაწლმოსილი პოლიტიკური ფიგურის დაბადების დღემ ქართულ გარემოში, ქართველი თამადით, რუსეთში მოღვაწე ქართველებით, რუსული პოლიტიკური ელიტით (სუფრას თვით პუტინის პერსონამაც კი დასდო პატივი) და ნანი ბრეგვაძის “თბილისოს” თანხლებით ჩაიარა. გასაგებია რომ ქ-ნ ნანი და სხვა ქართველი მომღერლები მიჩვეულნი არიან ყოფილი მეტროპოლიის გადავსებულ დარბაზებსა და ოვაციებს, მაგრამ არა მგონია დღეს ამის დრო იყოს.
გაუგებარია და, ალბათ, ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც დღეს, ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იუბილეზე უმღერის იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწების მანძილზე იმპერიული მიზნებით მოქმედებდნენ, არასოდეს მალავდნენ აგრესიას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ანაწევრებდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და რომლებიც არიან შემოქმედნი 2008 წლის სისხლიანი საომარი კამპანიისა.
თუკი ვინმესთვის მთლად ცხადი არაა რასაც ვამბობთ მოვიყვანთ შემდეგ შედარებას: წარმოიდგინეთ “მოსადის” ყოფილი მაღალჩინოსნის იუბილე, (პრიმაკოვი ერთ დროს გრუ-ს შეფი გახლდათ) რომელსაც ესწრება ისრაელის პოლიტიკური ელიტა პრემიერითურთ და იუბილეზე მღერის გამოჩენილი პალესტინელი ან ლიბანელი არაბი მომღერალი. (აქვე ვადასტურებთ დიდ
პატივისცემას ებრაული სახელწმიფოს მიმართ და ვაფიქსირებთ, რომ არანაირი პარალელს არ ვავლებთ აგრესორ რუსეთსა და ისრაელს შორის)
ძვირფასებო, (მათ შორის თქვენც ქ-ნ ნანი) ვისაც გაუნელებელი ნოსტალგია გაქვთ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, მაიცდამაინც თბილისში უნდა შემოვიდეს რუსული ტანკები და რუსის ჩექმამ თქვენი სახლები უნდა აატალახოს რომ დისკომფორტი იგრძნოთ და მივხვდეთ, რომ მტრებისთვის სიმღერების მიძღვნისა, თავის მოწონებისა და ცხოვრების გალამაზების დრო არ არის? თუ სხვისი ჭირი ღობის ჩხირია. თუ ასეა გამოდით და თქვით. და საერთოდ სადაც წვრილია იქ გაწყდეს.
პრიმაკოვის ეს დღეობა მარტო “თბილისოთი” არ ყოფილა საინტერესო. აქ თვით ვლადიმერ ვლადიმერის ძემ თავისი პირით იღაღადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მის გულს ისევ აწევს ლოდად და ამ ლოდის ზიდვაში მას ევგენი ანატოლის ძის დარი გამოცდილი პოლიტიკოსი თუ შეეშველება.
ეს სიტყვები ისეთივე ყალბია და ცინიკური როგორც რუსეთისა და საქართველოს ერთმორწმუნეობის იდეა. ახლა კი საზოგადოების იმ ნაწილის გასაგონად, რომელსაც დღესაც სჯერა იმისა, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და რომ რუსეთში ათენ-აღამებენ ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელებაზე, უკომენტაროდ მოვიყვანთ ერთ ფრაგმენტს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანის მიხეილ სუსლოვის საიდუმლო მოხსენებიდან: “საქართველოს ტერიტორიიდან ქართველების გაძევება აფხაზეთიდან უნდა დავიწყოთ _ კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებებს არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოდ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკებში სხვადასხვა იქნება.
შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცედ ცხოვრების
ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც როგორც მოგეხსენებად ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ
განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროდ აღმოსავლეთს. მის შემდეგ, მათ შორის, მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოდ. პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოდ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს” [პარიზის ეროვნული საბჭოს ჟურნალი “მებრძოლი საქართველო”, 26 მაისი, 2003 წელი. ციტირებულია თ. გვანცელაძის წიგნიდან “ენისა და კავკასიოლოგიის საკითხი ქართველოლოგიაში”, თბილისი, 2006 წელი, გვ.130]
გიორგი გაფრინდაშვილი
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,
საქართველოს ისტორიის მიმართულების II კურსის
მაგისტრანტი
წერილი გამოქვეყნდა გაზეთ:”დრონი.გე –ის 2009 წლის 7 დეკემბრის ნომერში სათაურით “საქართველოს დაშლის მზაკვრული გეგმა”.
“ჯეოსელს” და ”ყაზბეგს” სულის ამოძრობას უპირებენ

[დავით კირვალიძე] წლის ბოლოს მარტო ორ კომპანიას – ”ყაზბეგსა” და ”ჯეოსელს” ჯამში 109 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. რა თქმა უნდა ასეთ ჯარიმებს ადგილობრივი ბიზნესი კი არა ტრასნაციონალური კომპანიები ვერ გაუძლებენ. ამიტომაც ”ყაზბეგის” ქარხანა რამდენიმე დღეში დაიხურება, ”ჯეოსელი” კი სასამართლოს მიმართავს.”ყაზბეგის” რუსთავის ქარხანა რამდენიმე დღეში დაიხურება. როგორც კომპანიის პრეზიდენტი გოგი თოფაძე აცხადებს, ობიექტზე ყადაღის დადებას დღე-დღეზე ელოდებიან. რუსთავის საწარმოს, რომელსაც თავდაპირველად საგადასახადო სამსახურმა 3,5 მილიონი ლარი დააკისრა, უკვე საურავები დაერიცხა, შედეგად გადასახდელმა თანხამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. ჯარიმა გაუორმაგდა თოფაძის თბილისის საწარმოსაც და ახლა უკვე 700 ათასს ლარს შეადგენს.საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილება თოფაძეს დავების საბჭოშიც გასაჩივრებული აქვს, თუმცა პირველმა ინსტანციამ საგადასახადოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მეორე ინსტანციაში კი მოსმენა გადაიდო. თოფაძის განცხადებით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან უკანონოდ მიაჩნია და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას საერთაშორისო სასამართლოში შეეცდება.”ჯარიმას არ გადავიხდი, იმიტომ რომ უსამართლოა და არ ვეთანხმები. ქარხანას მე კი არ დავხურავ, ხელისუფლების ქმედებები დახურავს, რომელიც არსებობის საშუალებას არ გვაძლევს. ამხელა უკანონო ჯარიმებს და ასეთ რეჟიმში საქმიანობას ქართული წარმოებები კი არა, მულტინაციონალური კომპანიები ვერ გაუძლებენ.გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, ეს სადავო არ არის, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იარსებებს. ჩვენ რომ გადასახადებს თავს არ ვარიდებთ, ისიც აჩვენებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მარტო რუსთავის ქარხანას, რომლის გაჩერების საშიშროებაც არსებობს, ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.ჩვენ ვდაობთ უკანონოდ დარიცხულ გადასახადებზე და აბსურდულ საგადასახადო კანონმდებლობაზე, ეს დავა ახლა არ დამიწყია. რაც ”ყაზბეგი” არსებობს, იმ დღიდან ცხადად ვხედავ, რომ ეროვნული წარმოების განვითარება არც ხელისუფლებას და არც მათ მრჩეველ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აწყობთ”, – ამბობს თოფაძე”ყაზბეგზე” უარეს დღეშია კავშირგაბმულობის გიგნატი ”ჯეოსელი”. აქამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ”ჯეოსელს 30 მილიონიან ჯარიმას აკმარებდნენ, მაგრამ სასტიკად შეცდნენ. კომპანიას რეკორდული ჯარიმის გადახდა დააკისრეს.უკვე ცნობილია იმ თანხის ოდენობა, რომლითაც საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორი «ჯეოსელი» დააჯარიმა. თანხის ოდენობამ 101 მილიონი ლარი შეადგინა. ”ჯეოსელმა” საგადასახადო სამსახურის დავების საბჭოში ჯარიმა უკვე გაასაჩივრა, თუმცა უარი მიიღო. ”ჯეოსელის” სარჩელს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო იხილავს. შემდგომი ეტაპი კი უკვე სასამართლოა. ასეთი ქმედებებით აღშფოთებულნი არიან ექსპერტები, თუმცა არც არაფერი უკვირთ. ”როდესაც ბიზნესს აჯარიმებ, საურავებს ზრდი და საუბრობ იმაზე, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაცია უნდა განახორციელო, გასაკვირი არაფერი არ არის. ყველა ნაბიჯზე ყველაფერი ირღვევა – ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება. საუბარია ეკონომიკის ლიბერალიზმზე და რეალურად ასეთი მძიმე სიტუაცია გვაქვს. ამიტომ ბიზნესი არ არის გამონაკლისი. ფასადზე რაღაც ფასეულობები გვაქვს გამოფენილი და შინაარსობრივად იმის საწინააღმდეგო კეთდება. ეკონომიკის თავისუფლების აქტი საერთოდ არის პროფანაცია. იქ არის გარკვეული დებულებები, რომელიც არის ღია კარის მტვრევა და არალიბერლიზმისკენ, ანუ უკან გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. |
აშშ–ს კონგრესი რუსეთისთვის ფრანგული სამხედრო ხომალდის მიყიდვით შეშფოთებულიავაშინგტონი – საფრანგეთის გეგმები რუსეთს დიდი სამხედრო ხომალდი მიჰყიდოს, რამაც საქართველო და მოსკოვის სხვა მეზობლები უკვე შეაშფოთა, აშშ–ს კონგრესმა გააკრიტიკა, რომლის ზოგიერთი წევრი რუსეთისთვის ნატო-ს შეიარაღების მიყიდვის წინააღმდეგია ქალბატონი ილეანა როს–ლეტინენი, კონგრესის საერთაშორისო კომიტეტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, გამოვიდა ინიციტივით კენჭი ეყარათ არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციისთვის, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამ გარიგების გასაუქმებლად პარიზზე მოახდინოს ზეწოლა. „საფრანგეთმა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ევროკავშირის სხვა წევრებმა უარი უნდა სთქვან რუსეთის ფედერაციისთვის შეიარაღების მასშტაბური სისტემების და შეტევითი სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე“ – ნათქვამია რეზოლუციაში. როს-ლეტინენის რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეთანხმება რომელიც 600–750 მილიონ დოლარადაა შეფასებული, პირველი შემთხვევა გახდება, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყანა ”რუსეთს ასეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს“ მიაწვდის და გარიგება ალბათ მოსკოვის მეზობლებს გაანაწყენებს. სამხედრო ხომალდი „მისტრალი“ – სადესანტო ვერტმფრენმზიდია. მისი სიგრძე 200 მეტრია და 21 000 ტონას იწონის. მას შეუძლია მძიმე ვერტმფრენების, სადესანტო გემების, ტანკების და 900 ჯარისკაცის გადაყვანა. მისტრალი ფრანგულ ფლოტში სიდიდით მეორე გემია. ნოემბრის ბოლოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა, რომ ხომალდის მოსკოვისთვის მიყიდვა დათქმით უნდა მოხდეს და პარიზმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, რომელიც 2008 წელს რუსეთთან იბრძოდა. |
აბა დაფიქრდით, ვინ აყალიბებდა გეოპოლიტიკას 21-ე საუკუნის დასაწყისში და მომენტალურად გაგახსენდებათ ისეთი სახელები, როგორებიცაა უსამა ბინ ლადენი და ჯორჯ ბუში
ფილიპ სტივენსი
აბა დაფიქრდით, ვინ აყალიბებდა გეოპოლიტიკას 21-ე საუკუნის დასაწყისში და მომენტალურად გაგახსენდებათ ისეთი სახელები, როგორებიცაა უსამა ბინ ლადენი და ჯორჯ ბუში. 2001 წლის 11 სექტემბრის ”ალ–ქაიდა”-ს ეფექტური ტერორისტული აქტი დასავლეთისთვის, რომელიც კომუნიზმის შემდეგ ყვაოდა, ახალ ეპოქალურ გამოწვევად იქცა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტის საპასუხო რეაქციამ თავდაპირველად ამერიკული სიძლიერის მასშტაბები, შემდეგ კი მისი ზღვარის დემონსტრირება მოახდინა ვინმემ ამ სიას შეიძლება ვლადიმერ პუტინიც დაუმატოს, თუმცა დარწმუნებული არა ვარ. პუტინმა რუსეთის შელახული თავმოყვარეობა გადაარჩინა. ახლა ის პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ვერც ნავთობის მაღალმა ფასებმა და ვერც შიშველი ტორსით პოზირებამ, რუსეთის დაცემის საერთო ტრაექტორიას ვერაფერი უყო. ნიუ–ორკის ტყუპების დანგრევიდან რვა წელი გავიდა, ავღანეთი და პაკისტანი კი კვლავ კონფლიქტის არეალად რჩება, რომლის საფუძველიც სახელმწიფოს დაქუცმაცებულობა, სასტიკი ექსტრემიზმი და ზოგადად ყველაფერ ახალთან და პროგრესულთან ბრძოლა გახდა. ბინ ლადენის დაკავება ვერ მოხერხდა, ბუშის მემკვიდრე ბარაკ ობამა თალიბებთან ომში, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე სახიფათო მტრის პირისპირაა. მასობრივი განადგურების იარაღის ჯიჰადისტების ხელში მოხვედრის საფრთხე (გაიხსენეთ პაკისტანის ბირთვული არსენალი) დასავლეთის შფოთს აძლიერებს. მაგრამ ამის მიუხედავად, გლობალურ მსოფლიო წესრიგში კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო ღმა ცვლილებებიც მოხდა. თუკი მსოფლიო ისტორიას მიკროსკოპში გავხედავთ, შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ ბინ ლადენი და ბუში ძლიერი ძვრების ეპოქაში საკმაოდ უმნიშვნელო მოთამაშეები იყვნენ. სახელმწიფოებს შორის მასშტაბური შეტაკებები მომდევნო ათწლეულებში, როგორც სჩანს დიდწილად იდეოლოგიების საფუძველზე მოხდება. მთავარი წინააღმდეგობები წარმოიქმნება თანამშრომლობას და კონკურენციას, წესებს და ანარქიას, წესრიგს და არეულობას შორის. გეოპოლიტიკური ძვრებიდან ყველაზე თვალშისაცემი აზიის გაძლიერებაა. ათასწლეულის მიჯნაზე ყველა ერთპოლარულ სამყაროზე საუბრობდა, სადაც ამერიკის ჰეგემონია თითქოს უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩინეთის აღმასვლის შოკისმომგვრელმა ტემპებმა ყველა პროგნოზს და მოლოდინს გადააჭარბა. თვალის დახამხამებაში ისტორიის მასშტაბში ძალის და ძალაუფლების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადანაცვლება, გეოპოლიტიკური ცხოვრების ცენტრალურ და სერიოზული შფოთის გამომწვევ ფაქტორად იქცა. და აქ საუბარი მხოლოდ ჩინეთზე არ არის. საკუთარ თავს გვახსენებს ინდოეთი. ბრაზილია, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს „იმედისმომცემი“ სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობდა, საბოლოოდ თავისი მიზნის მიღწევას იწყებს. იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მსოფლიო არენაზე აღიარებას და სათანადო პატივისცემას მოითხოვენ აღმოჩდნენ სამხრეთ-აფრიკა, მექსიკა, ინდონეზია და ირანიც კი მისი შემაშფოთებელი ბირთვული ამბიციებით. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დაადასტურა, რომ მსოფლიო მე-20 საუკუნის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან გაიზარდა. აზიამ, რომელიც მტკიცედ ცდილობს დასავლეთთან ერთად დაუსხლტეს ეკონომიკურ მეურვეობას, რომელიც მუდმივად ეთანხმება ვაშინგტონს, იაფი კრედიტების მწვავე კრიზისი დაბადა, რის შედეგადაც მსოფლიო ბუმი მსოფლიო კრახში გადაიზრდა. ძველი სახელმწიფოები „დიდი რვიანი“–ს შეხვედრებზე ჯერ კიდევ იკრიბებიან, მაგრამ ეს ღონისძიებები უფრო წარმომადგენლობითმა „დიდმა ოცეულ”-მა დაჩრდილა, ხოლო იმის გამო, რომ ევროკავშირი მის გეოპოლიტიკურ უსარგებლობას ადასტურებს (საკუთარი თავი შეამოწმეთ და გაიხსენეთ ახალი პრეზიდენტის და ევროკავშირის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის სახელები) ახლა სულ უფრო ხშირად გაისმის საუბარი „დიდ ორეულზე“ სადაც ამერიკა და ჩინეთი გაერთიანდებიან. ყველაზე ცოტა, ასეთი პროგნოზების გაკეთება, ნაადრევია. გასული ათწლეულის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო წინ სწორხაზოვნად არ მიიწევს. ჩინეთის ხელმძღვანელები, რომლებსაც მე შევხვედრივარ, გაცილებით ნაკლები რწმენით საკუთარი ქვეყნის პერსპექტივებზე, ვიდრე ჩინეთის დასავლელი თაყვანისმცემლები და მაინც ის მოწიწება, რომელიც ობამამ პეკინის ვიზიტის დროს გამოავლინა, იმის საზომია თუ რამდენად სწრაფად და რამდენად წინ წაიწიეს აღმავლობის გზაზე მდგარმა დიდმა სახელმწიფოებმა. ორი საუკუნის განმავლობაში გლობალური ძალაუფლების საზღვრები ატლანტიკის გასწვრივ გადიოდა. ახლა ისინი წყნარ ოკეანეში იქმნება. ამ სწრაფად განვითარებად ქვეყნებში გაუთვალისწინებელი ძვრებიც ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის წყალობით მილიონობით ადამიანი სიღარიბეს დაუსხლტდა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას მოჰყვა ის, რომ პოლიტიკამ მსოფლიოს ყველაზე მიყრუებულ კუთხე–კუნჭულებშიც კი შეაღწია. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ამ მოვლენას გლობალური პოლიტიკური გამოღვიძება უწოდა. და ამ გამოღვიძების შედეგებს მალე ყველა ავტოკრატი იგრძნობს, მათ შორის ჩინეთშიც. ოდესმე ჩვენ შევძლებთ იმ დასკვნამდე მისვლას, რომ თანამგზავრულმა ტელევიზიამ და მსოფლიო ქსელმა გლობალურ დემოკრატიას დაუდეს სათავე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში გამოღვიძებამ არსებული წონასწორობა სახიფათოდ დაარღვიოს. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ძალის და ძალაუფლების აღმოსავლეთის მიმართულებით სვლა გარდაუვალ კონფლიქტამდე მიგვიყვანს დასავლეთს და იმათ შორის, ვისაც ზოგჯერ „ჩამორჩენილებს“ უწოდებენ. პირიქით, მომავალში მტრობა და კონკურენცია თანაბრად შეიძლება წარმოიქმნას როგორც განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს, ასევე ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოებს შორისაც. აზია რაღაც შემაშფოთებლად გახსენებს მე-19 საუკუნის ევროპას. ამ რეგიონს ძველ, დაფარულ წყენაზე უარი ჯერ არ უთქვამს და ძველი ეთნიკური და საზღვრისპირა დავები არ მოუგვარებია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიომ წარსულს ჩააბარა ზესახელმწიფოთა კოლიზიები, რომლებმაც მე-20 საუკუნე დაამახინჯეს, მაგრამ თუკი ეს გაუმართლებელი იმედებია, გაცილებით მარტივია წარმოიდგინო ომი ჩინეთს და ინდოეთს, ვიდრე ჩინეთს და აშშ-ს შორის. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს. ყველა დღევანდელი საფრთხის და საშიშროების მიუხედავად, ჩვენ არაჩვეულებრივად მშვიდობიან დროს ვცხოვრობთ. 1945 წლის შემდეგ სახელმწიფოებს შორის და სახელმწიფოების შიგნით მიმდინარე ომებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი იღუპება. ობამას ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მას იმის გამო აკრიტიკებენ რომ ვერ შესძლო ყველაზე სახიფათო პრობლემების და გამოწვევების – ირანის ბირთვული პროგრამის, ისრაელ–არაბეთის კონფლიქტის და რუსული ექსპანსიონიზმის დარეგულირება, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ საუკეთესო შემთხვევაში ამ პრობლემების უმრავლესობის მხოლოდ შეკავება თუ შეიძლება. ობამამ შესძლო ერთი უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტების გაგება: იბადება მრავალპოლარული სამყარო. თუკი აშშ-ს საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გარანტად დარჩენა უწერია – ამას კი ალტერნატივა არა აქვს – მაშინ აუცილებელია, ამერიკული ძალის და გავლენის მრავალმხრივ კოალიციებში დანერგვა. თუკი პრეზიდენტი ამერიკული ძალის შესაძლებლობების ზღვარს და შეზღუდვებს გააცნობიერებს, ის შესძლებს მის შენარჩუნებას. უდაოა, რომ კოპენჰაგენის სამიტს იმედგაცრუება მოჰყვება, თუმცა ის სერიოზული მიდგომა, რაც კლიმატზე მოლაპარაკებებს ახასიათებს, სახელმწიფოების მხრიდან ურთიერთდამოკიდებულების აღიარებას ადასტურებს და მაშინ, როდესაც ჩინეთის ლიდერები ეფექტურ გლობალურ მართვაზე იწყებენ საუბარს, კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი ჩნდება. დღეს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავრთ: ან უნდა ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოები მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოებით შეზღუდულები არიან, ან იქ სადაც ვიწრო ნაციონალური ინტერესებისა და მისწრაფებების შედეგად განხეთქილება ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. მომავალ ათწლეულში კი ვნახავთ, შესძლებენ თუ არა დიდი სახელმწიფოები, (როგორც ძველები, ასევე ახლები), გახდნენ ახალი მსოფლიო წესრიგის პატრონები – თუ მის მსხვერლად იქცევიან.
გერმანიის ინტეგრაცია ნატოში და პარალელები საქართველოსთან
ნუცა შავლაძე
თსუ-ს საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრანტი
შესავალი
ნაშრომი ეკუთვნის საერთაშორისო პოლიტიკის სფეროს, კერძოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფოთა ინტეგრაციის საკითხს და მიზნად ისახავს კვლევის მიმდინარეობისას საერთო დამახასიათებელი შტრიხების აღმოჩენას ქართულ რეალობასთან მიმართებში.
ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების რაობაში უკეთ წვდომისა და ნათელი პარალელების აღმოსაჩენად გადავწყვიტე საბაკალავრო ნაშრომი დამეწერა ისეთი ქვეყნის შესახებ, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე იდგა ისეთივე არჩევანისა და აუცილებლობის წინაშე, რის წინაშეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას ახლა. ასეთ მაგალითის მომცემ მოდელად კი 50-იანი წლების გერმანიის საგარეო პოლიტიკა ავირჩიე, რადგან საინტერესოა დეტალური ანალიზი და განხილვა იმისა თუ რამ განაპირობა გერმანიის ნატოში ინტეგრაციის არჩევანი. თემის უშუალო საკვლევი საგანი სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.
ნაშრომის მთავარ ამოცანად და საკვლევ კითხვად გამოვკვეთე, რა საფრთხეები არსებობდა გერმანიის ნატოში ინტეგრაციის იდეის წარმატებით განხორციელებისთვის?
თემის ჰიპოთეზა და მთავარი იდეა კი გახლავთ ჩემეული შეფასება იმისა, რომ გერმანიის ეროვნული ინტერესების (სუვერენიტეტი, უსაფრთხოება) დაცვის საქმეში, კერძოდ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში უმთავრეს საფრთხეს და ხელისშემშლელ ფაქტორს საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, სწორედ ამ საფრთხეების დასაბალანსებლად გერმანიის ინტეგრაცია ნატოში აუცილებლად უნდა შემდგარიყო.
ამ ნაშრომის დამოკიდებული ცვლადი გერმანიის ნატოში გაწევრიანებაა, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადები კი მეორე მსოფლიო ომი და საფრთხის წინაშე არსებული გერმანიის სუვერენიტეტი და უსაფრთხოებაა.
ნაშრომში განხილული იქნება ძალთა წონასწორობისა და საფრთხის წონასწორობის თეორიები. მათი საშუალებით შევეცდებით განვმარტოთ
თუ რა საფრთხეები არსებობდა გერმანიის ნატოში ინტეგრაციის გზაზე და როგორ შეიძლებოდა მათი განეიტრალება.
ასევე შევეცდები დავამტკიცო, რომ გერმანიის ზემოთნახსენები არჩევანი საწყის ეტაპზე აღმოსავლეთიდან (სსრკ) მომავალი საფრთხის გაცნობიერებით იყო გამოწვეული, რამაც შემდგომში საშუალება შეუქმნა დასავლეთ გერმანიას კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში მოხვედრილიყო. ამის შედეგად კი საფრთხის წონასწორობა ძალთა წონასწორობაში გადაიზარდა.
თემის თეორიული მიზანია გადაამოწმოს ორი ხედვის (ძალთა წონასწორობა და საფრთხის წონასწორობა) შესაბამისობა გერმანიის 50-იან წლებში განხორციელებულ პოლიტიკასთან. Aაქედან გამომდინარე ნაშრომში მექნება მცდელობა წარმოვაჩინო თუ რომელი თეორია ხსნის უკეთესად გერმანიის არჩევანს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს თეორიები ალიანსების შესახებ ყველაზე ცნობილი და აპრობირებულია.
ნაშრომში მოყვანილია საკვლევ საგანთან დაკავშირებული სხვადასხვა ეპიზოდი ამ ეპოქის მსოფლიო პოლიტიკის ისტორიიდან: საერთაშორისო კონფერენციების შედეგები, სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეების და სახელმწიფოების შეხედულებები და პოზიციები. ანალიზის პროცესში კი ვეყრდნობით ამ დარგის წამყვანი სპეციალისტების თეორეტიკულ შეხედულებებსა და ნაშრომებს.
თეორიები
ნაშრომის ამ ნაწილში შევეცდები წარმოვაჩინო ძალთა წონასწორობისა და საფრთხის წონასწორობის თეორიების შესაბამისობა და აქტუალურობა გერმანიისა და სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. თუმცა მანამადე უმჯობესი იქნება შევიქმნათ წარმოდგენა, თუ რას გულისხმობს ეს თეორიები და რომელ მთავარ პრინციპებს ემყარება ისინი.
საფრთხის წონასწორობისა და ძალთა წონასწორობის თეორიები ორივე საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების ამხსნელი თეორიაა. თუმცა ეს უკანასკნელი ბოლომდე ჰოლისტურ მიდგომას ეფუძნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ძლიერება სახელმწიფოს დონის ცვლადია, ძალთა განაწილება კი სისტემური ფენომენი (მაგ: გერმანიის ძლიერება სისტემის სხვა აქტორებთან მიმართებაში). რაც შეეხება საფრთხის წონასწორობის თეორიას, ესეც სისტემური თეორიაა, თუმცა რადგან საფრთხის აღქმა მაინც სახელმწიფოს დონეზე ხდება, იგი ბოლომდე ჰოლისტურ მიდგომას არ მიყვება.1
ძალთა წონასწორობის თეორიის წარმოშობა ცნობილი ანალიტიკოსის კენეთ უოლცის სახელს უკავშირდება, რომელიც ამავდროულად ნეორეალისტადაც მოიხსენიება. როგორც XIX საუკუნის ინგლისელი პოლიტიკოსი ჯონ ბრაითი მიიჩნევდა, ძალთა წონასწორობის თეორიის ძირითადი იდეა მთლიანად მცდარია და იგი უძველესი დროიდან არასწორი კუთხით ხსნის სახელმწიფოთა ურთიერთობასა და დამოკიდებულებას. ხოლო დევიდ იუმმა ბრაითზე ერთი საუკუნით ადრე ძალთა წონასწორობის თეორიას მეცნიერული კანონზომიერება, პოლიტიკური ცხოვრების ფაქტი უწოდა. ინის კლოდმა კი აღნიშნა, რომ `ძალთა
წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემა ის კი არ არის, რომ მას მნიშვნელობა არა აქვს, არამედ სწორედ ის რომ ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს.’’
საფრთხის წონასწორობის თეორია კი ძალთა წონასწორობის დაშვებების გადამოწმების გზით სტეფან უოლტმა შექმნა, რომელიც უფრო ახლოს დგას პოსტკლასიკურ რეალიზმთან. ქვემოთ ვეცდები თითოეული თეორიის დეტალურ ანალიზს.
ძალთა წონასწორობის თეორია
Kკენეთ უოლცის მიხედვით, საერთაშორისო სტრუქტურის შემადგენელი სამი ელემენტი არსებობს: 1. ანარქია, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სისტემაში უზენაესი მმართველი ძალის არ არსებობას და იგი საერთაშორისო სისტემის მუდმივი ცვლადია 2. ძალთა გადანაწილება, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვთ მცდელობა მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება სხვა სახელწმიფოების თვალში, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი ძლიერება და უფლებები. ზემოთ აღნიშნულის დამტკიცება კი ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმების ამუშავებით, როგორიც არის პოლიტიკური სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკა, სამხედრო ძლიერება, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სხვა. როდესაც ერთ-ერთი ფაქტორი სუსტდება, ამ დროს ერთი სახელმწიფოს შედარებითი ძლიერება სხვებთან მიმართებით მცირდება.
3. სახელმწიფოთა შორის ფუნქციური გადანაწილება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ძალთა გადანაწილების ელემენტთან. სწორედ ძალთა გადანაწილების იერარქიულობის მიხედვით ნაწილდება სახელმწიფოების
ფუნქციები და შესაძლებლობები.
ჯ.დოგერტისა და რ.ფალცგრაფის მიხედვით, ძალთა წონასწორობას გააჩნია შემდეგი დატვირთვა:
ა) საყოველთაო ჰეგემონიის თავიდან აცილება
ბ) საერთაშორისო სისტემის შენარჩუნება
გ) სისტემაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელის შეწყობა
დ) ომის საფრთხის თავიდან აცილება და მშვიდობის განმტკიცება3
უოლცი ძალთა წონასწორობის თეორიაში მაგისტრალურ მნიშვნელობას სახელმწიფოთა ალიანსებსა და მათ შორის ძალთა დაბალანსების ფაქტორს ანიჭებს. მისი აზრით, სახელმწიფოები წევრიანდებიან კავშირებში ერთმნიშვნელოვანი მიზნით, რომ დააბალანსონ სხვა სახელმწიფოების ძლიერება და შესაბამისად ამით მოიპოვონ გარკვეული უსაფრთხოება.4
ძალთა წონასწორობის თეორიის შექმნა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სახელმწიფოებს თავი დაეცვათ უფრო ძლიერი მოთამაშეებისაგან საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თეორიაში ძლიერების კატეგორია პირდაპირ არის მიბმული საფრთხის კატეგორიასთან ანუ შესაძლებელია ერთის ძლიერება საფრთხედ იქცეს მეორესთვის.
Aამავე მოსაზრებას ეთანხმება ჯონ მერშაიმერი, როდესაც ამბობს, რომ რაც უფრო დიდ ძლიერებას ფლობს კონკრეტული სახელმწიფო, მით უფრო მეტ შიშს იწვევს იგი სხვებში.5
საფრთხის წონასწორობის თეორია
შეიძლება ითქვას, რომ კარდინალურად განსხვავებული დატვირთვა აქვს დაბალანსების ცნებას საფრთხის წონასწორობის შემთხვევაში. ამ თეორიაში ანალიზისა და დაკვირვების საგანს არა სხვისი ძლიერება, არამედ სხვისგან მომდინარე საფრთხე წარმოადგენს, რაც თავისთავად უფრო სუსტ სახელმწიფოში
იწვევს საფრთხის გაწონასწორების და შემცირების სურვილს. სწორედ აქედან
გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში დაბალანსება გულისხმობს
კავშირში შესვლას სხვა სახელმწიფოსთან თუკი არსებული საფრთხე ძლიერი აქტორისგან მომდინარეობს.
საილუსტრაციოდ გამოდგება ამ ნაშრომში მოცემული გერმანიის მაგალითი, როდესაც მან ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გადაწყვიტა შესვლა, რითაც
სცადა დაებალანსებინა საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირისაგან მომდინარე მის მიერ აღქმული საფრთხე და მეორეს მხრივ დაებალანსებინა ძალები დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან, რაც ასევე თავისთავად გულისხმობდა საფრთხის ნეიტრალიზებას.
ამავე მიზეზს უკავშირებს მკვლევარი ედვინ ფედერი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შექმნას და ამბობს, რომ ალიანსი საბჭოთა კავშირიდან მომდინარე აღქმული საფრთხის საპასუხოდ შეიქმნა და აშშ-მა სწორედ ამიტომ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.6
ასევე აღსანიშნავია, რომ საფრთხის წონასწორობის თეორიაში, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება საფრთხის აღქმას და იმის შეფასებას თუ რამდენად რეალურია ეს უკანასკნელი. ამისთვის არსებობს საფრთხის განსასაზღვრი ფაქტორები, როგორიც არის: ა) სხვა სახელმწიფოს ძლიერება. რაც უფრო ძლიერია სხვა, მით უფრო მეტი საფრთხე გექმნება შენ. ამ დროს გამოიყენება ორი ხერხი საფრთხის დაბალანსებისა, უშუალოდ დაბალანსება ან მიტმასნება სხვა სახელმწიფოზე, რომელიც უფრო ძლიერია და დაგიცავს არსებული საფრთხისგან ბ) გეოგრაფიული სიახლოვე, ანუ რამდენად ახლოს არის შენთან ის სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს. რაც უფრო ახლოს არის ასეთი სახელმწიფო, მით უფრო დიდი საფრთხე იქმნება. ამ დროს სასურველია მოკავშირე სახელმწიფოს ახლო მდებარეობა, რომ მოხდეს საფრთხის უფრო თანაბარ პირობებში დაბალანსება. D
და ბოლოს ფაქტორი გ) რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კერძოდ რამდენად აგრესიული განზრახვები გააჩნია იმ სახელმწიფოს, რომელსაც შენ საფრთხედ
აღიქვამ. სხვა სახელმწიფოს აგრესიულობის დონის სწორად განსაზღვრა სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს საფრთხის დაბალანსების განხორციელების დროს.
სწორედ ამ სამი ცვლადის გამოყენების მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს საფრთხე და შემდგომ კი გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მისი
დაბალანსებისათვის.
გზა ნატოსკენ
ამ თავში მიმოვიხილავ ლიტერატურას, რომელშიც ერთის მხრივ დეტალურად არის გაანალიზებული ამ დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მიდგომა იმ თეორიებთან მიმართებით, რომელზე დაყრდნობით შევეცადე ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულებები თემასთან მიმართებით და მეორეს მხრივ მიმეღო ამომწურავი ინფორმაცია ეპოქის ისტორიულ-პოლიტიკური რეალიების შესახებ.
დასავლეთ გერმანიის ნატოში ინტეგრაცია 1955 წლის 6 მაისს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული კონფლიქტისა და ევრო ინტეგრაციის პროცესის ფონზე მოხდა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოების მეორე ეტაპი, რომლის შედეგადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნატოს წევრი გახდა, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად იქცა ქვეყნის ომისშემდგომი აღორძინების საქმეში და მოამზადა ნიადაგი იმისათვის, რომ გერმანიას ცივი ომის პერიოდში შეესრულებინა არსებითად მნიშვნელოვანი როლი დასავლეთ ევროპის თავდაცვის საქმეში.
როგორც ნატო, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დაარსდა 1949 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულების საფუძველზე. ის წარმოადგენდა ტრადიციულ ხელშეკრულებას კავშირის შექმნის შესახებ, რომელშიც ნატოს თორმეტი მოკავშირე პირობას იძლეოდა კოლექტიურად მიეღოთ ადეკვატური ზომები მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში. ნატოს მსგავსად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც ცივი ომის ნაყოფი იყო. გერმანიის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნა კი ოთხი დიდი სახელმწიფოს – საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის უუნარობის შედეგი გამოდგა _ ემართათ გერმანია ერთად პოტსდამის 1945 წლის კონფერენციის თანახმად.
თუკი ედვინ ფედერს დავესესხებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნა დასავლეთის მიერ საბჭოთა კავშირისგან მომდინარე აღქმულმა საფრთხემ განაპირობა. ხოლო საფრთხის შეფასება კი საბჭოთა კავშირის სიძლიერისა და განზრახვების გათვალისწინებით ხდებოდა.7
სტეფან უოლტის აზრით კი, კავშირები იქმნება არა ძალთა წონასწორობის, არამედ საფრთხის წონასწორობის კონცეფციიდან გამომდინარე, რადგან არა კონკრეტული სახელმწიფოების ძალმოსილება და შესაძლებლობები, არამედ ამ სახელმწიფოთაგან მომდინარე საფრთხე განსაზღვრავს სხვა სახელმწოფოთა ქმედებებს და მათ შორის კავშირების წარმოქმნას.8
რაც შეეხება ნატოსა და გერმანიის ურთიერთობას. აწ უკვე ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებულმა ადენაუერის ეპოქის გერმანიამ ძალთა წონასწორობის პრინციპზე ყურადღება შემდეგი მოსაზრებებით შეაჩერა: ეს პრინციპი იქნებოდა მასზე უფრო ძლიერი ქვეყნის გავლენისაგან დაცვის მექანიზმი და შექმნიდა პირობებს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ინსტიტუტების ფორმირებისათვის, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.9
თუმცა 1949 წელს ყველა მოსაზრებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში ინტეგრაციის შესახებ შეეძლო ისეთი წინააღმდეგობრივი რეაქციის გამოწვევა, რომ ეს იდეა იმთავითვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის. თუმცა ვაშინგტონსა და ბონში ამ მოსაზრებას რეალურად განიხილავდნენ. აშშ-ს სურდა გამოეყენებინა გერმანელი სამხედრო
მოსამსახურეები, რომ გფრ-ში მყოფი მცირერიცხოვანი ჯარების კონტიგენტი გაეძლიერებინა, რომლებიც გერმანიაში საოკუპაციო გეგმის განსახორციელებლად იდგნენ. მაგრამ ფრთხილი ამერიკული წინადადებებიც კი გერმანიის სამხედრო შესაძლებლობების გადახედვის შესახებ აწყდებოდა ძლიერ წინააღმდეგობას საფრანგეთის მხრიდან. ამ უკანასკნელს ხელს აძლევდა გერმანიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი პოლიტიკის განხორციელება მისი სუვერენიტეტის ხელყოფის გზით,
რითაც იმთავითვე განაპირობებდა გერმანიის, როგორც გავლენიანი მსოფლიო მოთამაშის როლის ნიველირებას. ამავდროულად მას კარგად ესმოდა, რომ ეს ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ომში განცდილი დამარცხებისა და დეკონცენტრირებულობის კვალობაზე. ამით კი თავის მხრივ საფრანგეთი იკმაყოფილებდა ძალაუფლებისა და ძლიერების მოთხოვნილებას.
აშშ-ს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ დროს სურდა გამოეყენებინა გერმანიის სამხედრო ძალები და სწორედ ამიტომ იგი დაინტერესებული იყო გერმანიის ინტეგრაციით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რითიც აშშ შეძლებდა ძალების დაბალანსებას იმ დროისათვის დასავლეთისთვის არსებულ დიდ საფრთხესთან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. რობერტ არტის მიხედვით სამხედრო ძალის გამოყენება თავდაცვის მიზნით, შეიძლება ორი დანიშნულებით იქნას გამოყენებული ა) ძალთა დაბალანსებისა და თავდასხმის თავიდან აცილების, რომელსაც აშშ-მა მიმართა და ბ)თავდასხმის შემთხვევაში ზარალის მინიმუმამდე დაყვანის.11 ამავდროულად მას არ სურდა კავშირის დაკარგვა ევროპულ კონტინენტთან, როგორც ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს. აშშ საკუთარ მოვალეობად თვლიდა წინ აღდგომოდა სსრკ-ის იმპერიალისტურ ექსპანსიას და სწორედ ამიტომ სხვადასხვა მეთოდებით ეხმარებოდა და გვერდში ედგა ევროპელ მოკავშირეებს, იქნებოდა ეს სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარება. ასეთი დახმარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი არის მარშალის გეგმა, რომელიც 1947 წლისთვის განხორციელებული იყო ევროპის დახმარების პროგრამის სახელწოდებით “Eუროპეან ღეცოვერყ Pროგრამმე”.
თუმცა როგორც აღვნიშნეთ, მას დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა საფრანგეთის მხრიდან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიისგან განცდილი და ნანახი ზარალის გამო არ სურდა მისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბება.
თუკი გავავლებთ პარალელებს საქართველოს თანამედროვე რეალობასთან, მაშინ აშკარად შევძლებთ იმის დანახვას, რომ საქართველოსთვის, როგორც იმდროინდელი გერმანიისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაცია, ამავდროულად ამ საქმეში ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება აშშ-ს ინტერესები ამ რეგიონთან მიმართებით, კერძოდ კი კასპიის ნავთობი, რომელიც ერთობ მნიშვნელოვან და საგულისხმო ელემენტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. Aამ შემთხვევაშიც Aაშშ მიმართავს ძალთა დაბალანსების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. რუსეთს კი ამასობაში კარგად აქვს გააზრებული ის კურსი თუ საითკენ უმიზნებს აშშ და სწორედ იგი გვევლინება იმ სუბიექტად, რომელიც გამალებით ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს და დაბლოკოს საქართველოს ნატოში და სხვა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ქვეყნის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც ბევრი სხვა პოლიტიკოსი რუსეთში, დაუფარავად აცხადებდა, რომ მართალია მას არ აქვს კომუნიზმის აღდგენის სურვილი, თუმცა სინანულს კი გრძნობს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს 2003 წელს ანატოლი ჩუბაისის პირით გაცხადებული ახალი იდეის, ლიბერალური იმპერიის წარმოქმნის შესახებ, რომლის მეშვეობითაც რუსეთს მიეცემა ეკონომიკური ბერკეტები, რომ აკონტროლოს მთლიანი პოსტ-საბჭოთა სივრცე.13 აქედან გამომდინარე უკვე კარგად გასაგები ხდება დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ზრახვები, როგორც საქართველოსთან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.
დავუბრუნდეთ 50-იანი წლების გერმანიას. რაც შეეხება ბონის პოზიციას, კანცლერ კონრად ადენაუერს არ ჰქონდა არავითარი ილუზიები საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის აგრესიულ გეგმებსა და სამხედრო მუქარასთან მიმართებით.
ის დაფიქრებული იყო იმით, რომ “რკინის ფარდის” მიღმა არსებული ოცდაათზე მეტი საბჭოთა დივიზია აჭარბებდა დასავლეთის არმიას, როგორც რაოდენობრივად, ისე სამხედრო ტექნიკით.
კონრად ადენაუერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოკუპანტ სახელმწიფოებს გაეზარდათ თავიანთი სამხედრო ძალების რაოდენობა, ჩაერთოთ ამ პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და განემტკიცებინათ უსაფრთხოების გარანტიები. აქ უკვე ნათლად ჩანს საფრთხის წონასწორობის თეორიის გამოძახილი, სადაც საჭიროება მოითხოვს, რომ ერთი დიდი საფრთხე დაბალანსებულ იქნას სხვა სახელმწიფოთა მოკავშირეობითა და ერთიანი ძალისხმევით. ამ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ დასავლელი მოკავშირეები და ბრძოლის როგორ მეთოდს მიმართავდნენ საბჭოთა აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
ადენაუერმა ასევე დაავალა თავის სამხედრო მრჩევლებს, რომ შეემუშავებინათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის პოლიტიკის დოქტრინა.
ეს გეგმა ითვალისწინებდა პოლიციის გაძლიერებას და გერმანიის სამხედრო ნაწილების და დანაყოფების შექმნას, რომლებიც შემდგომში იქნებოდნენ
ინტეგრირებულნი ევროპულ არმიაში. გერმანიის ისტორიის ამ მონაკვეთში თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ პარალელები საქართველოსთან. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2003 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა სწორედ პოლიციისა და სამხედრო აღმშენებლობის სისტემის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. საქართველოს ბიუჯეტიდან 67,000,000 ლარის ოდენობის თანხა იქნა გამოყოფილი სამხედრო აღმშენებლობისთვის.14
ეს ყოველივე იყო მიმართული ერთი მიზნისკენ, რომ ქვეყანა დაახლოებოდა დასავლურ ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ნატოში და სხვა კავშირებში ინტეგრაციისთვის და მეორეს მხრივ იმ საფრთხის დაბალანსებისთვის, რომელიც
რუსეთის ფედერაციისაგან მომდინარეობდა და რომელსაც სამივე ფაქტორი:
გეოგრაფიული სიახლოვე, ძლიერება და აგრესიული განზრახვები განაპირობებდა.
დავუბრუნდეთ გერმანიას. მართალია სამი დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენლები ეთანხმებოდნენ ადენაუერის რაციონალურ დასკვნებს საბჭოთა საშიშროებასთან დაკავშირებით და გაგებით ეკიდებოდნენ გერმანული შეირაღებული ძალების შექმნის აუცილებლობას, ამის მიუხედავად ისინი ვერ ბედავდნენ ამაზე საჯაროდ საუბარს.
ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი საქართველოს შემთხვევაშიც. დღესაც დასავლეთ ევროპის მოწინავე სახელმწიფოები მიესალმებიან და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების იდეას, თუმცა მათი მხადაჭერის რეალიზაცია რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გამო მაინც ვერ ხერხდება.
1950 წელს, როდესაც ვითარება კორეაში უკიდურესად გაუარესდა და გაძლიერდა საფრთხე საბჭოეთის დასავლეთზე თავდასხმისა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადაექცია ატლანტიკური საბჭო თავდაცვით ორგანიზაციად და შეექმნა საერთო სამხედრო სტრუქტურები, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო თავისი წვლილი უნდა შეეტანა
გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკასაც. თუმცა გადაწყვეტილება გერმანიის
როლის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა იგრძნეს რეალური საფრთხე. მათთვის ნათელი იყო, რომ გერმანიის ჯარების გამოყენება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მათი თავდაცვის პოლიტიკის პროგრესირების საქმეში და საფრთხის არიდებისა და გაწონასწორების უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნიდა. ამ შემთხვევაში თუკი ძალთა წონასწორობის თეორიის უოლცისეულ ძირითად დაშვებას დავესესხებით, სახელმწიფოები კავშირში შედიან საერთაშორისო სისტემაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი დაბალანსების მიზნით.15
მოკავშირეთა უმაღლესი კომისრების მხრიდან პირველი ნაბიჯის სახით დაიწყო კონსულტაციები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საბრძოლო ნაწილების ჩამოყალიბების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ნატოს წევრებმა ასევე გამოთქვეს ინტერესი ფრანგული წინადადებისადმი საერთო ევროპული არმიის ფორმირების შესახებ. თუმცა ეს საკითხი მოიწონეს წევრ-სახელმწიფოებმა, მაინც აღინიშნა, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას დასჭირდებოდა დიდი დრო.
გერმანიის თავდაცვის პოლიტიკა
ამერიკელი სამხედროები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ გერმანია ნატოში ეხილათ, რადგან აშშ-ს სურდა დასალურ და ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებული გერმანიის ხილვა.16
თუმცა ფართო სივრცე და მაღალი ტრიბუნა ჰქონდა საწინააღმდეგო აზრსაც. კერძოდ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სტრასბურგში წარმოთქმულ სიტყვაში, ასევე საფრანგეთის პრემიერ მინისტრი რენე პლევენი გამოვიდნენ ალტერნატიული მოსაზრებით – ევროპული არმიის შექმნის იდეის მხარდაჭერით, რაც გახლდათ მთავარი საფრთხე და ალტერნატივა გერმანული, ნატოსთან დაახლოების გეგმისა.
მაშ ასე, დღის წესრიგში დადგა ევროპული თავდაცვითი გაერთიანების (Eუროპეან Dეფენცე ჩომმუნიტყ – EDჩ) შექმნა და ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების (ექფგ; Eუროპეან ჩოალ ანდ შტეელ ჩომმუნიტყ – Eჩშჩ) მოდელის მიხედვით
ევროპული არმიის ფორმირება EDჩ-ის ხელმძღვენელობით.
გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის ასეთი აქტიურობა გამოწვეული იყო იმით, რომ იგი კარგად ხვდებოდა, რომ გერმანიის სამხედრო პოტენციალი შეიძლება ინტერესის საგანი გამხდარიყო დასავლეთისთვის.
ხოლო იდეა ევროპული არმიის შესახებ მისი მხრიდან მიმართული იყო იმისკენ, რომ დასავლელ მოკავშირეებს დღის წესრიგში გფრ-ის ნატოში ინტეგრაციის საკითხი არ დაეყენებინათ და ძირითადი ყურადღება მიმართული ყოფილიყო EDჩ-ის ჩამოყალიბება_ფორმირებისკენ. ამ დროს საფრანგეთმა ნათლად დაინახა საფრთხე იმისა, რომ გერმანია შეიძლებოდა გამხდარიყო მისი ერთ-ერთი მოკავშირე ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში. ომის დროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე კი, მას არ სურდა არანაირ კავშირის დამყარება ამ სახელმწიფოსთან და მითუმეტეს მისი გაძლიერება. სწორედ ამიტომ EDჩ-ზე ყურადღების გადატანით საფრანგეთი შეეცადა გერმანიის ნატოში ინტეგრაციისაგან გამოწვეული სუბიექტური საფრთხე აერიდებინა.
სამხედრო სფეროში დაგემილი ინტეგრაცია უნდა განხორციელებულიყო მცირე სამხედრო დანაყოფის დონეზე. მისი ხელმძღვანელობის უფლება მინიჭებული ჰქონდა თავდაცვის ევროპელ მინისტრს, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭოსა და ევროპის ასამბლეას. ამასთან იგეგემებოდა ინტეგრირებული გენერალური შტაბის ჩამოყალიბება, რომელსაც ფრანგი ოფიცერი უხელმძღვანელებდა.
ამ დროისთვის პოლიტიკოსთა განხილვის საგანი სამი ვარიანტი იყო. მეტნაკლებად სადაოს, მათ შორის წარმოადგენდა გერმანიის ფედერალური პოლიციის შექმნის საკითხი, რომლის დანიშნულება შიდა საგანგებო სიტუაციების რეგულირება იყო და უნდა შეექმნა საფუძველი გერმანული არმიის ფორმირებისთვის.
მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას ნატოში და ამ უკანასკნელის სამხედრო ძალების ჩრდილო ატლანტიკური კავშირის გაერთიანებულ ძალებში ინტეგრირებას.
მესამე ვარიანტი პასუხობდა პლევენის გეგმას ევროპული არმიის შექმნის შესახებ გერმანული კონტიგენტის მონაწილეობით. მოკავშირეებმა შეძლეს დაეძლიათ შიდა უთანხმოება და მიეღოთ გადაწყვეტილება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასათან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, როგორც ნატოში ინტეგრაციაზე, ისე ევროპული თავდაცვის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ მათ ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ მთავარზე – რომელი ვარიანტისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა.
საკუთრივ ადენაურისთვის, გერმანიის სამხედრო შესაძლებლობას ჰქონდა არამხოლოდ ინსტრუმენტის როლი დასახული მიზნების მიღწევის საქმეში, არამედ თავად მიზნის მნიშვნელობა. გერმანიის კანცლერი უწინარეს ყოვლისა მას განიხილავდა, როგორც დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობას საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ გერმანიის აღმოსავლეთ ზონაში. მეორეს მხრივ კი აფასებდა, როგორც შანსს გერმანიის ოკუპაციის დასრულებისა და ამ სახით ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისა. და მესამე, ის ელოდა, რომ ეს მოამზადებდა ნიადაგს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ გერმანიამ საფრთხის წონასწორობის თეორიის შემადგენელ ერთ-ერთ ცვლადს მიმართა, კონკრეტულად კი საფრთხის წყაროს დაბალანსებას და არა მიტმასნებას. როგორც სტეფან უოლტი აღნიშნავს, საგარეო საფრთხის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო კავშირს შეკრავს სხვა სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან საფრთხის წყაროს დაბალანსების მიზნით. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მიერ აღებულ საგარეო კურსზე. მან რუსეთთან მიტმასნებას, ამჯობინა მისგან არსებული საფრთხის დაბალანსება სხვა სახელმწიფოებთან ალიანსში შესვლით.17
გერმანიამ ნათლად გამოკვეთა განსახორციელებელი საგარეო კურსი და განსაკუთრებით ამ მიზნით პრიორიტეტულობა შემდეგ საკითხებს მიანიჭა:
1. ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელება
2. სრული სუვერენიტეტის მიღწევა
3. ნატო-ში ინტეგრაცია
4. იმ ხელშეკრულებების გადახედვა, რომელიც ეხებოდა სხვა ქვეყნების
ჯარების გერმანიიდან გაყვანას.
ამ პუნქტების გაცნობისას რთულია არ მოვიყვანოთ პარალელები საქართველოსთან, რადგან თითოეული პუნქტი დღეს ძალიან აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. იმდროინდელი გერმანიის მსგავსად, დღეს საქართველოს მიზანია ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება, ასევე სრული სუვერენიტეტის აღდგენა და დაკარგული სადაო ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რომლებიც ოკუპირებულია აგრესორი რუსეთის მიერ, დაბრუნება-შემოერთება.
ასევე ნატოში ინტეგრაცია. ამისათვის კი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალება და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა-დეოკუპაციის პროცესის დასრულებაა საჭირო. ეს ყოველივე კი მიმართულია იმისკენ, რომ იქნას აცილებული საფრთხე აგრესორი მეზობლისგან.
გერმანიის შემთხვევაში ყველას ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული, საფრანგეთის ძალაუფლება, რომელიც ვეტოს უფლებას ეხებოდა. ამის მიუხედავად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები გარკვეულ ზეწოლას განახორციელებდნენ საფრანგეთზე, რის შედეგადაც მას მოუწევდა პოზიციების დათმობა. აქ კი აშკარად ჩანს პარალელები ზემოთ აღნიშნულ თეორიასთან, რომ გერმანიას სურდა დაებალანსებინა ის საფრთხე, რომელიც არსებობდა საფრანგეთის მხრიდან სხვა სახელმწიფოებისა და მოკავშირეების მეშვეობით.
აქაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს პარალელები საქართველოსთან. თუკი იმდროინდელი გერმანია აღიქვამდა საფთხეს საფრანგეთის მხრიდან, რომ იგი გამოიყენებდა ვეტოს უფლებას გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაში, დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა და ძალაუფლება დაბლოკოს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილება. ამის ნათელი მაგალითი კი გახლავთ 2009 წლის 16 ივნისი, როდესაც რუსეთმა გაეროში გამოიყენა ვეტოს უფლება და მოითხოვა გეროს სამშვიდობო მისიის დახურვა, რომელიც საქართველოში 1992 წლიდან მოყოლებული 16 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ამას კი წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო სქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წლის 15 ივნისს გავრცელებული განცხადება, სადაც კრემლი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებდა გაეთვალისწინებიათ აგვისტოს ომით შექმნილი “ახალი რელობა” და კავკასიის ხალხთა ინტერესები. გაისმა მუქარაც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამიერკავკასიის რეგიონში საერთაშორისო მისიის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას პარტნიორებს დააკისრებდნენ.18 მუქარა 2009 წლის 16 ივნისს სისრულეში იქნა მოყვანილი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ითქვა: “ეჭვგარეშეა, რომ რეგიონიდან დამკვირვებლებისა და გაეროს მისიის თანამშროლების გასვლაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის იმ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში იდეოლოგიზირებულ სიჯიუტეს იჩენენ”.19
დავუბრუნდეთKკვლავ გერმანიას. ბონში მიმდინარე მოლაპარაკებისას გერმანიის აღიარების საკითხთან დაკავშირებით, ადენაუერი არ იყო მზად დათანხმებოდა ვარიანტს, რომლის საფუძველზე მისი ჯარისკაცები იქცეოდნენ საზარბაზნე ხორცად მოკავშირეთათვის. სწორედ ამიტომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ ღია დისკრიმინაციას.
1951 წელს პეტერსბერგში, ბონთან ახლოს დაიწყო მოლაპარაკებები მოკავშირეთა უმაღლეს კომისრებსა და გერმანიის სამხედრო ექსპერტებს შორის, გერმანიის წვლილზე ნატოში. ისინი პარალელურად მონაწილეობდნენ EDჩ-ის ფორმატში მიმდინარე განხილვებში პარიზში, საფრანგეთის ხელისუფლების მიწვევით. Aადენაუერს უწევდა გამოეცნო თუ რა იყო მოკაშირეთა მთავარი პრობლემა, თუმცა გერმანიის კანცლერი მტკიცედ იყო ჩამოყალიბებული საფრანგეთთან საერთო ენის პოვნის აუცილებლობის საკითხში და აქტიურად განიხილავდა გადაიარაღების შესაძლებლობას, როგორც მეტად არსებითს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, რადგან ის ნათლად აცნობიერებდა, რომ მხოლოდ შეერთებული შტატები ფლობდა აუცილებელ მექანიზმს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტიისთვის.
ეს ისტორიული ჭეშმარიტება ცხადყოფს აშშ-ის, როგორც ძლიერი პოლიტიკური აქტორის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას. გერმანიის იმ დროინდელი დამოკიდებულება აშშ-ზე და საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ აშშ-ს გავლენა ისეთივე ძლიერია დღეს, როგორც 60 წლის წინ იყო.
დღეს 50-იანი წლების გერმანიის მსგავსად აშშ პოლიტიკური პანაცეაა საქართველოსთვის, რომელთან მყარ ურთიერთობას ეფუძნება ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტთან დაკავშირებული საკითხების, ეკონომიკური სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.
შედეგად ბონმა პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭა მოკავშირეთა უმაღლეს კომისრებთან მოლაპარაკებებს, პარიზში კი მცირე დელეგაცია მიავლინა. ორივე მოლაპარაკების შემთხვევაში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა იმას, თუ როგორ შეექმნათ გერმანული სამხედრო ნაწილები, ისე რომ ის ერთის მხრივ ყოფილიყო მოქნილი სამხედრო ძალა და ამვდროულად ყოფილიყო მისაღები საფრანგეთისთვის. თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა იყო ევროპული ვარიანტი.
დღის წესრიგში დადგა გადაიარაღების საკითხიც.Aამ პროცესის მთავარი პრობლემა კი გერმანული ჯარების სტატუსის, სამხედრო ნაწილების რაოდენობის და EDჩ-ისა და ნატოს უთიერთმიმართების საკითხები იყო.
გერმანია დღითი დღე უფრო კარგად აცნობიერებდა, რომ გადაიარაღების პოლიტიკა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამხედრო ძლიერება ეროვნული უსაფრთხოების წამყვანი კომპონენტია –ერთის მხრივ მას უნდა გაეძლიერებინა საკუთარი უსაფრთხოება, მეორეს მხრივ სამხედრო ნაწილების გაძლიერება ხელს შეუწყობდა ნატოში ინტეგრაციას და ამავდროულად
სამხედრო ძლიერებით იგი შეძლებდა საფრთხის დაბალანსებას და თავიდან
აცილებას. თუკი ფელნერის სიტყვებს დავევსესხებით, კონკურენტთან მიმართებაში განიარაღება გონივრული არ არის, რადგან ომის განახლების შესაძლებლობა მუდმივად არსებობს. სწორედ ამიტომ უნდა მიემართა ადენაუერს გადაიარაღების პოლიტიკისთვის.
სამხედრო ნაწილების რაოდენობრივი პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მცირე დივიზიის შექმნით, კავშირი კი უნდა დაფუძნებოდა ორმხრივი გარანტიების დეკლარაციას. თუმცა იარაღის წარმოების რეგულირება გერმანიისთვის მოლაპარაკებების ბოლომდე გადაუჭრელი დარჩა. ბონი არ იყო მზად მიეღო საფრანგეთის წინადადება სამხედრო წარმოების აღდგენის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამით საფრანგეთს სურდა თავიდან აერიდებინა საფრთხე, რომელიც გერმანიის სამხედრო გაძლიერებას შეეძლო გამოეწვია. მას კარგად ახსოვდა, რომ სამხედრო ძალა ზოგიერთი მიზნის განსახორციელებლად უფრო ეფექტურია, თუმცა, რობერტ არტის აზრით, სახელმწიფოთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალა მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის სასურველი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად.
როდესაც 1952 წლის 27 მაისს პარიზში ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება EDჩ-ის დამატებითი წინადადებებით ყველა მონაწილესათვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო პრობლემის გადაჭრისა საუკეთესო გზა. შეერთებული შტატებისათვის მთავარი იყო გერმანიის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის მონაწილეობით სწრაფად გაეძლიერებინა დასავლეთის თავდაცვითი პოტენციალი. თუკი ამის მიღწევა შეუძლებელი იყო ნატო-ს სტრუქტურის ფორმატში, მაშინ ეს უნდა განხორციელებულიყო ევროპული არმიის ჩამოყალიბების მეშვეობით. Mმაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ამაში მონაწილეობა საფრანგეთსაც მიეღო, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა გერმანიის გაძლიერების საფრთხე თავიდან აერიდებინა.
საერთო ხელშეკრულების ხელმოწერის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას სამ სახელმწიფოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ბონმა უზრუნველყო ოკუპაციური რეჟიმის დასრულება და თავისი ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის პერსპექტივის რეალიზაცია.
საკუთრივ გერმანიაში გადაიარაღების საკითხი ძლიერ შიდა ოპოზიციურ განწყობებსა და ცხარე დისკუსიებს იწვევდა. რის შედეგადაც მოხდა რამოდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ფორმირება, მათ შორის ორგანიზაციისა სახელწოდებით “უჩემოდ”, რომელიც მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო შიდა
ეროვნული საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირების საქმეში ნატოსთან
მიმართებით.
ამასთანEუნდა მომხდარიყოDEDჩ-ის და საერთო ხელშეკრულების რატიფიცირება. მაგრამ რატიფიცირებამ გამოიწვია პრობლემა საფრანგეთში, სადაც იზრდებოდა ამ შეთანხმებისადმი ოპოზიციურად განწყობილთა რიცხვი. პრემიერ-მინისტრი პიერ მენდეს-ფრანსი ცდილობდა გერმანიის მხრიდან დამატებითი დათმობების ხარჯზე გაენეიტრალებინა შესაძლო საფრთხე თავის ქვეყანაში. მან მოსთხოვა გერმანიას დაეთმო საარის რაიონი. როდესაც ბონი შეეწინააღმდეგა ამ იდეას, რატიფიცირების თემა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ნატოში გაწევრიანების ალტერნატიული ვარიანტიც დაიხურა, იმდენად რამდენადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი ინარჩუნებდა EDჩ-ის ვარიანტისადმი განსხვავებულ პოზიციას.
ცხადია მკითხველი ადვილად გაავლებს პარალელს საარის ოლქსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებს შორის. თანამედროვე რუსეთის ფედერაცია ძალიან ჰგავს 50-იანი წლების საფრანგეთს, რომელიც გერმანიისგან დაჟინებით მოითხოვდა საარის ოლქის დათმობას. საფრანგეთის მხრიდან ამ ნაბიჯის ნამდვილი მიზეზი არა იმდენად საზღვრების გაფართოების სურვილი იყო. ამ უკანასკნელს სურდა ეს საკითხი გამხდარიყო შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი გარემოება გფრ-ის ნატოში ინტეგრაციის პროცესისა. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას საქართველოზეც. რუსეთს თავისი 17,075,400 კმ² ფართობის არა უბრალოდ გაფართოება, არამედ ამ გზით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწარფვის შეფერხება და საბოლოოდ შეჩერება სურს. მეორეს მხრივ ციმბირული დათვი ცდილობს ამ გზით საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის მთავარ დოქტრინასა და პოლიტიკურ ფილოსოფიას წარმოადგენს.
1954 წლის 30 აგვისტოს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხმა მისცა დღის წესრიგიდან EDჩ-ის ხელშეკრულების მოხსნას. გაჩნდა შიში გერმანიის აღორძინებასთან დაკავშირებით, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მტკიცედ ადგა ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის გზას. წინა თვეში ჟენევაში საფრანგეთმა (საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით) შეძლო ინდო-ჩინეთის პრობლემის გასაღების პოვნა. ამიტომ ახლა პარიზს ჰქონდა ვალდებულება საბჭოეთთან საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად მოლაპარაკებებზე წასულიყო. Aამავე ხანებში გერმანიისა და აშშ-ს პოლიტიკამ კრახი განიცადა. მაშინ ჩანდა, რომ ურთულესი მოლაპარაკებების ოთხი წელიწადი ამაოდ დაიკარგა.
მაშინ ინიციატვივა საკუთარ თავზე ლონდონმა აიღო. 1952 წელს, სამმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი EDჩ-ის ხელშეკრულება არ იქნებოდა რეალიზებული, მაშინ გერმანიის გადაიარაღების პრობლემა უნდა გადაწყვეტილიყო კომპლექსური ზომების მიღებით. მათ ასევე გამოთქვეს დაპირება დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ ახალი გადაწყვეტილების შემუშავების პროცესს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი იდენმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯონ ფოსტერ დალესმა დაიწყეს ჩიხიდან გამოსავლის გზების ძიება. ამ მიზნით დიდი ბრიტანეთის მიერ მოხდა EDჩ-ის ექვსივე სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკისა და კანადის, მიპატიჟება ლონდონის ცხრა სახელმწიფოს კონფერენციაზე. დღის წესრიგში გამოტანილი იქნა სამი საკითხი: 1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოკუპაციის დასრულება 2. ბრიუსელის 1948 წლის ხელშეკრულებისა და მასში დასავლეთ გერამნიისა და იტალიის მიწვევის გადახედვა და 3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში მიღება.
გასაგები მიზეზების გამო, საფრანგეთი ჯიუტად ითხოვდა დაცვის გარანტიებს გერმანიის მხრიდან შესაძლო ნეგატიური ტენდენციების დაწყების შემთხვევაში, ამავდროულად გფრ-ს სურდა, რომ ის განეხილათ, როგორც თანასწორი სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. ბრიუსელის ხელშეკრულებაში სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა იყო დასმული წინადადების სახით. დახმარების დაუყოვნებლივი აღმოჩენის პუნქტის საფუძველზე ეს ხელშეკრულება გადაიქცა ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემად (დასავლეთ ევროპული კავშირი), რომელშიც შესაძლებელი იყო გერმანიის გადაიარაღების საკითხის ჩასმაც.
დასავლეთ ევროპული კავშირის EDჩ_ის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფდა გერმანიის გადაიარაღების პროცესში გარკვეული საზღვრების დაწესებას. პირველ რიგში ეს სამხედრო კონტიგენტის ადამიანურ რესურსს გულისხმობდა. როდესაც ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ადენაუერს ჰკითხეს გახდებოდნენ თუ არა ჰიტლერის გენერლები ასევე მისი გენერლები, კანცლერმა ბრძნულად უპასუხა, რომ ნატო სავარაუდოდ არ მიიღებს 18 წლის ბიჭუნებს.
ბრიტანეთმა საფრანგეთის მიმართ გარკვეული ჟესტის სახით საკუთარ თავზე აიღო ევროპაში განეთავსებინა ოთხი დივიზია და არ გამოეყვანა ისინი დანარჩენ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევამდე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი თავის მხრივ 1951 წლისათვის გამოყო დამატებითი დივიზიები ევროპის კონტინენტზე განსათავსებლად.
გერმანიის ხელისუფლებას, როგორც თანასწორ წევრ-სახელმწიფოს არა მხოლოდ შეუქმნეს შესაბამისი პირობები ნატო-ში ინტეგრაციისთვის, არამედ უზრუნველყვეს ასევე საერთო ხელშეკრულების და რიგი სადაო პუნქტების გადახედვა.
საერთაშორისო ჯარების განლაგება დასავლეთ გერმანიაში ასევე რეგულირდებოდა ე.წ. ძალთა კონვენციის ფარგლებში. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეასრულა მოთხოვნა ნებისმიერი ტიპის ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოების საჯარო უარყოფის შესახებ. ამასთამ ერთად სამმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ გაერთიანებული და თავისუფალი გერმანიის აღდგენას. ბონმა საკუთარ თავზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი საშუალებებით აღდგენისა და შიდა პოლიტიკის გაერო-ს სტანდარტების მიხედვით წარმოების ვალდებულება აიღო. ეს იყო სახელმწიფოს არსებობისათვის გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადენაუერისათვის, როგორც სახელმწიფოს ლიდერისათვის უპირატესი მნიშვნელობა სახელმწიფოს წევრების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჰქონდა.23
სანამ დასრულდებოდა მოლაპარაკებები გერმანიის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, არსებული რეალობა მოითხოვდა, რომ გადაწყვეტილიყო საარის რაიონის სტატუსის პრობლემა. ადენაუერსა და მენდეს-ფრანსს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საარის ევროპული სტატუსის შექმნის შესახებ. ამ რეგიონს უნდა მიეღო პოლიტიკური ავტონომია, მაგრამ მანამადე უნდა შეენარჩუნებინა ეკონომიკური კავშირი საფრანგეთთან. საფრანგეთისვე მოთხოვნით აუცილებელი იყო სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოსახლეობაში რეფერენდუმის ჩატარება.
პარიზი იმდენად იყო დარწმუნებული რეფერენდუმის დადებით შედეგში, რომ მას არც კი განუხილავს არავითარი პირობები შედეგების უარსაყოფად. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა სტატუსს, რითაც ფაქტიურად აიძულა საფრანგეთი შერიგებოდა საარის გფრ_თან მიერთების ფაქტს. ამ სახით 1957 წლის 1 იანვარს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში ინტეგრაციის შემდეგ საარი გახდა გფრ-ის ადმინისტრაციული მხარე.
1954 წლის 23 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიეწვია გფრ ნატოში გასაწევრიანებლად. მეორე დღეს ხელი მოეწერა თორმეტ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას.
1955 წლის 6 მაისს, მაშინ როდესაც ყველა სახელმწიფოში დასრულდა რატიფიკაციის პროცესი, გფრ-მ დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი ნატოს მაგიდასთან. ერთი დღით ადრე ძალაში შევიდა ხელშეკრულება, ძალთა კონვენციისა და საარის ევროპული სტატუსის შესახებ. მოკავშირეთა უმაღლეს კომისართა განცხადების შემდეგ დასრულდა ოკუპაციის პროცესიც. Gგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეუერთდა ნატოს წევრ-სახელმწოფოთა ოჯახს.
დასკვნა
როგორც ნაშრომის მსველელობისას აღმოჩნდა გერმანიის ბუნებრივი სწრაფვა სუვერენიტეტის აღდგენისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის იმ ეპოქის პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით ასევე ბუნებრივ წინააღმდეგობას აწყდებოდა. თითქოს დამარცხებულის სახელი მისთვის უნდა გამხდარიყო საფუძველი კანონზომიერებებზე (თავისუფლება და ავტონომიურობა) უარის თქმისა, თუმცა ოპონენტთაგან განსხვავებით მისი არჩევანი სხვაგვარი იყო.
გერმანია მსოფლიო ისტორიაში არ არის ამის პირველი მაგალითი, რადგან ძველი დროიდან სახელმწიფოებრივი ერთეულების ჩამოყალიბება-ფორმირების პროცესში ქვეყნებს შორის ძალთა იერარქიულობის პირობებში ადგილი ჰქონდა რიგი სახელმწიფოების დესუვერენიზაციის მრავალ ფაქტს. ასეთი ტიპის “თანამშრომლობა” თვისებრივი და სახასიათოა კაცობრიობის ისტორიული განვითარების მთელ სიგრძეზე, რასაც განაპირობებს ძალთა წონასწორობისა და საფრთხის წონასწორობის პრობლემა. Oომები, კატაკლიზმები, სხვადასხვა ტიპის სოციალური მოძრაობები ამა თუ იმ რეგიონში ხშირად გამხდარა წამყვანი აქტორების ცვლის და ძალთა გადანაწილების საფუძველი. ამას კი შედეგად მოჰყვებოდა ახალი პოლიტიკური რეალობები, რაც თავის მხრივ ასევე ახალ პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოაჩენდა. ჩვენი საკვლევი საგნის შემთხვევაში, ასეთი ისტორიული მოვლენა იყო მეორე მსოფლიო ომი, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გერმანიის, როგორც პოლტიკური აქტორის როლი მსოფლიოს მასშტაბით.
ზოგადად მეორე მსოფლიო ომმა დიდი მატერიალური და მორალური ზიანი მოუტანა ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას, რომელიც ამის შედეგად დანაწილებული და დანაწევრებული აღმოჩნდა. აშკარა იყო, რომ უნდა გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები ვითარების გამოსწორებისა და გაუმჯობესებისთვის. მაშინ როდესაც გერმანიის ტერიტორიებს მოკავშირეთა ჯარები აკონტროლებდნენ, კერძოდ კი აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სსრკ, დასავლეთ გერმანიამ აირჩია გზა ნატოსა და ლიბერალური ღირებულებებისაკენ. რამაც ბუნებრივად დააყენა დღის წესრიგში მისი ნატოში ინტეგრაციის საკითხი. საფრთხეს კი რიგი სახელმწიფოების განსხვავებული ზრახვები წარმოადგენდა.
როგორც დავინახეთ, ომში მარცხგანცდილი და დესუვერენიზაციის გზაზე მდგარი გერმანიისათვის ნატო ერთგვარი სასიცოცხლო ელექსირი აღმოჩნდა, რომელმაც გერმანიას მისცა ახალი ძალა და ენერგია ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად. ამ უკანასკნელმა კი შეძლო ოპტიმალურად გამოეყენებინა მიცემული შანსი, რითაც მოახერხა მის გარშემო არსებული საფრთხეების
დაბალანსება და ნეიტრალიზება. H
ნაშრომში განვიხილეთ ძალთა წონასწორობისა და საფრთხის წონასწორობის თეორიები. მათი საშუალებით კი შევეცადეთ განგვემარტა
გერმანიის ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული საფრთხეების დაბალანსების შესაძლებლობა. აღმოჩნდა, რომ ძალთა წონასწორობისა და საფრთხის წონასწორობის თეორიები სრულყოფილად შეესაბამებოდა განხილულ საკითხს, ამაში კი დამეხმარა საერთაშორისო ურთიერთობების დარგის სპეციალისტთა ნაშრომთა ანალიზი.
ცხარე შიდა და გარე დისკუსიების ფონზე გერმანიის ნატოში გაწევრიანება იყო არამხოლოდ ერთი, ომის ნანგრევებზე და სუვერენიტეტის გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის უდიდესი წარმატება, არამედ ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების არნახული ტრიუმფი მთელი ევროპის მასშტაბით.
გამოყენებული ლიტერატურა
1.Hans-Peter Schwarz. Konrad Adenauer. A German Politician and Statesman in a Period of War, Revolution and Reconstruction. Vol.1., 1995.
2. Hans-Peter Schwarz. Konrad Adenauer. Vol.II. The Statesman 1952-1967. 1997
3. hedli buli. anarqiuli sazogadoeba. wesrigis sakiTxi msoflio politikaSi. 2003
4. aleqsandre rondeli. saerTaSoriso urTierToebi. 2003
5. Edmund Spevack. Germany and Nato: From “Cooptation” to Equality. International Journal of Politics, Culture and Society, Vol.10, No. 4, 1997
6. Kenneth N. Waltz, Theory of international Politics, 1979
7. John J. Mearshaimer, The Tragedy of Great Power Politics 2001
8. Edwin H. Fedder, The Concept of Alliance. 1968
9. Stephen M. Walt. The Origins of Alliances. 1987
10. R.O. Keohane. Theory of World Politics: Structural Realism and Beyond. 1986
11. saerTaSoriso urTierTobebis Teoria, qrestomaTia, 2004
12. Независимая газета 1.09.2003 “ruseTis misia XXI saukuneSi”
13. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტების ოქმი N4, 2004 წლის 6 მაისი
14. Helga Haftendorn. Germany’s accession to Nato: 50 years on. 2005
15. keneT uolci. adamiani, saxelmwifo da omi. 2003
16. www.tavisupleba.org
,,Contra Bellum” ანუ რუსული დილემა
ძალიან კარგი სტატიაა…. თუ დღეს რუსი ერი დემოკრატიულ მომამავლს ირჩევს სასწრაფოდ და ნებისმიერი გზით უნდა ჩამოიშოროს ხელისუფლება, რომ არცთუ შორეულ მომავალში სწორედ ამ ხელისუფლებამ სადამ ჰუსეინის ბედი არ გაიზიაროს და რუსეთმა კი ერაყის. (რაც არ უნდა ფანტასტიკის სფეროს ჰგავდეს ეს სიტყვები) ეს არავის უნდა და არც ჩვენ ქართველებს, მაგრამ თანამედროვე კრემლი, დემოკრატიის მისეული გაგებით ჩვენი, მთელი მსოფლიოს და პირველ რიგში თავად რუსი ხალხის უპირველესი მტერია.
берегите страну