მარადის საკუთარ თავზე მაღლა – გრიგოლ ნოსელის ეს ფორმულა თუ გამონათქვამი არის ერთგვარი პერიფრაზი სახარებისეული მოწოდებისა მათეს ევანგელიიდან – “იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს” და ის საუკეთესოდ წარმოაჩენს ადამიანის გნებავთ, როგორც ღვთის ხატის ან სოციალური არსების დანიშნულებას მიწიერ ყოფიერებაში და განაქიქებს ეგოცენტრიზმს, როგორც ფსიქოლოგიურ ანომალიას. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელნიც პირად კანონშემოქმედებით პროცესს (აუტო ნომოს-პირადი კანონი) იმგვარად წარმართავენ, რომ საბოლოო ანგარიშით ის პრობლემა გახდეს საზოგადოებისთვის, როგორც ერთად აღებული მოცემულობისთვის. ეს მიზამნიმართულია, დათვლილია და დაგეგმილია. ამავე ელფერის იყო ე.წ. ღია წერილი, რომელიც არქიტექტონიკით და მით უფრო შინაარსით ძალიან ჰგავს 1922 წლის 23 თებერვალს ლენინის მიერ ამხ. მოლოტოვის და პოლიტბიუროსადმი გაგზავნილ წერილს, სადც ის ეკლესიის დაჩოქებას ითხოვდა, “რადგან სხვანაირად ნებისმიერ სახელმწიფოებრივ საქმეზე ლაპარაკი ზედმეტია”. ეს ე.წ. კითხვები საზოგადოების ლიბერალურად წოდებულმა ჯგუფმა საქართველოს საპატრიარქოსა და მის მესაჭეს ხელში მიაჩეჩა ისე, რომ პასუხს არც კი დაელოდა. თუმცა პასუხი მათთვის არ არის ღირებული, მთავარი ოლიმპიური პრინციპია, ჩაეწერო მარათონში და ფინიშის ხაზის გეოგრაფიული მდებარეობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ადრესატი როგორც უკვე ვთქვით ეკლესიაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ არა უწყინარი კითხვების, არამედ ბასილისტების განქიქების, შეურაცხყოფის, ირონიის, ცილისწამების და მტრობის ადრესატი. ზემოთ ბასილისტები ვახსენე და არცთუ შემთხვევით. საუბარია ადრე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილის ანტიპოდზე – ბასილ კობახიძეზე. პრინციპში ანტიპოდზე ლაპარაკი მხოლოდ ერთი რამით არის გამოწვეული, კობახიძის რიტორიკა უფრო “ლიბერალურია” თორემ შინაარსი აბსოლუტურად იდენტური ზემოთ ნაგულისხმევს თუ გავიხსენებთ. რიტორიკაც და საქციელიც ისეთივე შავრაზმული და ფანატიზმით აღსავსეა როგორც “სხვა” ბასილის. რა მნიშვნელობა აქვს ფანატიზმს რისამე დაცვისას გამოავლენ თუ მტრობისას, ორივე საშიში და საძულველია. ბასილ კობახიძის შემთხევაში კი საქმე სწორედ ფანატიზმის უკანსაკნელ ნაირსახეობასთან გვაქვს. ფანატიზმი ხომ უკიდურესი გატაცება და ბრმადმორწმუნეობაა, თვითკანონიზაცია და ისეთი შემთხევაა, როდესაც აუტომედიტაციის პროცესში კათარზისს განიცდი, გარეთ კი სხვა რეალობაა, საკმარისია თვალი გაახილო და უმალ დაინახავ იმას, რისთვისაც თვალებახვეული დადიოდი, საკუთარ თავს და სხვებს არწმუნებდი და ამ პროცესში სოციუმი ნელ-ნელა სექტის, ხოლო თავად წინამძღოლი ქურუმის სახეს იძენს. დიახ ბასილ კობახიძე საქართველოში მოქმედი ე.წ. ლიბერალური სექტის ერესიერარქია და შეუძლია ამით იამაყოს. მაგრამ ვის უნდა ეს?! ვთვლი, რომ არავის. ვისი მიზანია წარსულში დეკანოზი ბასილი დღეს სულიერად დაცემული და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი იხილოს (ტყიულად ნუ იღლით თავს იმის მტკიცებით, რომ არა ეკლესიას არამედ პატრიარქს ებრძვით) ეს ხომ სიზიფეს შრომაა, იქ იმ თქმულებაში კი ერთ-ერთ მთავარ როლში დიდი ლოდია… ყველაზე საშიში ტყვეობათა შორის საკუთარი თავის და მისგან მომდინარე უსაფუძვლო სურვილების, გაუმაძღარი ამბიციების ტუსაღობაა, რადგან ეს დაუძლეველ იზოლაციას იწვევს. მე არ მაქვს სურვილი ტროცკის, კალინინის, მოლოტოვის რეინკარნირებული ინდივიდები ვიხილო ჩემს საქართველოში, არ მაქვს სურვილი მაროზიას და მისი ქალიშვილების სინდრომით დამძიმებული ადამიანები არსებობდნენ ირგვლივ, რადგან ეს ჩემი და თქვენი ქვეყნისთვის იქნება რთული. ჩვენ ბარიერების დაძლევას უნდა შევუწყოთ ხელი და არა პირიქით მათ აღმართვას, საზოგადოების გაერთიანებას და არა მის ხლეჩვას, ამისთვის კი დიალოგია საჭირო “ჩვენს” და “თქვენს” შორის (სამწუხაროდ ეს წყალგამყოფი უკვე რეალობაა) ამიტომ ბატონებო მარადის საკუთარ თავზე მაღლა!
ზაზა გაბუნია
19.12.2009
gaixare, zaza! tu vinmes siketis natamali darchenia gulshi, survili unda agezras dadges sakutar tavze magla… risi imedic naklebad maqvs.
მართალი ბრძანდებით მარიამ.
მაშინ, როცა სურვილი გაქვს ისეთ საკითხებზე ისაუბრო რომელიც სულ ცოტა შენს გარდა კიდევ სხვასაც ეხება, საკუთარ თავზე ამაღლება და ეგოცენტრიზმს განშორება პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს.
საინტერესოა ამას ვფიქრობდი მაგრამ აზრებს თავი ვერ მოვუყარე… ცინიზმი რიტორიკაში მართლაც არ ჩანს მაგრამ თუ ლაპარაკის მანერას დავუკვირდებით აშკარად ცინიკოსები არიან
yuradghebit wavikitxe da, mgoni, martali unda iyot…
egoizmma dagvghupa damoukideblobis mighebis dghidanve.
saqartvelos istoriashic xom xshiria paqtebi, roca ”avadmyopurad gazviadebuli me” (xazi ekutvnis akaki baqradzes) ghupavs qveyanas, xalxs da saerto saqmes…
asea namdvilad. martali brdzandebit.
ჩემს კომენტებს რად არ აქვეყნებთ, “მარადის საკუთარ თავზე მაღლა” მდგომო mogvarev?
“mogvarev” gansxvavebuli shriftit ratom mogvarev?
რამდენიმე კითხვა მაქვს პატრიარქი უცოდველია??? შეუცდომელია??? რაც მთვარია გვაქვს თუ არ აუფლება შეკითხვები დავუსვათ ისე რომ არ გვექნება იმის შიში რომ გამოგვაცხადებენ ათას სისულელედ???
პატრიარქი ისევე ფლობს კაცობრივ ბუნებას, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანი. სრულყოფილი მდგომარეობა მიწაზე არ მიიღწევა, თუმცა არსებობს ცნება “სულიერი წარმატება” რომელიც განღმრთობისა და სულიერი სრულყოფის გზაზე ღვთის მადლით სრულქმნას ნიშნავს. გაიხსენეთ მათეს სახარებიდან მოწოდება: “იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს” – ეს გახლავთ ერთგვარი ფორმულა ქრისტიანის ცხოვრებისა, რასაც მისი უწმინდესობაც როგორც მამამთავარი მართლმადიდებელი ეკლესიისა მიჰყვება კიდეც.
რაც შეეხება უცდომელობას. იმდენად რამდენადაც პირვემშობელთა ცოდვით დაცემით შეიბღალა კაცობრივი ბუნება, ანუ დასუსტდა და მინავლდა მასში ის ძალმოსილება რაც ადამიანს ცოდვით დაცემამდა გააჩნდა, ის მოაკლდა უცდომელობის შესაძლებლობას, თუმცა კი როგორც ზემოთ ვთქვი სწრაფვა ამისკენ რჩება ადამიანის ამოცანად.
ეკლესია ეს არის ინსტიტუტი, რომლის მიზანი განუხრელად არის ადამიანთა სულიერი სრულყოფა, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას საზოგადოებაში. შესაბამისად მისი დამოკიდებულება ადამიანთადმი, მნიშვნელობა არა აქვს ის მოიაზრებს თუ არა ეკლესიის წევრად თავს, გახლავთ დედობრივი და ჰუმანური, შემწყნარებლური. ამის კვალდაკვალ აუცილებელია, რომ ადამიანები ვისაც აქვთ გარკვეული ინტერესი მისდამი, ამ შემთხევვაში კითხვის დასმის სურვილს ვგულისხმობ, უნდა იყოს არა ჩასაფრებული პოზიციის გამომხატველი. ყველას აქვს კითხვის დასმის უფლება, მაგრამ კითხვა არ უნდა აიძულებდეს ადრესატს არ მოსმენას. კითხვაში უნდა ჩანდეს პატივისცემა, რაც იმ წერილის შემთხევვაში არ იგრძნობოდა.
sruli tanxmobaa..!!!!!! martali xaaaar !!!
pirvel rigshi minda agvnishno rom uagresad saintereso statiaa,
meore: sruliad getanxmebi zaza im patosshi rac natlad chans am teqstshi
da mesame: zogad mowifulobas moklebuli (fsiqologiuri termini), iracionaluri, karierul chixshi myofi da cxovrebaze dabogmili adamianebisgan namdvilad ar aris gasakviri aseti bindzuri kampania uwmindesisi winaagmdeg magram erti udavoa rom titoel matgans yoveltvis unda qondes gancda imisa rom arcerti mati GAMOXTOMA ar darcheba adekvaturi pasuxis gareshe!