უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-რუსული ორიენტაციის, საპენსიო ასაკს მიტანებული ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. როგორც ჩანს წინ უკრაინას და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება, სადაც მონაწილეობას იულია ტიმოშენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი მიიღებენ. ამ უკანასკნელის (ისევე როგორც მეორე კანდიდატის) შესახებ ჩვენმა მოქალაქეებმა ცოტა რამ თუ იციან. ქვემოთ გთავაზობთ იანუკოვიჩის ბიოგრაფიის დეტალებს.
ვინ არის ვიქტორ იანუკოვიჩი??
ვიქტორ იანუკოვიჩი 1950 წლის 9 ივლისს დაიბადა ენაკიევოში (დონეცკის ოლქი) მოსამსახურის ოჯახში. მიიღო უმაღლესი განათლება. დაასრულა დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და ვაჭრობის უმაღლესი აკადემია. არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
მის ბიოგრაფიაში ფიგურირებს ორი ნასამართლეობა – ძარცვისა (1967 წელს) და სხეულის მსუბუქი დაზიანების (1970 წელი) მუხლით. იყო წევრი კრიმინალური დაჯგუფებისა სახელწოდებით “პიდნოვკა”.
უკვე 2004 წლის ოქტომბერში უკრაინის სასამართლოში მოქალაქე ჰიმოლჩენკომ იანუკოვიჩის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ქალბატონის გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან მიმართებით, მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იანუკოვიჩი უარყოფდა აღნიშნულ ბრალდებას და ამტკიცებდა, რომ ის გოგონას ქუჩის კრიმინალთაგნ იცავდა. 2006 წელს მას ბრალს დებენ დოკუმენტების გაყალბებაში.
მისი სამუშაო კარიერა 1969 წლიდან იწყება. თავდაპირველად მუშაობდა ენაკიევის მეტალურგიულ ქარხანაში ავტოშემკეთებლად და მექანიკოსად. 20 წლის მანძილზე მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე – იყო “დონბასსტრანსრემონტის” “უკრუგლეპრომტრანსის” და დონეცკის ავტოტრანსპორტის ტერიტორიული სამხარეო გაერთიანების გენერალური დირექტორი.
1996 წლის აგვისტოში იანუკოვიჩი დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ჯერ ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო ერთი თვის შემდეგ პირველ მოადგილედ დაინიშნა. 1997 წლის მაისიდან 2002 წლის ნოემბრამდე მუშაობდა გუბერნატორის თანამდებობაზე. იყო დონეცკის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი.
2002 წლის 21 ნოემბრიდან პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იანუკოვიჩს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ნიშნავს. 2003 წლის აპრილში კი დონეცკის ექს-გუბერნატორი რეგიონების პარტიის თავმჯდომარე ხდება. 2004 წლის ივნისში, თანაპარტიელების მიერ დასახელებულ იქნა პრეზიდენტობის კანდიდატად. ექსპერტებისა და მკვლევარებისა შეფასებებით იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანია ძლიერი ფინანსური მხარდაჭერითა და ადმინისტრაციული რესურსების აქტიური გამოყენებით მიმდინარეობდა. მიუხედავად იანუკოვიჩის უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში განსაკუთრებული პოპულარობისა მან ვერ შესძლო ოპოზიციონერი კანდიდატის ვიქტორ იუშენკოს დამარცხება.
საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევარი იანუკოვიჩმა პოლიტიკურ ტაიმ-აუტი აიღო. რის გამოც ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ის დატოვებდა პარტიის ლიდერის პოსტს. თუმცა ამაოდ, 2006 წლის გაზაფხულზე რეგიონების პარტიამ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით უკრაინის რადის ზედა პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და სოციალისტებთან და კომპარტიასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა – “ანტიკრიზისული კოალიცია” შექმნა. მმართველი კოალიციის თანათავმჯდომარეების პოსტი კი ვიქტორ იანუკოვიჩმა და ალექსანდრე მოროზმა ჩაიბარეს.
2006 წლის 4 აგვისტოს უმარვლესობისა და პრეზიდენტ იუშენკოს ფრაქცია “Наша Украина” ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ იანუკოვიჩი მეორედ იქნა დანიშნული პრემიერ-მინისტრის პოსტზე. დანიშვნისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შემდეგ პროგნოზები არაერთგავროვანი იყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ იანუკოვიჩი თავისი გუნდით იყო ოპტიმალური ვარიანტი პოლიტიკური ლანდჩაფტის ბალანსირებისათვის. სხვანი მიიჩნევდნენ, რომ პრემიერი პირველ რიგში დაიცავდა მსხვილი ბიზნესისა და ცალკეული ფინანსური ჯგუფების ინტერესებს, შიდაპოლიტიკურ ფრონტზე კი მისი პოლიტიკა არაფრით იქნებოდა განსხვავებული ლეონიდ კუჩმას მიდგომებისაგან.
ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის შემდეგ იანუკოვიჩმა და ანტიკრიზისულმა კოალიციამ დაიწყეს პრეზიდენტ იუშენკოზე აქტიური თავდასხემბი, ცდილობდნენ რა, მისთვის რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილების ჩამოცილებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის სასარგებლოდ. ეს პროცესი იმდენად აქტიური და შედეგიანი იყო, რომ სახელმწიფოს მეთაური საბოლოოდ იძულებული გახდა გამოეცა რამდენიმე ბრძანებულება მეხუთე მოწვევის რადის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოწვევის შესახებ. კოალიციამ ამ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მწვავე რეაქცია გამოხატა და სწრაფადვე გამართა მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი კიევში. მძიმე დაპირისპირებისა და რიგი, რთული მოლაპარაკებების შემდეგ კონფლიქტის მხარეებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2007 წლის 30 სექტემბერი გამოაცხადეს. არჩევნების შედეგად რეგიონების პარტიამ 175 მანდატი მოიპოვა. საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობა კოლეგებმა იანუკოვიჩს ანდეს. იანუკოვიჩივე ჩაუდგა სათავეში “რეგიონელების” მიერ ფორმირებულ ჩრდილოვან კაბინეტს.
ვიქტორ იანუკოვიჩი რამდენიმე ჯილდოსა და ორდენის მფლობელია. არის “ღირსების” მესამე ხარისხის ორდენის, უკრაინის ტრანსპორტის დამსახურებული მოსამსახურის და სხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი.
რეგიონების პარტიის ლიდერი არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ამ სტატუსის გამო საარჩევნო კამპანიის დროს იანუკოვიჩი გახდა გახმაურებული კურიოზის გმირი – მას შემდეგ, რაც ავტობიოგრაფიაში სიტყვა პროფესორი ორი “ფ” ასოთი დაწერა, ხოლო საკუთრივ ტექსტში ათამდე შეცდომა დაუშვა) ის ასევე არის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი და უკრაინის ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
იანუკოვიჩი დაოჯახებულია. მეუღლე, ლუდმილა – დიასახლისია, ჰყავთ ორი ვაჟი . უფროსი ალექსანდრე – ექიმი სტომატოლოგი და უმცროსი ვიქტორი (1981) უკრაინის რადის V და VI მოწვევის სახალხო დეპუტატი და რეგიონების პარტიის წევრი.
იანუკოვიჩის ინტერესთა სფეროს – სპორტი (ჩოგბურთი), ნადირობა და მტრედების მოვლა განეკუთვნება.
გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, იანუკოვიჩის ფინანსურ კაპიტალს 290 725 გრვნ. წარმოადგენს, საიდანაც ძირითად 290 514 გრვნ. მისი სახელფასო დანაზოგია. კიდევ 210, 58 პრემიერმა დივიდენდების სახით მიიღო. ოჯახის წევრთა საერთო შემოსავალს კი 14 058 გრივნა წარმოადგენს.
როგორც დეკლარაცია იტყობინება იანუკოვიჩი ფლობს 162 კვ.მ სახლს 22 კვ.მ ავტოფარეხით. მის საკუთრებაში ასევე არის 6567 აქცია. მის საბანკო ანგარიშზე კი 211 712 გრივნა ირიცხება.
ვინ არის ვიქტორ იანუკოვიჩი
იანვარი 18, 2010 ავტორი zazagabunia
ჰმმ..
ვაის გავეყარე და ვიუის შევეყარეა ორივე შემთხვევაში
zaza didi madloba metad mnishvnelovani informaciis mowodebistvis. shen martla mamulishvilur saqmes aketeb da mixaria rom sqartveloshi shennairi axalgazrdebi cxovroben.
Batono Nugzar, madlobas gixdit.
მადლობა tag-ისთვის ზაზა :)) ინფორმაცია მართლაც საინტერესო იყო, რაც მთავარია ინფ. იმ ადამიანზე ვინც შეიძლება ჩვენი მეზობელი ქვეყნის პირველი პირიც კი გახდეს… თუ უკვე გამხდარი არ არის :)))
ara, jer procesSia :))
me piradad mivesalmebi ukrainashi chatarebul archevnebs da imas, rom xelisufleba mzad aris waagos archevnebi. 🙂