რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მივიღე დისკუსიაში, სადაც ქართული საექსპერტო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ რუსი ექსპერტების საინტერესო და ცნობილი ჯგუფი თეოდორ ლუკიანოვის, ანდრეი ზახაროვის და მატვეი განაპოლსკის სახით. ორგანიზატორების მიერ მსჯელობისათვის შემოთავაზებული საკითხები და იმთავითვე განსხვავებულ პოზიციებზე მდგარი ადამიანების, დისკუსიის მონაწილეების მზადყოფნა, გვესაუბრა ურთიერთპატივისცემის პირობებში, ქმნიდა ძალიან მყარ საფუძველს დისკუსიის პროდუქტიულობისთვის.
ანალიზისთვის გამოტანილი ერთ-ერთი საკითხი ასეთი დასახელების გახლდათ “გამარჯვების ეიფორია და დამარცხების შიში”. მე ეს თემა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხად მივიჩნიე. და ასეა ნამდვილად, რადგან თუ ვინმე მკითხავს, რა არის ის ძირითადი მიზეზები რაც პოლიტიკურ პროცესს და მისი ნორმალური მიმდინარეობის შემთხვევაში, პროცესისაგან მიღებულ სასურველ შედეგს დადგომის შესაძლებლობას არ აძლევს, გახლავთ სწორედ ერთის მხრივ გამარჯვებისადმი ეიფორიული დამოკიდებულება და მეორეს მხრივ, დამარცხების შიშით გამოწვეული ირაციონალიზმი. პირადად მე, გაცილებით უფრო საშიშ მოვლენად, ქართული პოლიტიკის სხეულზე ყველაზე დიდი წყლულის სახით არსებულ მანკიერებად, დამარცხების შიშს მივიჩნევ. ორი მიზეზის გამო. პირველის თანახმად, დამარცხების შიში განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის წლების მანძილზე ვერ დასაძლევ ბარიერად იქცა, ხელისუფლებიდან წასვლის და უკან ვერმობრუნების შიში, რის გამოც საპირისპირო პოლუსზე მდგარ პოლიტიკურ ძალებს, ე.წ. რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს იპყრობს სხვა უკიდურესობა და ცდუნება, ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მისვლის შიში. ახლა კი მეორე მიზეზი, დამარცხების შიში შობს ძალადობას. ამის ნაირგვარი ფორმები თუ მაგალითები არსებობს, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, საზოგადოებისთვის ყველაზე საშიშია ის, რომ დამარცხების შიში უწინარესად სინამდვილეზე ძალადობას განაპირობებს, ლოზუნგით – პოლიტიკაში ის უფრო მნიშვნელოვანია, რაც ხალხს სჯერა, ვიდრე თავად სინამდვილე. ამ საკითხზე ფიქრისას, მასზე საუბრისას მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო და ამასთან კლასიკური შემთხვევა, რომელიც დიდ გერმანელ მწერალს ლიონ ფოიხტვანგერს უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ ნაცისტური გერმანიიდან წამოსული ფოიხტვანგერი, 1937 წელს ჩადის მოსკოვში ადგილობრივი სიტუაციის შესასწავლად. ადგილზე ინფორმაციის მიღების და სიტუაციის ანალიზის შემდეგ იგი წერს წიგნს სახელწოდებით “მოსკოვი 1937” რომლის წაკითხვის შემდეგ მე მხოლოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან ფოხტვანგერის როგორც მწერლით სხვა დროს, მისი სხვა ნაწარმოებების კითხვისას აღვფრთოვანდი და ახლა, ხსენებული წიგნის წაკითხვამ როგორც ვთქვი, მხოლოდ გამაკვირვა. რადგან ჩემი ბუნებრივი მოლოდინის მიუხედავად, რომ მოსკოვში 1937 წელს ჩასული “ცრუ ნერონის” ავტორი, აუცილებლად დაწერდა წითელი ტერორისა და იმ სისხლიანი რეპრესიების შესახებ, რომელიც მაშინ საბჭოეთში მძვინვარებდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა, მეტიც გაცრუვდა. ლიონ ფოხტვანგერი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს ამ თემაზე, სამაგიეროდ იგი აღფრთოვანებით უთმობს თავისი წიგნის მრავალ ფურცელს, რუსულ მაღაზიებში აღმოჩენილ უმაღლესი ხარისხის კონსერვებს, სამამულო წარმოების პროდუქტს და ზოგადად სამოქალაქო ომგამოვლილი ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკას. საქმე ის გახლავთ, რომ ფოიხტვანგერს არ დაუხუჭავს თვალი წითელ ტერორზე, იგი სტალინური პოლიტიკის შედეგად გაყალბებული სინამდვილის მსხვერპლი გახდა, სინამდვილეზე ძალადობის გამო მან 1937 წელს რეპრესიები უბრალოდ ვერ დაინახა…
სამწუხაროდ ამგვარ ტენდენციებს ვხედავ თანამედროვე ქართულ რეალობაშიც. რა თქმა მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს კომუნისტურის მსგავსი წითელი თუ სხვა ნებისიმერი ფერის ტერორი და რეპრესიები (თუმცა სამწუხაროდ ხშირია ძალადობრივი ფაქტები), მაგრამ მიმდინარეობს სინამდვილეზე ძალადობის თანმიმდევრული კამპანია, რომლის ამოცანაა თვალი დავხუჭოთ იმაზე რაც წყლულის სახით არსებობს. არადა ეს ართულებს სიტუაციას, რადგან უყურადღებოდ დარჩენილ წყლულს შეუძლია მძიმე ფორმები მიიღოს, რაც შეიძლება განგრენის მიზეზიც გახდეს. ამ კამპანიის შედეგები უკვე გვაქვს, ლატენტური და ღია კონფორმიზის სახით. ერთის მიხედვით ვხედავთ და გვტკივა, თუმცა სათანადო ძალისხმევით არ ვრეაგირებთ პრობლემის წინააღმდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში სრულიად გულგრილნი ვართ არსებული პრობლემების მიმართ, რადგან გაყალბებულ სინამდვილეში ცხოვრება განაპირობებს გულგრილობას. არის მეორე შედეგიც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა ვამბობთ რომ ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სახელმწიფო გვაქვს ასაშენებელი, ეს გახლავთ ერთმანეთისადმი სოლიდარობის პრაქტიკულად ნულოვან ზღვრამდე დაყვანილი გრძნობა და ფრაგმენტირებული საზოგადოება.
ზემოთ ვახსენე რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლის მოქმედებებისათვის შესაძლებლობას უწინარესად დამარცხების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება იძლევა. რადგან თუკი ეს უკანასკნელი უკან ვერმობრუნების შიშის გარეშე დაუთმობს ძალაუფლებას კონსტიტუციის პატივისმცემელ ოპოზიციას, დესტრუქციული ძალები ავტომატურად მოექცევიან კლასიკური ან გნებავთ დასავლური გაგებით პოლიტიკის მიღმა, რადგან მათ არ შეუძლიათ ცივილიზირებული, მაგალითად საარჩევნო გზით ხელისუფლებისათვის ბრძოლა. შესაბამისად ასპარეზზე დარჩებიან შიშისაგან განთავისუფლებული ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ნორმალური, ცივილიზირებული მეთოდებით მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც თავის მხრივ აქვს გარკვეული გამოწვევები.
უპირველესი ასეთი გამოწვევა კი გახლავთ ის რომ ოპოზიციამ, ტყიდან გამოსული, ფაქიზი და ცივილიზირებული სულის არსებად ქცეული ენქიდუს მსგავსად უნდა მოთოკოს გილგამეშის ვნებები, რომელიც “მოზვერივით დადის ქედმაღალი”.
თუკი ასურულ-ბაბილონური ლიტერატურული ძეგლის “გილგამეშიანის” სიუჟეტს გავიხსენებთ და წინა პლანზე ანარქისტების მსგავსად არა ვნებებს არამედ რაციონალიზმს წამოვწევთ, ეს სავსებით შესაძლებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოთ ხსენებული შიშის დაძლევამ უნდა განაპირობოს ამ გადმოსახედიდან ჯერ კიდევ ქიმერად დარჩენილი, თუმცა ეგზისტენციალური მნიშვნელობის ციკლის უზრუნველყოფა, რომელიც ხელისუფლებიდან უშიშრად წასვლას და უკან დაბრუნებისათვის ცივილიზირებული მეთოდებით მოქმედებას, წესად და იმპერატივად ამკვიდრებს ყველა პოლიტიკური მოთამაშისათვის.
ზაზა გაბუნია
თბილისის საკრებულოს წევრი
zaza, seqsualur umciresobebze ra azrisa xar? gvaqvs ufleba Sens saqarTveloSi vicxovroT Tu ara? madloba pasuxisTvis winaswar.
უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ვეწინააღმდეგები წყალგამყოფის არსებობას ცნებით “ჩემი” ან “შენი” საქართველო. რაც შეეხება ცხოვრების უფლებას. ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვს ყველას ვინც პატივს სცემს სახელმწიფოს, მის სიმბოლიკას, კონსტიტუციას, კანონმდებლობას, ტრადიციებს, ხალხს და ინტერესებს. ვინც ამ სივრცის მიღმაა მას ერთის მხრივ უნდა აეკრძალოს იმ ქვეყანაში ცხოვრება (კონსტიტუციისა და სახელმწიფოს ინტერესების უპატივცემულობის შემთხვევაში) ხოლო თუ რაიმე ტიპის უმცირესობაშია, მხოლოდ ეს არ შეიძლება მისი დევნის ან შევიწროების მიზეზი გახდეს. სხვა საკითხია, რომ მას არ მიიღებს უმრავლესობა და ეს “ტვირთი” უნდა ზიდოს თუ მაინც და მაინც იმგვარ საზოგადოებაში უნდა ცხოვრება, სადაც არ ელიან.
aris Tu ara politikosebis movaleoba izrunon sazogadoebis yvela wevris Tanasworuflebianobaze? konkretulad, Tqveni an sakrebulos an parlamentis wevrebis movaleoba aris Tu ara, rom maT Seqmnan diskriminaciisagan Tavisufali pirobebi saxelmwifoSi? upirvelesad vgulisxmob diskriminacias seqsualuri orientaciisa da identobis niadagze. gTxovT ar mipasuxoT zogadi frazebiT. gmadlobT.
არის რა თქმა უნდა, თუმცა არამხოლოდ პოლიტიკოსების, არამხოლოდ სექსუალური უმცირესობების მიმართ და არამარტო უმცირესობების პოზიციის გათვალისწინებით.
“უნდა ცხოვრება” ნიშნავს, რომ იგი მზად უნდა იყოს იცხოვროს იმ საზოგადოებასთან ერთად ვისთვისაც არ არის ადვილი შეეგუოს სექსუალურ უმცირესობებს. სწორედაც თუ უნდა ცხოვრება, რადგან ეს არჩევანია და მას დაცვა სჭირდება.