ძალიან ბევრი ავარიული სახლი მინახავს თბილისში, მაგრამ ის რაც დღეს მეტეხის 14-ში დამხვდა, სიტყვა კატასტროფულიც კი ვერ წარმოაჩენს ზუსტად. სახლი გადახრილია, საყრდენი კედელი დანგრევის პირასაა უშველები ბზარით, მოსახლეობა ქვაბებით, ჯამებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ცდილობს კედლების გამაგრებას. ეს სახლი იქ მცხოვრებლების სიცოცხლეს ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. ჯერ კიდევ არის დრო სიტუაციის გამოსასწორებლად და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად…
კომენტარის დატოვება