ფაქტია რომ, სხვა ბევრ პოპულარობამოხვეჭილი სიტყვის გვერდით, ტერმინი“თვითმმართველობაც” იკავებს ერთობსაპატიო ადგილს. თუმცა ესგამოწვეულია არა ამ ტერმინისგააზრებით, მისი შინაარსის პრაქტიკაშიგანხორციელების გამო მიღებულიშედეგების დაფასებით, არამედ მიზეზიმხოლოდ ის არის რომ ძალიან ხშირადხდება მისი გამოყენება საჯაროდისკუსიებსა თუ კერძო საუბრებში.ანუ, “თვითმმართველობა” როგორცტერმინი, როგორც სიტყვააპოპულარული, თორემ მისი ცხოვრებაშირეალიზებული ვერსია ამ ქვეყანაში არავის უნახავს.
ამის მიზეზი ბევრია და მათზე სხვა წერილში ვისაუბრებ, თუმცა ერთი კინამდვილად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციითაღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება და შესაძლებლობათვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივიორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები,ისევე იყო მავანთა მიერ საეგზემპლარო თაროზე შემოდებული როგორცკონსტიტუციური წყობის სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლები. ჰოდა დღემდედევს თაროზე და ელოდება გაბედულ, ენერგიულ, ინიციტივიან ადამიანთაჯგუფებს თუ ადამიანს, რომლიც გაბედავს და ჩამოიღებს მას ამ თაროდან,გაწმენდს მტვრისგან და დაიწყებს თვითმართველობის განხორციელებისშესაძლებლობისათვის მყარი საფუძვლების შექმნას.
უნდა ითქვას, რომ ამის მცდელობა უკვე არის სახეზე ახალი მთავრობის დამისი ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახით,რომელმაც თვითმმართველობის განვითარებისათვის კონცეფცია შექმნა.კონცეფციას იმიტომ ქვია ასე, რომ სანამ ის კანონპროექტად და შემდგომშიკანონად იქცევა, მოხდეს მისი ანალიზი, მის ირგვლივ მსჯელობა, რომ მივიღოთოპტიმალური თეორიული ვერსია, რომლის პრაქტიკაში გადატანა მოიტანსშედეგს რეალური თვითმმართველობის სახით.
ამიტომ, მე საჭიროდ მივიჩნიე მკითხველს (მათ შორის პოლიტიკოსებს დადაინტერესებულ მოქალაქეებს) მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია იმისშესახებ თუ როგორ მუშაობს ჩვენთვის მისაბაძ, დემოკრატიულსახელმწიფოებში ადგილობრივი მმართველობა, როგორც სამართლებრივი,დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტი.
მაგალითად ავსტრია, რომელიც ფედეალური სახელმწიფოა, შედგებაკომუნებისა და პროვინციებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭოწარნმოადგენს კომუნის სათათბირო ორგანოს, იგი აირჩევა პროპორციულისისტემით 5 ან 6 წლის ვადით. მერი და მისი თანაშემწეები ქმნიან კომუნისაღამსრულებელ ორგანოს, რომელიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგანშედგება.
საკუთრივ მერი კომუნის ადმინისტრაციის მეთაურია. ფედერალურისახელმწიფოს მიხედვით ის შეიძლება პირდსაპირი კენჭისყრით იყოს არჩეულიან კომუნის საბჭოს მიერ. იგი მართავს კომუნას და თავმჯდომარეობს საბჭოს.
რეგიონულ დონეზე კი პროვინციის მთავრობაა კოლეგიალური აღმასრულებელიორგანო. მისი თავმჯდომარე კი პროვინციის მმართველი. ავსტრიაშიადგილობრივი მთავრობის არჩევის ორი სისტემა არსებობს პროპორციული დამაჟორიტარული. პროვინციის მმართველი პარლამენტის მიერ აირჩევა და ისწარმოადგენს პროვინციას საზღვარგარეთაც.
რაც შეეხება ბელგიას. ის ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც კომუნების.პროვინციების, რეგიონებისა და თემებისაგან შედგება. ადგილობრივ დონეზეკომუნის საბჭო არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით 6 წლის ვადით. იგისაკანონმდებლო ორგანოა და იღებს კომუნის ფარგლებში მოქმედგადაწყვეტილებებს.
ბურგომისტრისა და ეშევენების კოლეგიას ირჩევენ კომუნების მრჩევლები. ესაღმასრულებელი ორგანო ცხოვრებაში ატარებს კომუნის საბჭოსგადაწყვეტილბებეს. ასევე ეკისრება კომუნის ყოველდღიური საქმიანობისწარმართვა. ბურგომისტრი თავმჯდომარეობს კომუნის საბჭოს. ამავე საბჭოსწარდგინებით მას მეფე ნიშნავს. აქვს 6 წლიანი მანდატი. ბურგომისტრიკომუნის ადმინისტრაციისა და პოლიციის მეთაურია.
შუალედურ დონეზე კი პროვინციის სათათბირო ორგანო პროვინციის საბჭოა.არჩეულია პირდაპირი კენჭისყრით პროპორციული წესით და დეპუტატებს აქვს6 წლიანი მანდატი. მუდმივი დეპუტაცია პროვინციის მთავრობაა, რომელსაცაღმასრულებელი და სასამართლო კომპეტენცია აქვს.
რეგიონულ დონეზე რეგიონის საბჭო საკანონმდებლო ორგანოა. ის 5 წლისვადით არჩეული დეპუტატებისგან შედგება. მას აქვს როგორც საკანონმდებლო,ასევე ფინანსური ფუნქცია და აკონტროლებს მთავრობას. რეგიონის მთავრობააღმასრულებელი ორგანოა და შედგება რეგიონის მინისტრებისგან. მას ევალებარეგიონული პარლამენტების მიერ მიღებული ბრძანებებისა დაგადაწყვეტილებების შესრულება.
თემების დონეზე თემის საბჭოა საკანონმდებლო ორგანო. შედგება 5 წლისვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. გარდა საკანონმდებლოფუნქციისა აკონტროლებს მთავრობას და ხმას აძლევს ბიუჯეტს. თემისმთავრობა აღმასრულებელი ორგანოა და შედგება 5 წლის ვადით თემის საბჭოსმიერ დანიშნული მინისტრებისგან.
გერმანია კომუნების, ოლქების და ფედერაციული სახელმწიფოებისგანშედგება. ადგილობრივ დონეზე არსებობს კომუნის მოწყობის ორი ტიპი:მაგისტრის და საბჭოსი.
საბჭოს სისტემა არის ყველა გერმანულ რეგიონში ჰესენის გამოკლებით. ამსისტემის მიხედვით მუნიციპალური საბჭო აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით 5წლიანი მანდატით და მერი არჩეულია პირდაპირი გზით. მუნიციპალური საბჭოკომუნის ცენტრალური ორგანოა და პირდაპირი კენჭისყრით არის არჩეული 4-6წლის ვადით. ეს საკანონმდებლო ორგანოა და გადაწყვეტილებებისუმრავლესობას იღებს.
რაც შეეხება მაგისტრატის სიტემას, აქ აღამასრულებელი ხელისუფლებაშედგება მერიისა და დეპუტატებისაგან. დეპუტატები მუნიციპალური საბჭოსმიერ არიან დანიშნული და მათი მანდატი ძირითადად 4 წელს გრძელდება.მაგისტრატი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მართავს მიმდინარეადმინისტრაციულ საქმეებს. იგი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებებსარასრულებს. მაგისტრატის სისტემა მხოლოდ ჰესენში მოქმედებს.
რეგიონულ დონეზე გერმანიაში პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო. იგიშედგება 4 წლის ვადით პირდაპირი კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. იგიირჩევს მიწის მინისტრ-პრეზიდენტს. მთავრობა აღმასრულებელი ორგანოა დამას პარლამენტი ირჩევს 4 წლის ვადით. იგი ირჩევს მინისტრ-პრეზიდენტსაც.ამ პოსტის მქონე პირი მართავს მთავრობას, აქვს აღმასრულებელიხელისუფლება და შეუძლია დანიშნოს ან გადააყენოს მინისტრები.
დანია შედგება კომუნებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნისსაბჭო 4 წლის ვადით პროპორციული სიტემით აირჩევა. ეს სათათბირო ორგანოირჩევს აღამსრულებელ კომისიებს, რომელბიც თავის მხრივ პასუხს აგებენსადგილობრივ ადმინისტრაციაზე. ადგილობრივი მერი არჩეულია კომუნის საბჭოსმიერ და ის ხელმძღვანელობს როგორც ადმინისტრაციას, ისე კომუნის საბჭოს.
რეგიონულ დონეზე საგრაფო საბჭო სათათბირო ორგანოა. მისი წევრები ყოველ4 წელიწადში ერთხელ პროპორციული სისტემით აირჩევა. მას შეუძლია შექმნასკომისიები და ბიუროები. საბჭო ირჩევს საგრაფოს პრეზიდენტს.
ესპანეთში, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა, შედგება კომუნების,პროვინციებისა და ავტონომიური თემებისაგან. ადგილობრივ დონეზე კომუნისსაბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული მრჩევლებისაგან. მერი წარმოადგენსაღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც მუნუციპალური მრჩევლებისირჩევენ თავის რიგებიდან.
შუალედურ დონეზე პროვინციის საბჭო 4 წლის ვადით არაპირდაპირი წესითკომუნის მრჩევლების მიერ მათი რიგებიდან არჩეული წევრებისგან. ამავედონეზე არსებობს სამთავრობო საბჭო, რომელიც პროვინციის მთავრობაა.
რეგიონულ დონეს კი ასამბლეა, სამთავრობო საბჭო და პრეზიდენტიწარმოადგენს. ასამბლეა თემის საკანონმდებლო ორგანოა, მისი წევრებიპირდაპირი კენჭისყრით 4 წლის ვადით აირჩევიან. ისინი დელეგირებულსაკანონმდებლო ხელისუფლებას განასახიერებენ. სამთავრობო საბჭოს მართავსდა ადგენს თავმჯდომარე და ის თემის აღამასრულებელი ორგანოა.
პრეზიდენტს საკანონმდებლო ასამბლეა ირჩევს და ნიშნავს მეფე.
ესტონეთი, რომელიც უნიტარული სახელმწიფოა შედგება სასოფლო კომუნების,ქალაქებისა და საგრაფოებისგან. ადგილობრივ დონეზე კომუნის საბჭო არჩეული4 წლის ვადით პირდაპირი კენჭსყრით. რეგიონულ დონეზე კი გუბერნატორსნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება რეგიონული მინისტრის რეკომენდაციითდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გზით. გუბერნატორი პასუხსაგებს საგრაფოს ადმინისტრირებაზე.
პორტუგალია შედგება სამრევლოების, მუნიციპალიტეტების, ოლქებისა დარეგიონებისგან. ადგილობრივ დონეზე სათათბირო ორგანოა სამრევლოებისასამბლეა. ის შედგება 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით პირდაპირიკენჭისყრით არჩეულ წევრებისგან. აღმასრულებელი ორგანოა სამრევლოს კრებადა მის წევრებს ასამბლე აირჩევს თავის რიგებიდან.
ამ ქვეყანაში შუალედურ დონეს ოლქის ასამბლეა შეადგენს.
რეგიონული კოორდინირების კომისიები კი რეგიონული დონეა. მათი წევრებიინიშნება ცენტრალური ხელსიუფლების მიერ და პასუხს აგებენ რეგიონებისგანვიტარებაზე.
საფრანგეთში რამდენიმე დონიანი თვითმმართველობაა, რომელიც მოიცავსკომუნებს, დეპარტამენტებს და რეგიონებს. ადგილობრივ დონეზემუნიციპალური საბჭო 6 წლის ვადით პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრითარჩეული მუნიციპალური მრჩევლებისგან შედგება და ხელმძღვანელობს მერი,რომელიც თანაშემწეებთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებასწარმოადგენს.
შუალედურ დონეზე გენერალური საბჭო წარნმოადგენს დეპარტამენტისსათათბირო ორგანოს. მისი წევრები 6 წლის ვადით ირჩევა. საბჭოს წევრთანახევარი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იცვლება. ამავე საბჭოს წევრებიდანირჩევა თავმდჯომარე. გენერალური საბჭოს თავმჯდომარე ამავდროულადაღმასრულებელი ხელისუფალია.
რეგიონულ დონეზე კი რეგიონის საბჭოა სათათბირო ორგანო, რომელიც 6 წლისვადით არჩეული წევრებისგან შედგება.
აქ ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან, ზოგიერთი ცალსახად მისაღებიაჩვენი ქვეყნისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ყურადსაღებია ცალკეული დეტალი,რადგან სისტემის მეორე ნაწილი უბრალოდ არ თავსებადია ჩვენს რეალობაში,სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის და კონსტიტუციური წყობისგათვალისწინებით. თუმცა როგორც ვნახეთ, საქართველოს რეგიონულიგანვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონცეფცია ეხმიანებაევროპულ პრაქტიკას და სრულად თავსდება ევროპული ყაიდისთვითმმართველობის კონტექსტში.
ცხადია, საერთაშორისო პრეცედენტების მოხმობა უხვად შეიძლება სხვადასხვაქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის წარმოდგენით, თუმცა ამ რამდენიმემაგალითიდანაც ჩანს რომ თითოეულ შემთხვევაში კარგად არის მოფიქრებულიმმართველობის ის ვერსია, რომელიც შეესაბამება საკუთრივ იმ სახელმწიფოებისტრადიციას და გამოწვევებს. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, თითოეულსაქვს საერთო ფუნდამენტური თვისება – ძალაუფლების გადანაწილებისშესაძლებლობა.
არა ისე როგორც დღეს გვაქვს თბილისში, სადაც მერის აბსოლუტური დაშეუვალი უფლებების გამო გვაქვს არა თვითმმართველობა, არამედერთმმართველობა. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომლის ფარგლებში არჩეულიორგანოები პასუხისმგებლობას გრძნობენ მოსახლეობის მიმართ, ხოლოაღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ უშუალოდამნიშვნელის, არამედ სათათბირო ორგანოს წინაშეც. ეს კი შესაძლებლობასმოგვცემს საბიუჯეტო პროცესის კონტროლის და მინიმუმამდე დაიყვანსთვითმმართველი ერთეულების პარტიული და ბიზნეს-ამოცანებისთვისგამოყენების შესაძლებლობას.
ამიტომ ჩვენთვისაც ნებისმიერი თეორიულ წინაპირობებზე მუშაობისასმნიშვნელოვანი უნდა იყოს მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიცუზრუნველყოფს ძალაუფლების არა კონცენტრირებას და ვერტიკალიზაციას,არამედ გადანაწილებას და დაბალანსებას.
თუმცა, თვითმმართველობა არამხოლოდ ინსტიტუციურ კონტექსტში ანპოლიტიკოსების და დარგის სპეციალისტების სამუშაო თემად უნდამოვიაზროთ, არამედ გამოწვევად მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის. უნდაგანვითარდეს თვითმართვის, საზოგადოების თვითორგანიზების უნარ-ჩვევა,ამისთვის მოქალაქე სკოლის მერხიდან უნდა ემზადებოდეს, მხოლოდ ამშემთხვევაში, მოქალაქის როლის ცენტრალიზების, გამოკვეთის, პირობებში აქვსმნიშვნელობა ნებისმიერ რეფორმას და მით უფრო ადგილობრივითვითმმართველობის რეფორმას.
მხოლოდ ასეთ ნიადაგზე დაფუძნებული თვითმმართველობა გვჭირდება, რადგან საკუთრივ ის შექმნის ბაზისს სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის, სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და ფასეული მოქმედებების სისრულეში მოსაყვანად. რადგან, როგორც ერთი უცნობი ავტორის ციტატა გვეუბნება: “თვითმმართველობა მმართველობის უმაღლესი ფორმაა”.
კომენტარის დატოვება